კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 „M2 – უძრავი ქონება“ მთაწმინდის ფერდობზე დამწვარ ტერიტორიას სრულად აღადგენს

  „კომპანია M2“ და თბილისის მერია – მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციის                              პროექტის აღდგენისთვის

„კომპანია M2” – ლიდერი სამშენებლო ბაზარზე, გამორჩეულია არა მარტო იმით, რომ ამკვიდრებს ხარისხიანი, კომფორტული ცხოვრების სტანდარტს ხელმისაწვდომი პირობებით, არამედ მუდმივად ჩართულია მოსახლეობისთვის აქტუალურ, სოციალურ თუ საზოგადოებრივ პროექტებში. საზოგადოებისა და მოქალაქეების მხარდაჭერა მნიშვნელოვანი პროექტებით – ეს „M2-ის” მიმართულებაა. ამჯერად კომპანია „M2-მა” მთაწმინდის ფერდობზე დამწვარი 20 ათას კვადრატულ მეტრ ტერიტორიაზე მწვანე საფარის აღდგენა საკუთარ თავზე აიღო. რეაბილიტაციის ინიციატივა „M2-ის” გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ბურდილაძემ და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მედიის წარმომადგენლებსა და დამსწრე საზოგადოებას სპეციალურად გამართულ პრესკონფერენციაზე გააცნეს. ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ გარემოს დაცვის მიმართულებით მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები; ექსპერტები, რომლებიც მთაწმინდის ფერდობის რეაბილიტაციის პროცესში აქტიურად ერთვებიან.
ირაკლი ბურდილაძე („M2-ის” გენერალური დირექტორი): „კომპანია M2” ყოველთვის საზოგადოების სამსახურშია. მიგვაჩნია, რომ ქალაქის თითოეული პრობლემა ყველა მოქალაქეს ეხება და მათ შორის, კომპანიებს, რომელნიც ქვეყანაში ბიზნესგარემოს ქმნიან. ჩვენმა კომპანიამ გადაწყვიტა, მთაწმინდის ფერდობის დამწვარი ტერიტორიების აღდგენა ქალაქის მერიასთან, გარემოს დაცვის ორგანიზაციებთან და ექსპერტებთან ერთად განახორციელოს. პროექტის მიზანია, დამწვარი 20 ათასი კვადრატული მეტრის ფართობის სრულად აღდგენა და აღნიშნულ ადგილზე ბიომრავალფეროვანი გარემოს შექმნა. კომპანიამ დამწვარი ტერიტორიის აღდგენის საკითხებზე მუშაობა 9 აგვისტოს დაიწყო. მიგვაჩნია, რომ ამ პროექტით მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ დედაქალაქისთვის და თბილისის ამ ულამაზეს ტერიტორიას ძველ იერსახეს დავუბრუნებთ.
დავით ნარმანია (თბილისის მერი): თავდაპირველად, მინდა აღვნიშნო, რომ ეს მართლაც მნიშვნელოვანი და საშვილიშვილო საქმეა. ეს არ არის მხოლოდ პროექტი, არამედ უმნიშვნელოვანესი ინიციატივაა „კომპანია M2-ისგან.” კომპანიამ გამოავლინა მაღალი პასუხისმგებლობა აღნიშნული პროექტით, რომელიც ჩვენი ქალაქის მწვანე საფარს ეხება.  ყველასთვის ცნობილია, რომ ხანძარი 8 აგვისტოს გაჩნდა და დაახლოებით 2 ჰექტარ ტერიტორიას მოედო, რაც მართლაც დასანანია, მაგრამ ჩვენთვის ორი მთავარი რამ იყო საზრუნავი: პირველი – რაც შეიძლება დროულად მომხდარიყო ხანძრის ლიკვიდაცია და შემდეგ, უკვე აღდგენაზე გვეფიქრა. სწორედ დროულად და მაღალი პასუხისმგებლობით ჩაერთო „კომპანია M2” ამ სამუშაოებში და შემოგვთავაზა, საკუთარი სახსრებით, სპეციალისტების ჩართულებით, მოეხდინა ამ ტერიტორიების აღდგენა და შემდგომ გამწვანება. ისიც აღსანიშნავია, რომ კომპანია ქალაქში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს ახორციელებს და ის არ მოქმედებს მხოლოდ კომერციული ინტერესებით, არამედ საზოგადოების თვალსაზრისსაც ითვალისწინებს. მიმაჩნია, რომ ეს უნდა გახდეს მაგალითი სხვა კომპანიებისთვისაც – განადგურებული მწვანე საფარის აღდგენა თითოეული მოქალაქისა და კომპანიისთვის პირად ვალდებულებად იქცეს. თბილისის მერია მიესალმება მსგავს ინიციატივებს და ყოველთვის დაუჭერს მხარს ასეთ უმნიშვნელოვან პროექტებს, რომლებიც კრიზისულ სიტუაციებში ქალაქის პრობლემების გადაწყვეტას ეხება.
скачать dle 11.3