კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№37 მეინსტრიმში ჩაკარგული მედროშე

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„აგია „რესპუბლიკელი“, ანუ „პიკასოს ბიჭი“?! 



ადგილობრივ წინასაარჩევნო მარათონში „რესპუბლიკური პარტიაც“ ჩაერთო და რაკი ეულად და თვით დავით უსაფაშვილის გარეშე, როგორც ჩანს, არც თავად აფასებენ თავიანთ შანსებს, მაინცდამაინც, ოპტიმისტურად, იქნებ ამიტომაც, მაგალითად, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიის მხოლოდ პირველი ხუთეული წარადგინეს; მათ შორის, მეხუთე ნომრად – ვინმე ლაშა ომარაშვილი, რომელიც, როგორც გვაუწყეს, 8 წლის განმავლობაში ბერად იყო აღკვეცილი ათონის მთაზე, ხოლო სტაჟიანი „რესპუბლიკელის“, ლევან ბერძენიშვილის, განმარტებით კი, ის არა მხოლოდ უნიკალური პიროვნებაა, ლიბერალიზმის სერიოზული მედროშეც.
თავად ბ-ნი ომარაშვილი, თავის მხრივ, დარწმუნებულია, რომ „ქრისტიანობამ თავისი დრო მოჭამა. ქრისტე აღარ არსებობს თანამედროვე საზოგადოებაში. დღეს ჩვენ ვცხოვრობთ პოსტქრისტიანულ სამყაროში, მაგრამ, სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უდიდესი ნაწილი იმდენად ჩამორჩება ამ მეინსტრიმსა და თანამედროვე მსოფლიოს განვითარებას, მან ეს ჯერ არ იცის.“
აქედან გამომდინარე კი, აშკარაა, რომ თავად ხსენებული ბატონი მეინსტრიმის ფერხულშია, ოღონდ ისიც არანაკლებ ცხადია, რომ პოლიტიკოსისთვის მეტად უჩეულო განცხადებებს აკეთებს: იმ მარტივი მიზეზით, რომ, თუ არ გწამს, ნუ გწამს, მაგრამ იმდენი, პოლიტიკური ალღო თუ არა, ადამიანური კულტურა ხომ მაინც უნდა გქონდეს, რომ შეურაცხყოფა არ მიაყენო, მორწმუნეებს თავი დავანებოთ, შენს პოტენციალურ ამომრჩეველს, რომელსაც იქნებ შენც მოსწონხარ და ქრისტეც?!
შესაბამისად, არც ისაა გამორიცხული, ლიბერალი გვეგონოს და ხელში მუკელი (მუკი – მებრძოლ უღმერთოთა კავშირი) შეგვრჩეს?! –  
скачать dle 11.3