კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 ყირამალა საყვარლები

თათია ფარესაშვილი ნომა ბარათელი

ანუ პატარა სექსის დიდი ამბები 


გაგრძელება. დასაწყისი
იხ. „თბილისელები“ ¹6-35(870)




ისტორია ოცდამეცხრე
პალატაში მიტოვებული კაზანოვა
(მოქმედი პირები: ეკა და ლაშა)

– ხომ იცი, რომ მართალი ვარ?! რა საჭიროა ზედმეტი სიტყვები?! არანაირი ვალდებულება, დავწექით, ავდექით, დავიშალეთ! წავედი. თავს მოუარე. ვიღაც გვნებს აშკარად და ის ვიღაც შენთან ძალიან ახლოსაა. ძალიან ახლოს! –  ვუთხარი ლაშას.
– ვერსად ვერ წახვალ!
– წავალ. არ მინდოდა, დაუმშვიდობებლად წავსულიყავი, თორემ ექიმმა რამდენიმე საათის წინაც მითხრა, რომ კარგად იქნებოდი. საკუთარი თვალით მინდოდა, მენახე უბრალოდ, რომ დავრწმუნებულიყავი და ნუ მანანებინებ, რომ ადამიანურად მოვიქეცი. ნახვამდის. მართლა მომეწონა გასეირნება და ნამდვილი კაზანოვა ხარ ლოგინში, –  ეკამ გამიცინა, თავზე ხელი გადამისვა და პალატიდან უკანმოუხედავად გავიდა.

ისტორია ოცდამეათე
ბოზი სანდო არასდროს ყოფილა!
(მოქმედი პირები: ჯამლეთა და ბოზი მარინა)

კარი რომ გაჯახუნდა, მის ხმაზე შევხტი კიდეც, თითქოს „სტალბნიაკმა“ მხია, ისე გამოვსირდი. ირა კიბეებზე დაეშვა, მისი ქუსლების კაკუნი ტყვიამფრქვევივით ისმოდა სადარბაზოს სიჩუმეში. სავარძელში ჩავესვენე –  ესეც ასე! გავიჩალიჩე სიამოვნება! ამ ბოზანდარა მარინას ჭკუაზე როგორ გავიარე ამხელა კაცმა?! ახლა ლევანო,  რა თქმა უნდა, აქეთ მორბის, ეს დედალი იქით გარბის და... ვახ, ყავა რომ ყლურწა?! იმ წაკლამ აკი გამაფრთხილა, მანამ რამე ჩაიდოს პირშიო... ახლა ამ ჭლექიანს რომ რამე დაემართოს... თავშიც ქვა უხლია, რა ჩემი საქმეა? აქედან გასულია და აწი, თუ უნდა, ტყვია იხალოს... არა, მაინც რამე რომ ეტაკოს და მერე მე დამადგნენ. აქედან უნდა გავიდე დროულად. ახლა ლევანოს სტუმრობის განწყობა არ მაქვს. და იქნებ...
ჯამლეთა ფეთიანივით წამოხტა, ჟურნალების დაბალი მაგიდიდან წამოკრიფა ცოტა ხნის წინათ დალაგებული ჭიქები და სასმელი, სამზარეულოში შეყარა. მერე ქურთუკს მოავლო ხელი, მანქანის გასაღები ააგლიჯა საკიდს და უკანმოუხედავად დაეშვა კიბეებზე.
მანქანა ძლივს დაქოქა, ხელები უთრთოდა და ჩუმი პანიკა ცივ ოფლს ასხამდა. რის გამო ღელავდა ასე, ვერც აცნობიერებდა, მაგრამ აშკარად ეშინოდა. როგორც ქურდბაცაცას პირველი საქმის ჩაშლის შემდეგ, ისე აცახცახებდა მთელი სხეულით.
