კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რას არ იმჩნევდა ვახო ბიჭიკაშვილი სამშობიარო ბლოკში და რატომ ნერვიულობდა ძალიან მისი მეუღლე მეორე მშობიარობაზე

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 „ორი ბიჭის მამა ვარ და ქართლის დედას დაგილოცავთ” – რამდენიმე დღის წინ, იუმორისტი ვახო ბიჭიკაშვილი მეორე ბიჭის მამა გახდა. პატარას სახელი – ნიკოლოზი უფროსმა შვილმა – ანდრიამ შეურჩია. ვახო, მეორე ბავშვის დაბადებასაც დაესწრო, რითაც ძალიან ამაყობს. მართალია, მეუღლე ყველაფერს თავს დამოუკიდებლადაც ართმევს, მაგრამ თუ საჭირო გახდა, ფაფის მომზადებაც შეუძლია, პამპერსის გამოცვლაც და ღამეების თენებაც.
– ვახო, გილოცავ მეორე ბიჭის დაბადებას! აბა, როგორი შეგრძნებაა ორი ბიჭის მამობა?
– მადლობა. ორი ბიჭის მამობა, უპირველესად, ძალიან სასიამოვნოა. მერე, რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო. ამ პასუხისმგებლობას ბოლომდე ჯერ ვერ ვითავისებ, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ უკვე ვიცი, რას ნიშნავს ერთი ბიჭის მამობა, დაახლოებით ვხვდები, რა გამოწვევები მელის ორი ბიჭის მამას (იცინის).
– დედა-შვილი როგორაა?
– ზოგადად, კარგად არიან, მაგრამ საკეისროთი გაჩნდა ბავშვი და ოპერაციის შემდგომ ცოტა სუსტადაა სოფო. სხვა მხრივ ყველაფერი კარგად აქვთ.
– რა დაარქვით?
– ნიკოლოზი. ანდრიას ვკითხეთ, რა დაგვერქმია ძმისთვის და მან გვითხრა, ნიკოლოზიო. ჰოდა, დავარქვით ნიკოლოზი, უფროსი ძმის გადაწყვეტილებით. ექიიმმა გვითხრა, ანდრია რომ დაიბადა, სოფოს ჰგავდა და ნიკოლოზს ჯერჯერობით არ აქვს გამოკვეთილად რომელიმეს მსგავსი ნაკვთებიო. მე საერთოდ არ მაქვს პატარა ბავშვის ვინმესთვის მიმსგავსების ნიჭი, მაგრამ ვთანხმდებით, რომ ჯერ ის დიდად არცერთს არ გვგავს. ცოტათი წააგავს ანდრიას დაბადებისდროინდელ ფოტოებში, მაგრამ ძალიან ცოტათი (იცინის). ასე, რომ პროგნოზირება გვიჭირს.
– ცოტა ეჭვიანობა და ჭირვეულობა ახასიათებთ უფროს შვილებს. ანდრია როგორ ეგუება ამ ამბავს?
–  არ ჰქონია ეგეთი დამოკიდებულება. პირიქით, ძალიან ბედნიერი და გახარებულია. გამძაფრებულად გამოხატავს სიყვარულს, სასწაულად ეფერება და ზოგჯერ ვეუბნებით, ჯერ ძალიან პატარა და უსუსურია, ამიტომ ამდენიც არ შეიძლებაო (იცინის). თავიდანვე იცოდა, რომ მისთვის საყვარელი ადამიანი, მისი ძმა იბადებოდა. ამიტომ დიდი მოლოდინი ჰქონდა, რომელიც გაუმართლდა. ჩვენც ვფიქრობდით, რომ შეიძლებოდა, ეეჭვიანა, მაგრამ საბედნიეროდ, მსგავსს, არაფერს გამოხატავს.
– როგორღაც მოახერხეთ და ბევრი არ გილაპარაკიათ იმის შესახებ, რომ მეორე შვილს ელოდით?
