№36 რა მოხდა ამ დღეს
4 სექტემბერი
1842 – განახლდა 1248 წელს დაწყებული და 1558 წელს შეწყვეტილი კიოლნის ტაძრის მშენებლობა (დასრულდა 1880 წელს).
1888 – ჯორჯ ისთმენმა მიიღო პატენტი ფოტოაპარატზე შიგ ჩასადები ფოტოფირით.
5 სექტემბერი
1970 – ჩილეს პრეზიდენტად აირჩიეს მემარცხენე ძალების წარმომადგენელი სალვადორ ალიენდე.
1972 – პალესტინელმა ტერორისტებმა ოლიმპიურ მიუნჰენში მოკლეს 11 ებრაელი სპორტსმენი, დაიღუპა კიდევ 6 ადამიანი.
6 სექტემბერი
1689 – პირველი ოფიციალური ხელშეკრულება – ნარჩენის ხელშეკრულება – ჩინეთსა და რუსეთს შორის.
1991 – ლენინგრადს დაუბრუნდა ძველი სახელი – სანკტ-პეტერბურგი.
1991 – დამოუკიდებლობა გამოაცხადა ჩეჩნეთმა.
7 სექტემბერი
1822 – პორტუგალიის ტახტის მემკვიდრემ, დონ პედრუმ, გამოაცხადა ბრაზილიის დამოუკიდებლობა პორტუგალიისგან.
1859 – მთიან აულ გუნიბში ალყაშემორტყმული შამილი ტყვედ ჩაჰბარდა რუსებს.
8 სექტემბერი
1903 – ბულგარელთა გენოციდი თურქების მიერ. დაიღუპა 50 ათასი ადამიანი.
1987 – ბარენცის ზღვაში ატომური წყალქვეშა ნავ „კომსომოლეცის“ ავარია. დაიღუპა 39 ადამიანი.
9 სექტემბერი
1886 – შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში ხელი მოეწერა კონვენციას ლიტერატურული და მხატვრული ნაწარმოებების დაცვის შესახებ – პირველი საერთაშორისო შეთანხმება საავტორო უფლებების დაცვაზე.
10 სექტემბერი
1977 – ტუნისის იმპერატორი ხამიდა ჯანდუბი გაასამართლეს, როგორც მკვლელი. ის გახდა საფრანგეთში გილიოტინის უკანასკნელი მსხვერპლი. 4 წლის შემდეგ გილიოტინა, როგორც დასჯის იარაღი, აიკრძალა.
1981 – პაბლო პიკასოს „გერნიკა“ დააბრუნეს ესპანეთში და მადრიდის მუზეუმში – „პრადოში“ მოათავსეს.