– არა, რა, ახლა გამოძვრები და მერე ამ წაკლას სათოფეზე არ გავეკარები! რა ჩემი ტოლია ეს ბოზანდარა დიაცი, მაგის ჭკუა-დარიგებებზე რომ გავიარო? საერთოდ მახატია მისი ლევანო და ამბები... არა, უნდა ავაკითხო მაინც! ეგრე სად არის, შარში გამხვია და თვითონ განზე გაიწიოს? ვერ მივართვი. თან, ახლა სამალავიც მჭირდება. ცოტა ხანი დავრჩები იქ. და ლევანომ რომ ამოაკითხოს? არა, ახლა მარინასთვის სად ცხელა... მარინას ნომერი ავკრიფე:
– მარო, გაემზადე, რამდენიმე წუთში შენთან ვარ!. არა, მშვიდობაა, თითქოს. ამოვალ და მერე... –  კი, მშვიდობაა, აბა, რა! უხ, შენი ბოზი დედა ვატირე, შენი...
... კარი მარომ აშკარად აფორიაქებულმა გაუღო. შიშველ ტანზე წითელი იაპონური კიმანო-ხალათი შემოეცვა. შავად შეღებილი თმა იაპონურადვე კეფაზე აექაჩა და ხის ჩხირებით დაემაგრებინა. ისედაც ნუშისებური ჭრილის თვალი ფანქრით წაეგრძელებინა და კვასკვასა წითელი პომადით შეღებილი და ფილერით გაბერილი ტუჩებიც გამომწვევად უელავდა. მარინამ დოინჯი შემოიყარა და უკვე იაპონური გეიშასაგან განსხვავებული, მაღალ ტონალობებში აწეული და მაინც ჩახლეწილი ხმით დაეკითხა:
– რაო, გვრიტი, გაგიფრინდა? არაფრის შნო რომ არ გექნება კაცს... რა მოხდა, რა შფოთი ატეხე და რომელი დედიკო მე მიპოვე, აქ რომ გამოიქეცი? იქნებ და მარტოც არ ვარ? არ გაინტერესებდა ხომ?
– მარო, თუ ქალი ხარ, დამეხსენი, ჩემი მეყოფა და დამისხი რამე.
– რა მოიტანე, რა დაგისხა?!
– მაპატიე, ვერ გავიხსენე.
– აბა, ბიჭო, პირველად დაგავიწყდა. რა ჟმოტიც იყავი - ის ხარ! დაეხეთქე მანდ და ჩაგაცეცხლებ რამეს. მოყევი, კაკალ-კაკალ დაფქვი შენი სიაბდლეები.
– რა მოგიყვე, მარო, მოსაყოლიც არაფერია!
– ბიჭო, რა უქენი იმ ქათამს, არ გაჟიმე, ხომ?!
– რაის გავჟიმე, ლაუდსფიკერზე ჩაურთავს ტელეფონი და ლევანოს ასმენინებდა თურმე...
– მერე შე, აბდალა, ქალი ტელეფონს სანამ ჩაგირთავდა, ვერ უნდა დაგენახა?!
– მორჩი ახლა, იცოდე, არ გადამიყვანო ჭკუიდან!
– ხოხ, თორემ რა?!
– მარო, მაპატიე, ავიჭერი, და ახლა ჩხუბის დრო არ არის. მთავარი ისაა, რომ იმ დეგენერატკამ ერთი მოსმით გადახუხა ყავა გასვლის წინ...
– ჰაჰაჰა! ესე იგი, სადმე მიაკიმარებს და ეგაა...
– გოგო, რამდენ ხანში იმოქმედებდა? რამე არ დაემართოს, მაგ ჩემი ცოდვით სავსეს.
– არ მითხრა ახლა, რომ ლევანოს ცოლი გადარდებს?! თუ თეოს დაქალს ჩივი?!
– არცერთი! ორივენაირად მახატია მე ეს ქათამი. მაგრამ ჩემი სახლიდან გასულს რომ რამე დაემართოს, ეს სულაც არ მაწყობს. რა ასხია ამ ბოთლში?
