კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 რატომ ემუქრება თბილისის ფიჭვნარს გადაბუგვა და როგორ იქცევა ფიჭვი „ბომბად“ ხანძრის დროს

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

როგორც აღმოჩნდა, საქართველოში 200 000-ზე მეტი ოჯახი  შეშით თბება, მათ შორის, გაზიფიცირებულ რეგიონებშიც. შესაბამისად, თუ რამე ხანძრებს გადაურჩა, შეშად მოჭრის პერსპექტივას ვერსად დაემალება. მხოლოდ ლეგალურად, საქართველოში ყოველწლიურად 800 ათსი კუბური მეტრი ხე-ტყე იჭრება და სავარაუდოა, რომ არალეგალური ჭრა ამაზე გაცილებით მეტია. სპეციალისტების თქმით, ყოველწლიურად ჩვენს ქვეყანაში სიცოცხლეს 350 000 ხეს ასალმებენ. ეს ტემპები კი, არც თუ შორეულ მომავალში, არც მეტი, არც ნაკლები, ტყეების გაქრობამდე მიგვიყვანს.
თუმცა თავს ვიწონებთ, რომ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის აბსოლუტური უმეტესობა ტყის მასივებს უჭირავს, მათი რაოდენობა წლიდან წლამდე კატასტროფულად მცირდება: მოუვლელობითაც და ბუნებრივი ფაქტორების გამოც. ბოლო დროს შემოჩვეული ხანძრები კი (რის საფრთხეც, გლობალური დათბობის პირობებში, უდიდესი ალბათობით, გაძლიერდება) ლამის საკონტროლო გასროლის ფუნქციას ასრულებს.
ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი, აგრარული უნივერსიტეტის სატყეო მიმართულების სრული პროფესორი, მეტყევეთა ასოციაციის პრეზიდენტი და საქართველოს დამსახურებული მეტყევე თეიმურაზ კანდელაკი აგვიხსნის, თუ როგორ უნდა დავიცვათ ტყე და რატომ შემოგვეჩვია ხანძრები.

– თუ არის ცნობილი, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის რამდენ პროცენტს შეადგენს ტყის მასივი?
საბჭოთა კავშირში 10 წელიწადში ერთხელ ტარდებოდა ტყეთმოწყობა, რომლის დროს აღირიცხებოდა ტყის რესურსები და იგეგმებოდა გადაუდებელი სატყეო-სამეურნეო ღონისძიებები. საქართველოში ასეთი სრულყოფილი სამუშაოები ბოლოს 1988 წელს ჩატარდა და აი, ახლა დაიწყეს ახალციხეში. მსოფლიო ბანკმა ტყეები აღრიცხა ხარაგაულშიც, მაგრამ ერთ რაიონში აღრიცხვის ჩატარება არ იძლევა საერთო სურათს, იმიტომ რომ, მონაცემებს ვერ გაასაშუალოებ. ეს ძალიან ცუდია, ვინაიდან შეუძლებელია იმის შეფასება, თუ რა მდგომარეობაა მთელი საქართველოს ტყეებში: არ გვაქვს მასალები. ამასთან, 2005 წლიდან გაუქმდა სატყეო მეურნეობები. როდესაც სატყეო მასივები რაიონებში უბნებად იყოფოდა და თითოეულს თავისი მეტყევე და ტყის მცველები ჰყავდა. დღეს ეს სისტემა აღარ არსებობს, რაც, ასევე, ძალიან ცუდია.
– მაგრამ არიან „რეინჯერები“.
– „რეინჯერები“ მოდური სიტყვაა. ისინი, მაგალითად, ამერიკაში არიან გასამხედროებული ტყის მცველები. ჩვენთან კი ეს არაფრის მომცემია, ვინაიდან არ არსებობს ტყის დაცვის ერთიანი სისტემა.
– თუ არის შესაძლებელი ტყის მასობივი ხანძრების თავიდან აცილება და რას გულისხმობს ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოები?
