№36 ბესო ბარათაშვილის ანეკდოტები
ბაზარში შევიდა შეუხედავი გურული ქალი და არჩევს ხილს. ბევრი არჩია, არჩია და არ მოეწონა. გამყიდველმა უყურა, უყურა მოთმინებით და ბოლოს უთხრა:
– რას არჩევ? ეს ქალბატონო, „ვიდზეა“ შეუხედავი, თუ არა, ისე კია გემრიელი, რომ გასინჯო პირიდან ვერ მოიძრობ.
– ბატონო ჩემო, შეუხედავი რომ ვარ, იმიზა არ მოვეწონე არავის და კი ვარ გოუთხოვარი, თვარა, რომ გევესინჯე, იქნება ვერც მე მევეცილებინე პირიდან.
***
ქუჩაში შეხვდნენ მეგობრები და მოიკითხეს ერთმანეთი:
– რავაა ხარ, ძმაო?
– მე კარგად, მაგრამ კომპიუტერმა გამაწამა, ძმაო, თავისით ითიშება ხოლმე და ხომ არ იცი, რატომ?
– პროცესორი დაბლა გიდევს?
– კი.
– მერე... ნასკები გამოიცვალე ხშირად, ეტყობა გონებას კარგავს.
***
გეოგრაფიის მასწავლებელმა ისე ჩქარა დაატრიალა გლობუსი, იტალიას ჩექმა გაძვრა.
***
გურული ქალი მიადგა მოძღვარს და აღსარებას აბარებს. მამაომ უსმინა, უსმინა და ბოლოს უთხრა:
– განდევნე, შვილო ჩემო, შენგან დემონი!
– რაფერ გავდევნო, მამაო, ორ ბაღანას მაი მიზრდის და...
***
მიხო ცოლთან აღარ წევს, ინტერესი დაეკარგა. ქეიფს და დრისტარებას არის გადაყოლილი. მარო დაემუქრა, მიტუასთნ გიღალატებო. მიხომ, ერთი შენი დედაცო და... მართლაც, დაიწყებს მარო მიტუასთან სიარულს და მიხო კიდე, ქეიფობს და ატარებს დროს. მარო და მიტუა ბოლოს ისე განაგლდნენ, მიხოსთან სახლშიც აღარ ერიდებიან ინტიმურ კავშირს. ერთ დღესაც, მიხოს სტუმრები მოუვლენ. გაშალა სუფრა და დაიწყეს ქეიფი. უცბად, გაიღო საძინებლის კარები და იქიდან მარო და მიტუა გამოდიან ტანსაცმლის სწორებით. გაოცებულმა სტუმარმა მასპინძელს ჰკითხა:
– რა ხდება, ვინ არის მიხოვ, ეს კაცი ჰა?
– ესა? არ მიაქციოთ ყურადღება, ფაქტობრივად, ჩემი სასქესო ორგანოა.
***
მეზობელი ქალები საუბრობენ:
– ჩემი გოგო, სულ მღერის და ცეკვავს. ნეტავ, ვინ გამოვა – მომღერალი თუ მოცეკვავე?
– ალბათ, მოცეკვავე.
– რა იცი, ნანახი გაქვს მისი ცეკვა?
– ცეკვა არ მინახავს, მაგრამ მესმის, როგორ მღერის.
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
– ეჰ, ჩემმა ცოლმა მიმატოვა და დამტოვა უკაპიკოდ.
– ბედი გქონია, ბიჭო! ჩემმაც დამტოვა უკაპიკოდ, მაგრამ არ მივუტოვებივარ.
***
– ექიმო, ორსულად ვარ და ბავშვი რაღაცნაირად ცუდად წევს მუცელში.
– ეროვნება?
– ებრაელი.
– არ ინერვიულოთ, გამოძვრება.
***
ორი მეგობარი ხვდება ერთმანეთს:
– რატომ ხარ მოწყენილი?
– უცნაურობა დამემართა, ბიჭო, ქვეშ ვიფსამ. სად არ ვიყავი და ვერ მიშველეს.
– ფსიქოლოგთან იყავი?
– არა. მიშველის?
– რომ გეუბნები, მიდი.
გავიდა ერთი კვირა და ისევ შეხვდნენ ერთმანეთს:
– რა ქენი, იყავი?
– კი, ვიყავი, შენ გაიხარე, რომ მიმასწავლე.
– გიშველა? აღარ იფსამ?
– როგორ არა, ვიფსამ, მაგრამ, ახლა ამით ვამაყობ.