– მოიტა აქ! - მარინამ კატასავით ისკუპა და ხელიდან ააცალა მოლურჯო მინის ციცქნა ბოთლი ჯამლეთას, - არ ხარ შენ ამის ღირსი და არც არავინ ნახოს. რა ვიცი, სად მიაბოდიალებ...
– გოგო, კვალს ტოვებს რამეს?
– გააჩნია! ახლავე თუ გაკვეთავენ...
– გაჩუმდი, თუ ღმერთი გწამს! ენამ არ გიყივლოს!
– ჰო, არც მე მაწყობს, ეგ, ხომ იცი. აჰა, ესეც ქმარი. სუსი არ გაიღო... გისმენ, სიხარულო? დედა, რა ხმა გაქვს, რა მოხდა, საყვარელო? მე რა შუაში ვარ, ბიჭო? მე რას მერჩი? არ ვიცი, მე რა იბოდიალა შენმა ჩერჩეტმა ცოლმა! უყურე შენ, როგორ მელაპარაკება?! წადი, ბიჭო, ტოლი ნახე და იმას უყვირე!  მარინამ ტელეფონი მოისროლა. მერე სიგარეტს დასწვდა - არა, მეც გამომიყვანეთ მდგომარეობიდან! თუმცა და ახლა ასეა საჭირო, –  მარინამ მშვიდად დაარტყა ნაფაზი. ირონიულად და სულისა და სისხლის გამყინავად გაიღიმა, აკოფსილი თმა ერთი ხელის მოძრაობით გაიშალა და თავი გააქნ-გამოაქნია, თითქოს უხილავ მტერს იგერიებდა.
– რაო? - ჯამლეთა მონუსხულივით აყოლებდა მზერას მარინას ყველა მოძრაობას
– არც რაო. გადარეულია ბიჭი! შენ გეძებს... და ერთი კარგად მიამბე, ჩემზე რა უთხარი იმ ქათამს?
– შენზე რა უნდა მეთქვა, გოგო, გადაირიე?
– იმედია, რომ არ გადაირიე, ჯამლეთა უდღეურო, თორემ...
– არაფერი, გოგო! ვუთხარი, ერთი ქალი ამოვა და ის გიამბობს სიმართლეს თეოზე-მეთქი. იმან დაასკვნა, რომ შენ იქნებოდი!
– ენა გრძელი და ქალივით ლაყაფისმფრქვევი გაქვს! მაგრამ ეგ არაფერი, ლევანო ახლა ისეთი გადარეული იყო, ასე ჯობდა. იფიქროს, რომ მეც გადამრია... ჰაჰაჰა! მაგან რა იცის, რომ ჩემი წონასწორობიდან გამოყვანა სამ ტანკისტსა და ერთ ძაღლსაც გაუჭირდებოდა, –  მარინამ სიცილი ატეხა და იმდენი იხარხარა, სანამ ბოლი არ გადაეყლაპა და ხველებით არ გალურჯდა... მაინც არ იყო მთლად თავის მოტორზე, აშკარად...
– გოგო, აქ ხომ არ ამოგადგება, ეგ გო... ლევანო?
– ეგ გოიმი ლევანო აქ არ ამომადგება. არ დაფრთხე, შე მართლა გორსალა! ვახ, რა შარი ხარ! ერთი ქალი ვერ გაგიჟიმავს, აი!
– მარო, მორჩი, ჯობია, თორემ ისედაც აჭრილ ნერვებს ვეღარ ვაოკებ.
– მემუქრები, თუ?!
– გოგო, რა დროს მუქარაა, ახლა ეს საქმე მშვიდობიანად უნდა ჩავფარცხოთ.
– მოიცა, რა, მე რა უნდა ჩავფარცხო? მე რა შუაში ვარ?
– მარო, წამალი შენ მომეცი, არ დაგავიწყდეს! –  ჯამლეთამ ავად გადაუბრიალა თვალები თმაგაშლილ გეტერასა თუ გეიშას, –  არ გამოვა ახლა მთლად მე დამაბრალო, ირას თუ რამე მოუვა...
