კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რა კავშირი ჰქონდა მედეა ჩახავას კბილების ამოღებას სალვადორ დალის ფერწერულ ტილოსთან

თათია ფარესაშვილი ეკა პატარაია

„ლირიკულ-კომედიური მსახიობი, სცენური მოხდენილობა, ნატიფი გემოვნება, ღრმა განცდა, გრძნობათა სიმართლე და უშუალობა. ჩახავა მაღალი ოსტატობით ქმნიდა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ სახეებს. მას მინიჭებული ჰქონდა სახალხო არტისტის წოდება, საპატიო ნიშნის ორდენი და ორი მედალი, თეატრალური  პრემიები; 2006 წელს კი რუსთაველის თეატრის წინ მისი ვარსკვლავი გაიხსნა... დღეს მედეა ჩახავას დღიურიდან რამდენიმე ფურცელს  წარმოგიდგენთ ფოტოალბომით და ამით მისი გახსენება, ვიცი, დიდ სიამოვნებას მოგგვრით.

გზა თეატრისკენ   
„1939 წელს თეატრალური სტუდია რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტად გადაკეთდა და მხოლოდ ამის შემდეგ დართო მამამ ნება მედეას სამსახიობო ფაკულტეტზე შესულიყო (ე. საყვარელიძე). მიღება უკვე დამთავრებული იყო, როცა მამა-შვილი გამოცხადდა. ინსტიტუტის პირველი დირექტორი გახლდათ აკაკი ხორავა, სასწავლო ნაწილის გამგე – აკაკი ფაღავა. ისინი კი ვასო ჩახავას სიყრმის მეგობრები იყვნენ და მამამ დახმარება სთხოვა  მათ. მოიწვიეს საგანგებო კომისია, რომელშიც შედიოდნენ:  აკაკი ფაღავა, აკაკი ვასაძე, აკაკი ხორავა, მალიკო მრევლიშვილი, კუკური პატარიძე. დაიწყო გამოცდა... მედეას გამოცდისთვის მომზადების დრო არ ჰქონდა. წასაკითხი მასალაც შეუფერებელი იყო. მან წაიკითხა იროდიონ ევდოშვილის „განკიცხული“ და როცა ამ შავთვალა, ნაწნავებიანმა ციცქნა გოგონამ დამაჯერებლად განაცხადა: „მე მეძავი ვარ... მეძავი ვარ“, მთელი კომისია სიცილით გაიგუდა. მედეა გაანაწყენა ამ „არასწორმა“ რეაქციამ – მე სასოწარკვეთილი ვარ, ესენი კი იცინიანო, გაიფიქრა და აღელვებულს ტექსტი დაავიწყდა. ცოტა ხანს შეჩერდა და მერე კიდევ უფრო რიხიანად გააგრძელა: „მე მეძავი ვარ“. რეაქცია ისევ „არასწორი“ იყო და კვლავ სიცილი ატყდა. ამას კი აბიტურიენტის „სწორი“ რეაქცია მოჰყვა – გოგონა ცრემლებად დაიღვარა. უხერხული პაუზა ჩამოვარდა... ქომაგები შეწუხებულები ჩანდნენ. ბევრი იკამათეს და ბოლოს აკაკი ვასაძემ უშველა: ემოციური გოგონა ჩანს, მოდი, თავისუფალ მსმენელად დავსვათ
იანვრამდე. ვნახოთ, რას იზამს, მხოლოდ უნივერსიტეტს ჯერ თავს ნუ დაანებებო... სხვა არჩევანი მედეას არ ჰქონდა და დასთანხმდა. ერთობ შთამბეჭდავი აღმოჩნდა პირველი ლექცია სამსახიობო ოსტატობაში: გრიგალივით შემოიჭრა იმხანად სულ ახალგაზრდა გიორგი ტოვსტონოგოვი. შემოიჭრა და შემოგვიტია სტუდენტებს: რისთვის მოსულხართ, რა გინდათ თეატრში, თეატრი თქვენ მხოლოდ ტაში და ყვავილები ხომ არ გგონიათ?  თეატრი მძიმე შრომა და თავგანწირული ბრძოლაა. თუ ნებისყოფა არ გეყოთ, არაფერი არ გამოგივათ... სწავლაში დრო შეუმჩნევლად გავიდა და მოვიდა იანვრის სესიებიც. მედეა ღელავს. არ იცის რომელი დატოვოს – უნივერსიტეტი თუ თეატრალური ინსტიტუტი? საკითხის გადაწყვეტა მხოლოდ ერთ კაცს შეუძლია, უსაზღვრო ავტორიტეტის მქონე გიორგი ტოვსტონოგოვს. ის კი დუმდა, სხვა პედაგოგებიც ღელავდნენ, რადგან უსაზღვროდ მოსწონდათ მედეა და ერთხელ სიხარულით გაცისკროვნებულმა მალიკო მრევლიშვილმა ამბავი მოიტანა: ტოვსტონოგოვმა თქვა, ჩახავამ დატოვოს... (მედიკოს გული გადაუქანდა შიშით) უნივერსიტეტიო... (ყველამ შვებით ამოისუნთქა). ასე გადაწყდა მომავალი მსახიობის ბედი. გამოემშვიდობა უნივერსიტეტს და მიჰყვა შემოქმედებითი ცხოვრების დინებას“...