– მოვახერხეთ და ძალიან კარგი ყოფილა ასე. ვარჩიეთ, სიურპრიზად დაგვეტოვებინა (იცინის). სქესი წინასწარ გავიგეთ და გულწრფელად გეტყვით, გოგო გვინდოდა. ოჯახში ყველა ხუჭუჭა ვართ და ძალიან გვინდოდა, კიდევ ერთი ხუჭუჭა მდედრობითი სქესის. მაგრამ ბიჭი დაიბადა და ძალიან გაგვიხარდა. რა თქმა უნდა, გული არ დაგვწყვეტია, ყველაფერი წინ არის. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, გოგონაც გვეყოლება, თუ არადა, არც ეგ არის პრობლემა, ვიქნებით ბიჭები (იცინის). ჯერჯერობით გენდერული ბალანსი არ გვაქვს ოჯახში.
– სოფო რას ამბობს? ხომ არ წუწუნებს, ამდენი ბიჭების გარემოცვაში დავიჩაგრეო?
– არა (იცინის). პირიქით, ძალიან გახარებულია. ახლა უფრო მეტ ძალას ვგრძნობ, მყარად და ყველანაირად დაცული ვარო (იცინის).
– პირველი არ იყო, მაგრამ შვილის დაბადება ყოველთვის ემოციებს და ნერვიულობას უკავშირდება.
– მეორე ბავშვის დაბადებასაც დავესწარი, რაც ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებს. საყვარელი ადამიანის გვერდით ყოფნა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, ორმაგი სტიმული და სიამოვნებაა. სხვათა შორის, პირველზე ძალიან ვინერვიულე. სოფოსთან არ ვიმჩნევდი, მაგრამ საოცრად ვღელავდი. მეორეზე ეს ყველაფერი უკვე გამოცდილი მქონდა და შედარებით მარტივი იყო. თუმცა, სოფო ძალიან ნერვიულობდა, არ ვიცი, რატომ? გავამხნევეთ და ყველაფერმა კარგად ჩაიარა. ვამაყობ, რომ ამას ვაკეთებდი და ჩემს საყვარელ ადამიანს ვეხმარებოდი. თან, ჩემი შვილი იბადებოდა და ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს?!
– შენ უკვე სერიოზული გამოცდილება გაქვს მშობიარობაზე დასწრების თვალსაზრისით.
– კი, ფოტო რომ გავავრცელე, რამდენიმე მეგობარმა ისიც კი მითხრა: შენ ხომ არ დაიწყე ოპერაციების კეთებაო (იცინის). მართალია, ოპერაციების კეთება არ დამიწყია, ეს საქმე პროფესიონალებს მივანდე, მაგრამ გამმხნევებლის ჟანრში უკვე კარგი სტაჟი მაქვს და ასე თუ გაგრძელდა, ცოტა ხანში პროფესიას შევიცვლი (იცინის). მაინც კი ვნერვიულობდი, მაგრამ კანკალი არ ამვარდნია და პირველის მსგავსად, ემოციურად არ გავთიშულვარ. უკვე ვიცოდი, რის შემდეგ რა უნდა გამეკეთებინა. მე არ მიმშობიარია, თორემ დანარჩენი გავაკეთე, ყველაფერს კარგად რომ ჩაევლო (იცინის).
–  როგორი მამა ხარ, განსაკუთრებით პატარასთან, რომელსაც ახლა მეტი მზრუნველობა სჭირდება.