– არაფერი მოუვა, ნუ ავარდი კურდღელივით! საწამლავი არ არის ეს და თუ გაითიშება და სადმე დაეცემა, ეგ უკვე მისი ორგანიზმის ბრალია და არა ჩემი... და შენიც! არ უნდა გაგეშვა ხელიდან, აბდალივით მოიქეცი და მე მირჩევ საქმეს?
– გოგო, კი არ გირჩევ, ხმამაღლა ვფიქრობ! მე რა ვიცი, შენი წამლის ამბავი... და ირა რომ სუსტი ჯანმრთელობისაა, ეს შენც იცი. ჰოდა, რამე არ...
– კაი, მორჩი მოთქმა-კვნესებს! მოუვა და –  დარდი პელოს! მე არაფერ შუაში ვარ, ეს დაიმახსოვრე! ლევანოსთან რომ სიტყვა დაგცდეს, თუ იმას გადაურჩები, მე სად წამიხვალ? იმედია, ხვდები, რომ შანტაჟსა და მუქარას ვერ ავიტან...
– ახლა ჩვენი ჩხუბიღა მაკლია. კაი, მარო-ჯან! რის შანტაჟი... ძმა ხარ. ერთს კიდევ დავლევ და მივწვები აგერ. თავი მასკდება და საჭესთან ახლა ვერ დავჯდები.
– კარგი, როგორც გინდა... მე საქმე მაქვს კომპთან და მერე მეც დავწვები. ისევ ხვრინავ, ბიჭო, თუ გამოსწორდი? –  მარინამ დამცინავად შეათვალიერა გასაცოდავებული ჯამლეთა და ოთახიდან გავიდა. კაცმა უსიტყვოდ, მხოლოდ ტუჩების მოძრაობით, შეუკურთხა ზურგს უკან, მერე ნახევრად ცარიელ ბოთლს დასწვდა, მოიყუდა და ხარბად დაყლურწა... მეზობელი ოთახიდან ტელეფონის ზარის ხმა შემოესმა. ჯამლეთა დაიძაბა და სმენად იქცა. მარინა ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა... საუბარი აშკარად საეჭვო ეჩვენა ჯამლეთას და კარის ღრიჭოს მიადო ყური... მარინამ დაასრულა საუბარი და ხმამაღლა შეიგინა!
– ვახ, ყველამ ერთდროულად მოიცალა სააბდლოდ! გაუკეთე ახლა ამ იდიოტებს სიკეთე! არა, რა, რა ჩემი საქმეა თქვენი ქმრები და ცოლები?! ტვინი თქვენ არ გყოფნით და საზრიანობა. არ გამიტრაკეს საქმე?! ახლა ესენი ერთად რომ ალაგდნენ და წალაგდნენ, მერე?.. არა, ბასტა, ეს კიკიმორა დაყაჭავს სასწრაფოდ, რაც ჩემი მართებს და ეგაა, მისი სუსი გაწყდება ჩემთან... მაინც რა დეგენერატია, ვერაფერი ისწავლა ამდენი წელია! –  მარინა აფთარივით ეხეთქებოდა პატარა კაბინეტის კედელს. ბოლოს, როგორც იქნა ჩაცხრა და კომპიუტერს მიუჯდა.
 ჯამლეთას კიდევ უფრო შემოაწვა ფიქრი და შიში გაუძლიერდა. ახლა მარინასი კიდევ მეტად შეეშინდა. არა, აქ დაძინებაც არ უნდოდა. ეს ქალი ნამდვილი ალქაჯია და თუ რამეა, შეიძლება, ისეთი ჩაუყაროს... არა, რეებს ვროშავ, რას ჩამიყრის თავისსავე სახლში?! პირიქით, აშკარად გაება რაღაცა ხლართებში და ბრდღვინავს. ჰოდა, ძალიანაც კარგი! ცოტა დაცხრება და დატკბება, იქნებ ღამით ჩამიგორდეს კიდეც. არ იქნებოდა ურიგო. სხეული აქვს დედააფეთქებულს, ქალის უნახავს გაგხდის...