– უპირველესად, საჭიროა ტყეებში ხანძარსაწინააღმდეგო დანიშნულების გზებისა და ბილიკების არსებობა. მიაქცევდით ყურადღებას, რომ ტყეში გზის გაჭრა ბორჯომში მას შემდეგ დაიწყო, რაც ხანძარი გაჩნდა. არადა გზა უკვე უნდა ყოფილიყო გაჭრილი. ასევე, პრევენციული ღონისიძებებია ეგრეთ წოდებული მინერალური ზოლების მოწყობა, როდესაც დიდ კორომებს შორის 30-40 მეტრის სიგანეზე პირწმინდად ჭრიან ხეებს, რომ შეიქმნას თავისუფალი ტერიტორია  და დაბლარი ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, ის მთლიანად ტყეში არ გავრცელდეს. აქვე გეტყვით, რომ ხანძარი შეიძლება, იყოს დაბლარი, ღეროსი და მაღლარი. ამას გარდა, როგორც წესი, თვე-ნახევრით ან ორი თვით, ცხელ ამინდებში, სამორიგეოდ უნდა აიყვანონ დროებითი მეხანძრეები, რომ მათ ხანძრის შემჩნევისთანავე გაატარონ შესაბიმისი ღონისძიებები. დღეს სპეციალისტები ლამის ერთხმად ვამბობთ, რომ საქართველოს არა აქვს  ტყეების ხანძარსაწინააღმდეგო სტრატეგია. თუმცა ვხედავთ, რომ მთელ მსოფლიოში არნახული ამბები ხდება: იწვის ტყეები საბერძნეთში, პორტუგალიაში, ხორვატიაში, საფრანგეთში, რუსეთში ხომ იწვის და იწვის. მაგრამ ისინი დიდი  ქვეყნებია და მათი ტერიტორიები აიტანს ხანძარს, საქართველო კი ტერიტორიულად მცირე ზომისაა და მთის ტყეებს ხანძრები დიდ ზიანს აყენებს.
– ეჭვი არ მეპარება, რომ იმ ქვეყნებში, რომლებიც ჩამოთვალეთ, ტარდება ხანძრის თავიდან ასაცილებლად პრევენციული ღონისძიებები, მაგრამ ცეცხლი მაინც ეკიდება.
– ხანძრის გაჩენის სხვადასხვა მიზეზია. სხვა საქმეა, თუ ხანძარი ხელოვნურადაა გაჩენილი. მაგალითად, როსტოვში 120 საცხოვრებელი სახლი დაიწვა, ასევე, ხანძარია ვოლგოგრადში; დაიჭირეს კიდეც ორი ახალგაზრდა ვაჟი, რომლებმაც განზრახ გააჩინეს ხანძარი. საბერძნეთსა და პორტუგალიაშიც დაიჭირეს კონკრეტული ადამიანები, რომლებსაც ბრალდებათ ხანძრის გაჩენა ტყეებში. ერთი სიტყვით: ერთი მიზეზია ადამიანის მიზანდასახული ქმედება; მეორე გაუფრთხილებლობა: კოცონი დაანთო, მიატოვა, ამოვარდა ქარი და გააჩინა ხანძარი. მესამე –  სტიქია: ჩამოვარდა მეხი ტყეში და გაჩნდა ხანძარი; მეოთხე –  როდესაც  ტყისპირა მინდორზე ბალახს წვავენ, რომ განახლდეს; მეხუთე, როდესაც ხანძარს აჩენენ ტყეში უკანონო ქმედებების კვალის მოსასპობად და ასე შემდეგ.
– გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა დაგვამშვიდა, რომ, ძირითადად, დაიწვა 2008 წელს დამწვარი ტყე, თუმცა სადაც ნერგები უკვე გახარებული იყო.
–  ჩემი აზრით, არ არის მთლად სწორი ინფორმაცია, ვინაიდან ომის დროს დაბაში ხანძარს რა უნდოდა?! 2008 წელს ძალიან დიდი ტერიტორია დაიწვა და ველოდები, როდის გამოაქვეყნებენ ზუსტ მონაცემებს, თუ რა ფართობია დამწვარი ამჟამად. თუმცა თვალზომით, რასაც ვუყურებ, ეჭვი მეპარება, მხოლოდ 150 ჰექტარი სატყეო ფართობი დამწვარიყოს.