– ეს გზა უკვე გავლილი მაქვს და ვერ ვიტყვი, რომ ცუდი მამა ვარ. მიუხედავად დაძაბული გრაფიკისა კონცერტების, ჩაწერებისა და გასტროლებისა, მაინც ვახერხებ, ანდრიას სათანადო დრო დავუთმო. ანალოგიურად ვიქნები ნიკოლოზისთვისაც. ანდრია უკვე ხუთი წლისაა და უფრო სხვა რაღაცები სჭირდება. მაგრამ, დარწმუნებული ვარ, მოვახერხებ ორივესთვის შესაბამისი ყურადღების მიქცევას. რაც შეეხება, ფაფების  მომზადებას, ღამის თენებასა და პამპერსების გამოცვლას, ვერ ვიტყვი, რომ ამ ამბავში დახელოვნებული ვარ. თუმცა თუ სოფოს დასჭირდება დახმარება, ღამესაც გავათებენ, პამპერსსაც გამოვუცვლი და ფაფებსაც გავუკეთებ. ანდრიას შემთხვევაში, ხშირად არ მაძლევდა სოფო ამის საშუალებას, მაგრამ ყოფილა მომენტები, როცა მას გადაღლილობისგან ჩასძინებია და ეს ყველაფერი მე ძალიან მარტივად შემისრულებია.
– ჭირვეული და პრეტენზიული ფეხმძიმე იყო სოფო?
– არაა, საერთოდ არაა ჭირვეული და არც ფეხმძიმობის დროს. ყოჩაღი გოგოა. ღამის ორ და სამ საათზე საოცრებებს არ ითხოვდა. მთელმა ორსულობამ მშვიდად ჩაიარა – მხოლოდ საჭირო პროცედურები და კონსულტაციები ექიმთან. რამე განსაკუთრებული სირთულის წინაშე არ ვმდგარვართ. ჩემი ინიციატივით ვეკითხებოდა, რამე ხომ არ მოგინდა-მეთქი, მაგრამ მპასუხობდა, არაფერი, თუ რამე მინდა, ჩვეულებრივად, ვყიდულობ და ვჭამო (იცინის). ორივე ჯერზე უპრეტენზიო გახლდათ. მოკლედ, მსუნაგი ორსული არ ყოფილა (იცინის).
–  ანდრიას პირველი შეხვედრა ძმასთან როგორი იყო?
– თვალებზე ხელებაფარებული ამოვიდა მესამე სართულზე და ერთი სული ჰქონდა, როდის დაინახავდა. რომ ნახა, სიხარულისგან ხტუნვა დაიწყო. აღფრთოვანებული იყო (იცინის). ამ დროს ხვდები, რომ შენ თავს საოცარი და სრულიად განსხვავებული რამ ხდება. ძალიან სასიამოვნო სანახაობა იყო.
– ალბათ, სამშობიარო ბლოკშიც შენგან ჩვეულ იუმორს და კარგ განწყობას ელოდენენ.
– თითქმის ყველა თანამშრომელს უკვე ძალიან კარგად ვიცნობ. წინაზეც და ახლაც ჩვენ-ჩვენი „შიდა” ხუმრობები გვქონდა. ბლოკში რომ შევდიოდით, ერთ-ერთმა ექიმმა თქვა, არ მოვიწყენთ, მხიარული მშობიარობა გვექნებაო და მართლაც ასე იყო (იცინის). ნერვიულობას არ ვიტყობდი, არც სოფოს ვაგრძნობინე, რომ რამე სანერვიულო იყო. სამშობიაროში სკეტჩების დადგმა არ დამიწყია, მაგრამ ზომიერების ფარგლებში ვხუმრობდით.
– საკეისრო სოფოს სურვილი იყო, თუ საჭიროებამ მოითხოვა?
– არა, მისმა მდგომარეობამ მოითხოვა. ანდრიაც საკეისროთი გაჩნდა და მეორეზეც ავტომატურად საკეისრო გაკეთდა.
– სოფო დამოუკიდებლად ახერხებს ორივეს მოვლას თუ გეხმარებათ ვინმე?
– ჯერჯერობით ყველაფერს დამოუკიდებლად ახერხებს. მე საგარეო საქმეთა მინისტრი ვარ. მიტან-მოტანა ჩემი საქმეა. სოფო სახლშია და თავისი ძალებით უვლის ბავშვებს. სანამ სამსახურში გავა, ასე იქნება და მერე ვნახოთ, მოგვიწევს დამხმარის მოყვანა.
скачать dle 11.3