შვილთან თამაში

„თემურ ჩხეიძე ერიდებოდა დედასთან მუშაობას. არც ქალბატონი მედიკო იკლავდა თავს: არიქა, შვილმა როლები მომაყაროსო (ს. მეტრეველი). მიხეილ ჯავახიშვილის „ქალის ტვირთზე“ მუშაობა რუსთაველის თეატრში 1976 წელს დაიწყეს (დამდგმელი თემურ ჩხეიძე, მხატვარი მ. შველიძე, ქორეოგრაფი ი. ზარეცკი). პრემიერა შედგა.  ქეთევან ახატნელის როლზე სამი მსახიობი დაამტკიცეს. მედეა ჩახავას ქვრივი ახატნელი უნდა ეთამაშა. დაიწყო შემოქმედებითი პროცესი. ერთმანეთს ცვლიდა რეპეტიციები, მაგრამ მოულოდნელად, გაიგო დედამ, რომ შვილმა როლიდან მოხსნა. რეჟისორმა შეცვალა კონცეფცია – სპექტაკლის მთლიანი ორგანული ქსოვილისთვის ზედმეტად ჩათვალა ქვრივი ახატნელის სახე და როლზე მხოლოდ მარი ჯანაშია დატოვა. მედეა ჩახავას სკანდალი არ მოუწყვია. არ სჩვეოდა ეპატაჟური გამოსვლები. გული დასწყდა, მომზადებული როლი ვეღარ ითამაშა და ჩუმად იტირა... რუსლან მიქაბერიძემ კი ასეთი სტროფი მიუძღვნა უკომპრომისო შვილსა და რეჟისორს: „ჯანაშიასთან მედიკო გამოჩნდა ცოტა მომსხვილო, რა პრინციპული ყოფილხარ როლიდან დედამოხსნილო!“ მერე გავიდა დრო, დრო სასტიკი და დაუნდობელი. რუსთაველის თეატრის პრიმა მსახიობს როლებს აღარ აძლევდნენ. ცხოვრება თეატრში მიდიოდა მედეა ჩახავას გარეშე. არადა, მაყურებელი ითხოვდა საყვარელ მსახიობთან შეხვედრას. ამ იძულებით შემოქმედებით პაუზასაც გმირული სიმდაბლით უძლებდა. თემურ ჩხეიძე უკვე მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი იყო და რუსთაველის თეატრში ის ვერაფრს შეცვლიდა დედის სასარგებლოდ. ქვეყნის პრეზიდენტმა, ედუარდ შევარდნაძემ, ერთ თავის წერილში ინატრა მედეა ჩახავას თამაშით მიღებული სიხარული და სთხოვა თემურ ჩხეიძეს, დედაშენი ათამაშე და ჩვენც გაგვახარეო. ქალბატონი მედიკო ფრთხილად და ფარული იუმორით შეახსენებდა ხოლმე შვილს: ბატონი ედუარდის თხოვნა ხომ გახსოვს?! ჰო, დედა, ჰო - ეტყოდა ისიც, მაგრამ როლი არ ჩანდა. ნანატრი დღეც დადგა: 2004 წელს სამეფო უბნის თეატრში დაიდგა სპექტაკლი „აქ, ამ სავანეში“ (მანანა დოიაშვილის ორი ნოველის: „დიდება იმპერატორ რამუს პირველსა” და „პაუზის“; გოგა თავაძის „თითო ბოთლი ლუდისა“ და თამარ ბართაიას „სარკის“ მიხედვით). ეს იყო თემურ ჩხეიძის შემოქმედებითი სახელოსნოს ნამუშევარი. ყველა ნოველას თავისი რეჟისორი ჰყავდა. მედეა ჩახავამ თ. ბართაიას „სარკეში“ (რეჟისორი მამუკა ტყემალაძე) თამარ