ჯამლეთა ოთახში შეტრიალდა, ფეხზე გაიძრო ბოტასები და ტახტზე მიიკუნტა. ძილი თითქოს არ ეკარებოდა, მაგრამ ფიქრი და სადარდელი საკმარისი ჰქონდა. ჯამლეთას თეო გაახსენდა. თეოს წყლიანი და სევდიანი თვალები მოენატრა. წარმოიდგინა, როგორ გაუღიმა, ჩახედა ჯამლეთას თვალებში და ყურის ძირში თეოს სუნთქვაც მოელანდა... ჯამლეთას ძილი და ბახუსი ერთად ერეოდა, დაღლილი, სიგლახით და სიავით გაჯერებული გული, სიზმარეთში მიექაჩებოდა, რომ იქ მაინც დამცხრალიყო და დამტკბარიყო ნანატრი და ვერახდენილი სიყვარულით...

რატომ ვერ იშლის ბოზი ბოზობას
(მოქმედი პირები: ქეთა, ბოზი მარინა და ლანა)

მესამე დღეა, ეს კაცი დამეკარგა! მე შენ განანებ ჩემს ასე მიგდებას –  თავი ვინ გგონია, შე კვერცხო?! –  ხმამაღლა გავკიოდი და ოთახიდან ოთახში გავრბი-გამოვრბოდი: აი, ისღა მაკლდა, ამდენი შრომა წყალში ჩამყროდა. მეგონა, ჯიბეში მეჯდა და ვათამაშებდი, როგორც გამიხარდებოდა და ეს რა ნომერი გამომიგდო ამ „პადკაბლუჩნიკმა“?!
არ ვიცოდი, რას ვცემოდი: ლაშაც დამეკარგა და ეს ნაბიჭვარი ზურაც რომ არ მპასუხობს?! მაგას ვიღა ჰგონია თავი?! მე თქვენ გიჩვენებთ სეირს –  ნაგვებო!
ლაშასგან არ ველოდი ამას: მარინამ მითხრა, რომ ის წამალი 100-პროცენტიანად მუშაობდა! მუშაობდა კი არადა, მეგონა, კაცს თავზე ვაჯექი და აჰა, დამიტყდა!
– მარინა, მარინა! ეგ ბებერი ბოზი როგორ დამავიწყდა?! –  ტელეფონს ვეცი და მარინას ნომერი მოვძებნე!
– მარო, არ გესმის ჩემი ხმა?! შენი ნახვა მინდა სასწრაფოდ, მაგარ შარში ვარ!
– ქეთას შემოვევლე, ახლა არ მცალია და ტელეფონით ვერ მეტყვი?! დაჯექი, ღრმად ისუნთქე, დამშვიდდი და მერე დამირეკე, სუნთქვას და ლაპარაკის ტემპს რომ დაარეგულირებ, გენაცვალე. სად შემიძლია მე ასეთი ისტერიკები? რა გასწავლე, არ გახსოვს? მე შენ ბეჯითი მოსწავლე მეგონე, –  მარინას უკმაყოფილო ხმა ჰქონდა.
– მარო, მარო, არ გამითიშო. უკვე მშვიდად ვარ, მშვიდად. შენ გარდა ვერავინ მიშველის! მოკლედ, ორი პრობლემა მაქვს: ის ნაბიჭვარი ზურა ვერაფრით ავაგდე. აი, ვერაფრით! რას უშვება ასეთს ის მისი საყვარელი, ვერ გავიგე. მგონი, ჩვენზე კუდიანია, –  მარინა გავკენწლე, იმ იმედით, რომ რამეს უკეთესს მასწავლიდა, თავისზე უკეთესები უბრალოდ სძულდა.
