№36 კითხვა-პასუხი
კითხვა: გამიგია, სუნამოს დასხმას თავისი წესები აქვს, რომ არომატი მთელი დღის განმავლობაში გაგვყვესო. რა ადგილებში და როგორ ვიპკურო ის?
პასუხი: სასურველია, სუნამო შხაპის მიღების შემდეგ დაისხათ. ამგვარად, სუფთა და ნოტიო კანი, მაქსიმალურად გაჯერდება სუნამოს სუნით. სუნამოს სამოსზე დასხმა დაუშვებელია. მან შეიძლება, ლაქები დაგიტოვოთ. აგრეთვე, გახსოვდეთ, რომ არც სამკაულს არ უნდა მოხვდეს სუნამო. სასურველია, სუნამოს დასხმა სხეულზე პულსაციის ადგილებში. ასეთებია: ყურების უკან, ყელი, მკერდი, ხელის მტევნებთან და მუხლებთან. ამ ადგილებში კანი განსაკუთრებით მხურვალეა, რაც არომატის გამძაფრებას უწყობს ხელს. სასურველია, სუნამოს დასხმა სუფთა თმაზე. ოღონდ არა უშუალოდ თმაზე, არამედ სუნამო შეაფრქვიეთ სავარცხელს და გადაივარცხნეთ თმა. სუნამო უფრო მძაფრად შეიგრძნობა თქვენს სხეულზე, თუ მლაშე, მწარე ან სანელებლებით გაჯერებული საკვები მიირთვით. სამკურნალო პრეპარატები, ვიტამინები და მოწევა კი, საგრძნობლად „კლავს” არომატს. იმისთვის, რომ საყვარელმა სუნამომ დიდი ხნით შეინარჩუნოს არომატი, მჭიდროდ თავდახურული გრილ ადგილას შეინახეთ.
კითხვა: მზისგან დამცავ კრემსა და დამატენიანებელს მხოლოდ სახეზე ვისვამ და დავაკვირდი, ხელის კანზე პატარა ნაოჭები გამიჩნდა, სახეზე კი – არა. ეს შესაძლოა, იმის ბრალია, რომ დამცავს ხელებზე არ ვისვამ?
პასუხი: ბევრი ქალი კრემს მხოლოდ სახეზე ისვამს, ხელები კი ავიწყდება. არადა ხელები ასაკის მიმართ არანაკლებ მგრძნობიარეა. ხელებზე ადრეულ ასაკშივე ჩნდება ნაოჭები და ლაქები. შეეცადეთ, ხშირად წაისვათ დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემები. ყურადღება მიაქციეთ კისრისა და მკერდის ზონასაც.
კითხვა: როგორ მოვიცილო ნუნები ბუნებრივი საშუალებით სახლის პირობებში?
პასუხი: თუ ნუნების მოშორება გიჭირთ სპეციალური საშუალებებით, სოდისა და წყლისგან გააკეთეთ ფაფისებრი მასა. აიღეთ ძველი კბილის ჯაგრისი და ამ ნარევით მსუბუქად გაიწმინდე ნუნები.