სხირტლაძესთან ერთად, შექმნა დაუვიწყარი სახე. ბედნიერი იყო თავადაც, ზეიმობდა ქართული თეატრიც და კმაყოფილი გახლდათ. თემურ ჩხეიძეც: მე ამ დროს ვუცდიდი, რომ შენთვის მიმესადაგებინა მასალაო - ტელეფონით უთხრა დედას პეტერბურგიდან. ეს იყო დედა-შვილის უკანასკნელი ტანდემი“.
 პოპულარობის პიკი
„ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა ასეთ ამბავს: „1996 წელი იყო.  მძიმე პერიოდი იდგა. არ ვიცი, რაღა მაშინ გადავწყვიტე კბილების გაკეთება, მაგრამ მაწუხებდა და რა მექნა?! კბილები ამოღებული მქონდა, მაკასთან წავედი მოსასვენებლად. იქ ნათესავი დამხვდა და მას ვუამბობდი ჩემი გაჭირვების ამბავს. უცებ გაიღო კარი (კარს არასდროს ვკეტავდით, იტალიური ტიპის ეზოა და ყველა ერთმანეთს ვიცნობდით) და შემოცვივდნენ ნიღბიანი ბიჭები. ვიფიქრე, რომ ჩემი შვილიშვილებისა და მათი მეგობრების მოწყობილი მასკარადი იყო (არაერთხელ გაუკეთებიათ მსგავსი რამ), ამიტომ ყურადღება არ მივაქციე და ლაპარაკი განვაგრძე. სიარული რომ არ შეწყვიტეს და რაღაც-რაღაცების გადმოყრაც დაიწყეს, გავბრაზდი და შევუტიე: გეყოფათ ახლა, ხომ ხედავთ, არ შემეშინდა. დასხედით, მოიხსენით
ეგ ნიღბები და ჩაის დაგალევინებთ-მეთქი. ჯერ შემომხედეს, მაგრამ მალე ისევ დაიწყეს აქეთ-იქით სიარული. მაკა სამზარეულოდან გამოიყვანეს, იატაკზე დასვეს. იმ ჩვენს ნათესავ კაცს კი რევოლვერი მიაბჯინეს საფეთქელზე. ახლა კი დამცეცხლა. მივხვდი, სალვადორ დალის ნახატს ეძებდნენ, რომელიც ჩემს სიძეს აჩუქეს საფრანგეთში. არადა, მას ეს ნახატი ჩარჩოდან ჰქონდა ამოღებული და ერთ ახლობელთან, მოსკოვში დატოვებული. მე და ბავშვები სააბაზანოში შეგვყარეს და ძებნა ისევ განაგრძეს. გულმა არ მომითმინა, გამოვედი და მძარცველებს ვეუბნები: მართალია, ჩემი ცნობა ძნელია, კბილები მაქვს ამოღებული და სახე შეშუპებული. მაგრამ, მედეა ვარ, ჩახავა, ნუ იკადრებთ უკადრებელს, ბავშვებს ნუ შემიშინებთ-მეთქი. გაჩერდნენ, დამაკვირდნენ და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. საკმაოდ ბევრი ძვირფასი ნივთი მოეგროვებინათ. როგორც კი ამომიცნეს, ეგრევე დაყარეს ყველაფერი და მხოლოდ ის ჩარჩო (რომელშიც სხვა ნახატი იდო) წაიღეს. იმ დღეს დავრწმუნდი, რომ მიუხედავად გაჭირვებისა და გაუსაძლისი ცხოვრებისა, ხალხს კიდევ შერჩენოდა პატივისცემა და დიდსულოვნება ცნობილი ადამიანის მიმართ. გამიხარდა და გული ამიჩუყდა”. თანამედროვე საქართველოში ასეთი თეატრალი მძარცველები, ალბათ, ცოტა დარჩა!“

