კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 სიყვარულზე დამოკიდებულება

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ამბობენ, რომ სიყვარულზე დამოკიდებულება თავისი არსით იგივეა, რაც ალკოჰოლზე, ნარკოტიკზე ან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება. სიყვარულზე დამოკიდებულების ტიპური გამოვლინებაა, როცა ერთი მუდამ იტანჯება, მეორე – თითქმის მუდამ გულგრილია მისი ტანჯვის მიმართ. მაშინ რაში გვჭირდება სიყვარული?
დავიწყოთ იმით, რომ სიყვარული მშვენიერია, მაგრამ ადამიანები მას ხშირად სხვა გრძნობაში – სიყვარულზე დამოკიდებულებაში ურევენ. თანაც, სიყვარულზე დამოკიდებულების დროს არავის ეუბნებიან, იმკურნალეო. პირიქით, მას სიმღერებსა და ლექსებსაც კი უძღვნიან.
თავდაპირველად, განვსაზღვროთ მთავარი განსხვავება სიყვარულსა და სიყვარულზე დამოკიდებულებას შორის, რაც ადვილი ნამდვილად არ არის.
გახსოვდეთ, სიყვარულის გამო ადამიანის ცხოვრება პარალიზებული არ ხდება, პირიქით, მას სიხარული მოაქვს. ეს ძირითადი განმასხვავებელი სიმპტომია, რომ გრძნობა დამოკდებულებაში არ აგერიოთ.
სიყვარული ხელს არ უშლის ადამიანს, მიხედოს თავის კარიერას და ცხოვრებით დატკბეს. როდესაც ადამიანს უყვარს, მას თვალები უბრწყინავს…
სიყვარულის მსგავს გრძნობაზე დამოკიდებული ადამიანი ყველაფერს აკეთებს, რომ თავისი „საყვარელი ადამიანი“ ნახოს: ურეკავს დღეში 50-ჯერ, წერს წერილებს, სახლთან დარაჯობს…მაგრამ მაშინაც კი იტანჯება, აწვალებს საკუთარ თავს, თუ „საყვარელი ადამიანი“ მის გვერდითაა.
ესაა ფიზიკური ლტოლვა ვნების ობიექტისადმი, სურვილი, მიეკრას მას და არასდროს არსად გაუშვას. დამოკიდებული ადამიანები წერენ იმაზე, თუ როგორ ცუდად არიან, როგორ უჭირთ საყვარელი ადამიანის გარეშე, როგორ უნდათ სიყვარულის გამო სიკვდილი.
ნორმალური შეყვარებულები თავს კარგად გრძნობენ, ბედნიერები არიან, რომ მათ ცხოვრებაში ასეთი დიდებული გრძნობა ეწვიათ.
ნორმალური სიყვარული ყოველთვის ორმხრივია. ის უპასუხო არ არის.  უპასუხო სიყვარული  უკვე დამოკიდებულებაა. ჭეშმარიტი სიყვარული ავითარებს შეყვარებულთა პიროვნებებს, რაც ასევე დადებითად აისახება კარიერაზე, სწავლაზე, სხვა ადამიანებთან ურთიერთობებზე. დამოკიდებულება კი უცბად აღმოცენდება,  დამოკიდებული არ ენდობა საყვარელ ადამიანს. მას ეშინია, რომ მიატოვებენ, სულ ნერვულიობს, იტანჯება. მზადაა, მას ყველაფერი მისცეს, თავი მსხვერპლად შესწიროს, ოღონდ მან დააფასოს და მისი ერთი მზერა დაიმსახუროს. მათ არ შეუძლიათ ან არ უნდათ გადაწყვეტილებების მიღება დამოუკიდებლად – ეშინიათ, რომ მიატოვებენ. ზედმეტად მგრძნობიარე არიან კრიტიკის მიმართ და მზად არიან, მათ დაექვემდებარონ, დაეთანხმონ, ოღონდ საყვარელი ადამიანის,  რჩეულის მოწონება დაიმსახურონ. მათ თავდაჯერებულობა აკლიათ, საკუთარ ღირსებებს აკნინებენ.
გახსოვდეთ: თვითკმარი ადამიანი არაფერზე დამოკიდებული არ არის, არც გრძნობაზე. მან ზუსტად იცის  ჭეშმარიტი  სიყვარულის არსი და არაფერი ეშლება.

