კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 როგორ იყიდა გასულ წელს დეპუტატმა სამველ მანუკიანმა 120 000 ლარად მსუბუქი ავტომანქანა და როგორ დააგროვა 2017 წლის იანვარში ნაღდ ფულად 155 000 ლარი

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

საქართველოს მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი „ქართული ოცნების“ პარტიული სიით, სამველ მანუკიანი 1976 წელსაა დაბადებული ახალქალაქში. უმაღლესი განათლება ერევნის ეკონომიკურ უნივერსიტეტში მიიღო, მისი სპეციალობა კი სამოქალაქო შრომის სამართალია. მისი შრომითი ბიოგრაფია ინდმეწარმეობით დაიწყო. მან ი.მ. „სამველ მანუკიანი“  1997 წელს დააფუძნა და 2008 წლამდე ამუშავა. 2009–2016 წლებში კი შპს „გეოფუდის“ კომერციული დირექტორი იყო, ვიდრე 2016 წლის ოქტომბერში ხალხის რჩეული არ გახდა. 2016 წლის 18 ნოებრიდან 2017 წლის 20 იანვრამდე ფრაქცია „ქართული ოცნების“  წევრი გახლდათ, ამა წლის 20 იანვრიდან კი ფრაქცია „ქართული ოცნება – მწვანეების“  წევრია. ასევე, აგრარული კომიტეტის წევრიც.
შესაბამისად, სამველ მანუკიანის მიერ ჯერჯერობით ერთადერთი დეკლარაცია 2017 წლის იანვარშია შევსებული და მან ოჯახის წევრებად მიუთითა: 1976 ახალქალაქში დაბადებული მეუღლე გაიანე, 1943 წელს ახალქალაქში დაბადებული დედა აღავნიკი და სამი შვილი –1995 წელს ახალქალაქში დაბადებული მარინა თუმასიანი, 1998 წელს ახალქალაქში დაბადებული სერგო მანუკიანი და 2009 წელს ერევანში დაბადებული ჰაიკ მანუკიანი.
უძრავი ქონება მხოლოდ დეპუტატის დედას აქვს. კერძოდ: ქ-ნი აღავნიკის საკუთრებაა მიწის ნაკვეთი ახალქალაქში, ვ. სარქისიანის ქუჩაზე (420 კვ. მ.), მიწის ნაკვეთი და მასზე მდებარე კომერციული ფართი (533 კვ .მ.) ახალქალაქში, მიასნიკიანის ქუჩაზე – 200 000 აშშ დოლარად ღირებული; სამი კომერციული ფართი (141, 57 და 52 კვ. მ. ფართობების) ახალქალაქში, აღმაშენებლის, თავისუფლებისა და რუსთაველის ქუჩებზე და საცხოვრებელი სახლი ახალქალაქში, სარქისიანის ქუჩაზე (247,6 კვ. მ.). ასევე, ჰყავს 2017 წლის მსუბუქი ავტომანქანა „ლადა“.
დეპუტატს კი ორი ავტომანქანა ჰყავს – „მერსედესი E 55“ (10 000 აშშ დოლარად ღირებული) და 120 000 ლარად ღირებული „ტოიოტა LC200“.
დეკლარაციის შევსების მომენტში სამველ მანუკიანს ნაღდ ფულად 155 000 ლარი ჰქონდა, აღავნიკ მანუკიანს – 30 000 ლარი (როგორც დეკლარაციაშია მითითებული, კომერციული ფართის იჯარიდან მიღებული თანხა).
სამველ მანუკიანი კვლავ არის ინდივიდუალური მეწარმე (თუმცა ამ საქმიანობას მისთვის 2016 წელს შემოსავალი არ მოუტანია),  შპს „კრისტალ საქართველოს“ 50-პროცენტიანი წილის მესაკუთრე, შპს „გრანდ საქართველოს“  50-პროცენტიანი წილის მმართველი და დირექტორიც (არც ამ ორ შპს-ს მოუტანია მისთვის შემოსავალი 2016 წელს). ამას გარდა, შპს „გეოფუდი საქართველოს“ მესაკუთრე და 50-პროცენტიანი წილის მმართველია, საიდანაც მან გასულ წელს 200 000 ლარი მიიღო.
რაც შეხება გასავლებს: 2016 წლის განმავლობაში სამველ მანუკიანმა საკრედიტო ბარათის მომსახურებაში 7 777 ლარი გადაიხადა, ხოლო ავტომანქანაში – 120 000 ლარი.
скачать dle 11.3