ანდერძი, რომელიც ვერ აუსრულეს
სხვა ბევრი ნიჭი და უნარი ჰქონდა ქალბატონ მედიკოს. იშვიათი მეგობრობა იცოდა, გულისხმიერი და ერთგული ადამიანის თვისებები ჰქონდა, სიცოცხლე უყვარდა, ბედნიერ ქალად მიიჩნევდა თავს ამდენი შვილიშვილისა და შვილთაშვილის პატრონი, ამდენი ხელოვანის დედა, ბებია თუ დიდი ბებია... სიკვდილის შიში არ ჰქონდა, მაგრამ... „იცი, რისი მეშინია? - მითხრა ერთხელ, - მიწის ქვეშ ყოფნის. სულ ვეუბნები შვილებს: დამწვით და ჩემი ფერფლი ჩემი მოამაგე მშობლების საფლავზე მოაყარეთ-მეთქი. რამე რომ მოხდეს და გამეღვიძოს იქ, ცივ სამარეში, მაშინ რა ვქნა?! ამიტომ მინდა, დამწვან და მიწას შევერიო!..”

საყვარელიძე თუ ჩახავა  
„ძალიან მიყვარს მედეა ჩახავა და ვმეგობრობდით კიდეც. ერთ ზაფხულს გადავწყვიტეთ, ერთად წავსულიყავით დასასვენებლად აფხაზეთში – აგუძერას დასასვენებელ სახლში (ე. საყვარელიძე). სოხუმის აეროდრომზე ტაქსისტები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ მედეას მოტაცებაში. დასასვენებელი სახლის ადმინისტრატორმა მოგვახალა, არ მაქვს კარგი ნომრებიო, მაგრამ შემდეგ მედეა რომ დაინახა, ლუქსში მიგვაცილა ზღვის სანაპიროზე. მედეა კი არა, ნატვრისთვალი ყოფილა-მეთქი, ვფიქრობდი და მის ჩრდილში მშვენივრად ვგრძნობდი თავს. ერთ დღეს მედიკოს კბილი ასტკივდა და ექიმისთვის სოხუმში წამოვედით. სოხუმი ჩემი საყვარელი ქალაქია. ვგრძნობდი, რომ მაყურებელს ვუყვარდი. მივედით ერთი ექიმის ოჯახში. მასპინძელმა რომ დაგვინახა, იკივლა და ტელეფონს მივარდა, ვიღაცას აღტაცებული უყვირის: ახლავე გამოდი ჩვენთან, როგორ უნდა გაგახარო, ვინ მეწვია, რომ იცოდე, ისევ ისეთი ლამაზია, ვენაცვალე! – ძალიან ლამაზი კი ვარ ამ გასიებული კბილით, – გადმომილაპარაკა მედეამ. _ ჩქარა, ჩქარა, მოდი, ვერ მიხვდი? ლენა საყვარელიძე მეწვია, იმას ვენაცვალე! – დიდი პაუზა ჩამოწვა. მედიკომ გადმომხედა. მე კი თავი დარცხვენილად ჩავღუნე. რა ვიცოდი, აქამდე ყველას მედიკოს სახელი ეკერა პირზე და რას ვიფიქრებდი, მეც თუ შემამჩნევდნენ. ასე დადგა გაზაფხული ჩემს ქუჩაზეც“.  
скачать dle 11.3