– ტყის დაწვა, იმას გარდა, რომ ესტეთიკურადაა თავზარდამცემი, უკავშირდება ტყის სხვა ფუნქციებსაც. ესე იგი, გამოდის, რომ ის ადგილი, სადაც ნადგურდება ტყე, ვეღარ ასრულებს თავის ფუნქციას?
–  ორიოდე თვის წინათ „ევრონიუსზე“ მოვისმინე ასეთი ინფორმაცია: მსოფლიომ წელს, უკვე რვა თვეში, ამოწურა ტყეების სარგებლიანობის ლიმიტი და ახლა კრედიტს ვიღებთ 2018 წლის რესურსიდან. ესე იგი  უკვე ამოვწურეთ 2017 წლის ასათვისებელი რესურსი, ანუ მივიღეთ ტყისგან, რის მიღებაც შეგვეძლო და ახლა, რასაც მოვიხმართ, უკვე მომავალი წლების მარაგიდანაა. უფრო მეტიც,  დღეს უკვე დათვლილია, რამდენი ხეა დედამიწაზე, რამდენი იჭრება და რამდენი ირგვება. დედამიწაზე სამი ტრილიონი ხე დგას, თუმცა თავის დროზე 5-6 ტრილიონი იყო. ყოველწლიურად იჭრება 21 და ირგვება 10 მილიარდი ხე,  რაც იმას ნიშნავს, რომ, ადრე თუ გვიან, ტყის რესურსი გამოილევა და ალბათ, სხვა პლანეტის აღმოჩენა მოგვიწევს, საიდანაც ხე-ტყეს შემოვიტანთ. აქედან გამომდინარე, თქვენი კითხვა მართებულია: ტყეს მხოლოდ სოციალური ფუნქცია არ აქვს. დავითვალეთ და საქართველოს მთელი ტყეების სარგებლიანობა ფულად ერთეულში რომ გადაიყვანო, გამოდის 84 მილიარდი დოლარი. აქედან 78 პროცენტი მისი გარემოს დაცვითი და რეკრეაციული ფუნქციებია. ამაში შედის ჰაერის, წყლის, ნიადაგის დაცვითი ფენქციები. მთიან ადგილებში ყველაზე საშიშია ეროზიული მოვლენები. ტყე არის მთის პირობებში ეროზიის  უმთავრესი საწინააღმდეგო საშუალება.
– ტყის დიდი მასივების გაქრობა საფრთხეს ხომ უქმნის მიწისქვეშა წყალსაც?
– რასაკვირველია, არ იქნება ტყის მასივი, არ იქნება წყალი. ამიტომაც გითხარით, რომ ტყეს აქვს ნიადაგდაცვითი და წყალმარეგულირებელი ფუნქციები. წვიმა და გამდნარი თოვლი იჟონება ნიადაგში, რომელიც ამ წყალს ინახავს და თავისი მოთხოვნილებისამებრ გასცემს შემდეგ. ტყე რომ არ იყოს, წვიმა ჩამორეცხავდა ყველაფერს, მდინარეები კი დაშრებოდა.
– ხანძრებსაც რომ თავი დავანებოთ, მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ჩვენს ტყეებს ჩეხვა და მისი შეშად გამოყენება.
