კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ტესტი დაბადების თარიღის მიხედვით

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

ყველა ადამიანს ჰყავს თავისი ტოტემური ცხოველი –  პიროვნების სიმბოლო. ის არა მარტო იცავს და ეხმარება ადამიანს მთელი ცხოვრების განმავლობაში, არამედ ხასიათის გარკვეულ თვისებებსაც სძენს.
გაიგეთ, რომელია თქვენი ტოტემური ცხოველი და უკეთ გაიცანით საკუთარი თავის ძლიერი და სუსტი მხარეები.

ძაღლია თქვენი ტოტემური ცხოველი, თუ დაბადებული ხართ: 1-3 აპრილს, 15-20 ივნისს, 10-15 ივლისს, 28-30 სექტემბერსა და 1-16 დეკემბერს. ერთგულება და კეთილსინდისიერება – თქვენი მთავარი მახასიათებლებია: ადამიანები ადვილად გენდობიან, რადგან სანდო პიროვნების რეპუტაცია გაქვთ. თავმდაბლობა, უბრალოება, პასუხისმგებლობა – აი, რის გამოც გცემენ პატივს.
10-24 იანვარი, 16-23 მარტი, 15-26 აპრილი, 1-3 ივნისი, 1-9 ივლისი, 16-25 აგვისტო – თაგვი: ბავშვობაში მოუსვენარი იყავით, არ უჯერებდით მშობლებს. ახლა კი ძალიან საინტერესო ადამიანი ხართ და საზოგადოებაში ყურადღებას იქცევთ. ყველაფერი გულთან ახლოს მიგაქვთ.
25-31 იანვარი, 13-15 მარტი, 22-31 მაისი, 1-16 ნოემბერი – ლომი: რეალურად სულაც არ ჰგავხართ მტაცებელს, ძალიან კეთილგანწყობილი და კეთილი ბრძანდებით. არ გიყვართ კონფლიქტები. ბუნებით ლიდერი ხართ – ტაქტიანი, ტოლერანტული და მომთხოვნი. გიყვართ, როცა კომპლიმენტებით გამკობენ.
1-5 თებერვალი, 24-31 მარტი, 25-30 ივნისი, 27-31 ივლისი, 15-25 სექტემბერი, 17-30 ნოემბერი – კატა: მომხიბლავი – ასე გახასიათებთ ყველა, ვინც გიცნობთ. ბუნებრივი შარმი გაქვთ, რომელიც ხალხს იზიდავს. ხშირად გამოხატავენ თქვენ მიმართ სიმპათიას, თუმცა, ხანდახან მორცხვი და ჩაკეტილი ხდებით. თქვენთან ურთიერთობა სასიამოვნოა.
15-21 თებერვალი, 27-30 აპრილი, 4-14 ივნისი, 26-31 აგვისტო – კუ: თქვენთვის მთავარი მორალური ფასეულობებია, აფასებთ სულიერ კომფორტსა და სიმშვიდეს. პატიება შეგიძლიათ. ძალიან გულუხვი ხართ, მუდამ მზად ხართ დასახმარებლად, მაგრამ სანაცვლოდ, არაფერს ითხოვთ.
6-14 თებერვალი, 14-21 მაისი, 16-26 ივლისი, 1-14 სექტემბერი – მტრედი: ოპტიმისტი ხართ, არაფერს შეუძლია, გამოგიყვანოთ წყობრიდან. გიყვართ ყველაფრის გაკონტროლება, დაგეგმვა. ხშირად გიყვარდებათ და ეს ემოციურს გხდით.
22-28 თებერვალი, 4-14 აპრილი, 28-31 ოქტომბერი – ავაზა: თქვენს ამოსაცნობად ადამიანებს წლები სჭირდებათ. ცოტათი ხელმომჭირნე ხართ და ჭორაობაც გიყვართ. თუმცა, ეს ზომიერების ფარგლებშია და ადამიანებთან ურთიერთობაში ხელს არ გიშლით.
1-12 მარტი, 1-13 მაისი, 21-24 ივნისი, 1-15 აგვისტო, 1-15 ოქტომბერი, 17-25 დეკემბერი – მაიმუნი: ძალიან ენერგიული ხართ და ეს სხვებსაც გადაეცემათ. აქტიურ ცხოვრებას მისდევთ, არ გიყვართ ლოდინი, მიჩვეული ხართ ჩქარ ტემპს. თქვენთან ურთიერთობა მარტივია.
скачать dle 11.3