– გითხარი მე შენ, თუ ის ქალი უყვარს, ბოზები აღარ ევასებათ-მეთქი, თუ რამე არ დაალევინე, –  არც იმ ბებერმა ბოზმა დამინდო.
– უყვარს და უყვარდეს, რა ჩემი საქმეა?! შენ აქ არ მყავხარ?! ჩემი მფარველი ანგელოზი! დავალევინებთ, რა პრობლემაა? ხომ დამეხმარები, მარო, ჩემო საყვარელო? –  მარინას სრულად დავნებდი. თუ არ იგრძნო, რომ აღმერთებ, მის ნებისმიერ მოთხოვნას უსიტყვოდ შეასრულებ და დაემორჩილები, მოგისვრის გამოყენებული ჩვარივით: რას იტყვი? ის ფოტოები ხომ არ ვაჩვენოთ მის ცოლს, როგორ მოიძურწება თავისი საყვარლის ბინიდან ან როგორ სხედან სკოლის მოსწავლეებივით მანქანაში. რა კვერცხები არიან, საათობით კოცნიან ერთმანეთს იმ მანაქანაში. ვბჟირდები, ეგ რომ მახსენდება, –  ისე ავხარხარდი ამის წარმოდგენაზე, რომ გავლურჯდი.
–  მე შენ ეგენი უკვე გამოგიგზავნე, შეამოწმე ხოლმე, გენაცვალე, ელფოსტა! მაგრამ ჯერ ის მოყევი, რატომ გაგაბრაზა იმ შენი მულის ქმარმა, იქნებ არ ღირს ჯერ ამ კოზირის გამოყენება?! ხომ ხვდები, რომ მისი ცოლისთვის ფოტოების ჩვენების იქით აღარაფერი გრჩება?
– მეტი რაღა, მარო?! ჩემი ქმარი ქვეყნიდან წავიდა და ეს სირკუტუ არ მეუბნება, სადაა! არ მეუბნება კი არადა, დავემუქრე, შენს ცოლს ვაჩვენებენ შენს საყვარელთან ერთად გადაღებულ ფოტოებს-მეთქი და დამიკიდა. ტელეფონსაც არ პასუხობს! არადა, რას ვთხოვ ისეთს, გამიგოს, სად და ვისთან ერთადაა ის მეორე ნაბიჭვარი, ჩემი ქმარი! –  ისევ გავბრაზდი, ლაშა რომ გამახსენდა.
– მოიცა და, შენ ქმარი სად წავიდა? –  მარინას ხმაში უჩვეულო ინტონაცია შეეპარა.
– ვიცი?! რა ვიცი, სად წავიდა?! მესამე დღეა, ვერც ვურეკავ, არც მირეკავს! გუშინწინ თუ იმის წინა საღამოს დამირეკა, მთელი დღე სადღაც იყო, სახლში არც კი უსაუზმია და მითხრა, სტამბოლში მივდივარ, ხვალ ჩამოვალო და ტელეფონიც გამორთო! იმ ნაბიჭვარ ზურას დავურეკე, სად არის-მეთქი, არ ვიციო და დავემუქრე. თავი გაისულელა, ვითომ ვერ მიხვდა, ვინ იყო თეო. მერე სახლში დავადექი, იქაც დავემუქრე, ადგა და სადღაც გავარდა. მას მერე არც კი პასუხობს ჩემს ზარებს!!! ეგრევე მის ცოლთან უნდა გავქანდე და ვაჩვენო ფოტოები!
– ჯერ რა მწვანე ხარ, ჭირიმე! ვერ ხვდები, რატომ არ გპასუხობს?! მისთვის სულერთია, რას ეტყვი მის ცოლს. იქნებ ასე ურჩევნია კიდეც?! –  მარინა, როგორც ყოველთვის, უსიამოვნოდ იცინოდა, აი, სისხლს რომ გაგიყინავს, ისე...
გაგრძელება შემდეგ ნომერშიскачать dle 11.3