მთავარი პრობლემა

შეყვარებულებისგან ხშირად გვსმენია, საყვარელი ადამიანი მხოლოდ იმის გამო დაკარგა, რომ მისი ბედი არ იყო.
საქმე ისაა და ამაზე ფსიქოლოგებიც თანხმდებიან, რომ ყველა ადრე თუ გვიან, პოულობს ცხოვრების თანამგზავრს.  პრობლემა, თანაც მთავარი, ურთიერთობაში წამოჭრილი  ის სირთულეებია, რომლის გადალახვაც ბევრს უჭირს. ფსიქოლოგები ამტკიცებენ, რომ სიყვარულს აქვს  ხუთი  უმნიშვნელოვანესი ეტაპი და ყველაზე ხშირად მესამე  ეტაპზე შორდებიან.
შეყვარებულობის ეტაპი – ეს არის პერიოდი, როცა წყვილებში  მძლავრია ბედნიერების ჰორმონი. ეს ის ეტაპია, როცა ადამიანი დიდ იმედებს ამყარებს იმაზე, ვინც მოსწონს. მისთვის, ამ პერიოდში  პარტნიორი უნაკლოა, რომელიც მის ყველა სურვილს უსიტყვოდ შეასრულებს და ასე იქნება მუდამ. საპირისპირო  აზრის გათვალისწინება ამ დროს  არავის უნდა.
ურთიერთობის ოფიციალური დასაწყისი – ამ ეტაპისთვის სიყვარული უფრო მყარი ხდება და პაემნები საკმარისი აღარ არის.  თანაცხოვრება კი ბევრ რამეს ცვლის. ამ დროს უკეთ ეცნობიან ერთმანეთს. ესაა ბედნიერებისა და სიხარულის პერიოდი. ჩნდებიან შვილები, რაც წყვილის ბედნიერებასა და კავშირს  კიდევ უფრო ამყარებს.
იმედგაცრუება – როდის ან როგორ მოდის პერიოდი, როცა იმედების გაცრუება იწყება? როცა ერთ დროს სასურველი და საოცნებო   პარტნიორი ცოტა მოსაწყენი, ერთფეროვანი და ზედმეტად გამაღიზიანებელი გეჩვენება. ამ დროს პირველად ჩნდება სურვილი, ერთ წამში გაწყვიტოთ ურთიერთობა. დაასრულოთ ის, რამაც უკვე თავისი დრო მოჭამა. ამ დროს  ბევრი მიიჩნევს, რომ საყვარელი ადამიანის არჩევანში შეცდა და ახალი სიყვარულის ძიების დროა.
თუ მესამე ეტაპის გადალახვა შეძელით, წინ კრიზისისა და დიდი სიყვარულის ეტაპი  გელოდებათ – დგება ღირებულებების გადაფასების ეტაპი. თქვენ უკვე ხვდებით, რომ გვერდით გყავთ არა იდეალური არსება, არამედ ჩვეულებრივი მოკვდავი,  რომელთან ერთადაც, უამრავი სირთულე, წინააღმდეგობა გადალახეთ. თქვენ მას იღებთ ისეთს, როგორიც არის და გადადიხართ ურთიერთობის ახალ, დიდი სიყვარულისა და ურთიერთკავშირის ეტაპზე.
სიყვარულის გააზრება – მხოლოდ თქვენ ორს, ერთობლივი ძალებით გაქვთ უნარი, შეცვალოთ რაღაც ამ სამყაროში. თქვენ ერთნაირად ფიქრს, ერთი საქმის კეთებას, ერთად მოქმედებას იწყებთ – როგორც ერთი ადამიანი. აქ კი თამამად შეიძლება ითქვას, რომ  თქვენი ურთიერთობა და სიყვარული შედგა.скачать dle 11.3