– ამერიკელებთან ერთად ვიმუშავე შეშის საკითხზე და ამ მხრივ, კატასტროფული ვითარება გვაქვს. მხოლოდ შეშისთვის წელიწადში ორ მილიონ კუბურ მეტრზე მეტი ხე იჭრება. როდესაც სამთავრობო ორგანოებში ვმუშაობდი, მაგალითად  დადგენილი იყო, რომ ახალციხეში თითოეულ ოჯახს ზამთრისთვის 10 კუბმეტრი შეშა უნდა გადასცემოდა. სატყეო დეპარტამენტი გამოყოფდა 2 კუბმეტრს, დანარჩენი 8 კუბმტერი საიდან უნდა მოეტანა იმ გლეხს?! ან უნდა მოეპარა, ან უკანონოდ შეეძინა. ამიტომ  საბჭოთა დროს ახმეტაში საწვავი შეშა შემოიდოდა რუსეთიდან. თუკი  ელექტროენერგია შემოგვაქვს რუსეთიდან, ხომ შეიძლება, შემოვიტანოთ შეშაც?! იმიტომ რომ, ჩვენი დაცვითი ტყეების მარაგი უკვე გვეწურება. ახლახან საგურამოს ნაკრძალი თბილისის ეროვნულ პარკს შეუერთეს, ეროვნულ პარკებში კი დაშვებულია ხის ჭრა და მათ მისცეს 32 სოფლის შეშით  მომარაგების გეგმა. თუ ხეები არ ეყოთ, მოჭრიან ნაკრძალში! მაგრამ გარდა შეშისა, იჭრება სამასალე ხეეებიც: მაგალითად, თურქი და ჩინელი ლიცენზიატები არჩევენ მხოლოდ კარგ სამასალე ხეებს, ეს კი ხარისხობრივად ანადგურებს ტყეს, მაშინ, როდესაც შეშა სპობს ტყის რესურსებს რაოდენობრივად. უფრო მეტიც, მაგალითად, მარტყოფში მოსახლეობამ წითელ წიგნში შეტანილი მუხები და ცაცხვები დაჭრა. მიუხედავად იმისა, რომ სოფლის მცხოვრები ჩვენზე უკეთ არჩევს, რომელია წითელ წიგნში შეტანილი მცენარე.
– ჯავახეთის ზეგნების ნაწილი მოტიტვლებულია, ოსმალებს გადაუწვავთ იქ ტყეები, რადგან მოსახლეობა იმალებოდა. თუმცა ეს მოხდა სამი-ოთხი საუკუნის წინათ. გაშენება შეიძლებოდა? თუნდაც, თეთრ წყაროში წიწვოვანი ტყე გააშენეს 1967 წელს და უკვე ტყიანი მთებია იქ. უამრავი მთაა, რატომ არ აშენებენ იქ ტყეებს?
– ზოგან ისეთი ნიადაგია, ვერაფერს გააშენებ. ანუ ბუნებრივი პირობებია აუცილებელი. მახსოვს, მთაწმინდის მთა სულ ცარიელი იყო, ისევე, როგორც კუსა და ლისის ტბების მიმდებარე ტერიტორია. ხელოვნურადაა გაშენებული. დაირგო იქ, სადაც იყო შესაძლებელი. აბასთუმანში ჯერ კიდევ 2 წლის წინათ გვქონდა პრობლემა, რადგან ფიჭვს ანაცვლებდა ნაძვი. არადა სწორედ ფიჭვია სამკურნალო. სხვათა შორის, ფიჭვი არის „ბომბი“, შეიცავს ფისებს სკიპიდარის სახით და თუ ცეცხლი წაეკიდა, უცებ იწვის. ფიჭვი საკურორტო სახეობაა, მაგრამ ხანძრის თვალსაზრისით ძალიან საშიშია. თბილისში შავი ფიჭვია, რომელიც სტალინის დროს შემოიტანეს და დარგეს. თითქმის სულ გახმა, რადგან, როგორც ჩანს, ამოწურა თავისი არსებობის რესურსი საქართველოში. თუ კუს ტბის ფერდობზე გაივლით, ნახავთ, რომ ფერი აქვს შეცვლილი, იმიტომ რომ ხმება. ესეც დიდი საფრთხეა, რადგან, თუ ხანძარი გაჩნდა, გადაიბუგება თბილისის ეს რეკრეაციული ზონა.
– ქალაქებში რა ტიპის ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებებია დასაგეგმი? ყველა, ვისაც არ ეზარება ისვრის სიგარეტის ანთებულ ნამწვავებს.
– გზებზე 5-6 მეტრის სიგანეზე მაინც, ანუ სადამდეც შეუძლია ადამიანს ნამწვის გადაგდება, ბალახი უნდა გაითიბოს, რომ არ გაჩნდეს დაბლარი ხანძარი. მით უფრო, რომ ყველგან ფიჭვებია თუ ფიჭვის ღეროს მოედო ცეცხლი, ხანძარს ვეღარ გააჩერებ. სხვათა შორის, ფოთლოვნებს ასეთი ინტენსივობით არ ეკიდება, ამიტომ ხანძრის ერთ-ერთი პრევენციაა, არ გაშენდეს მონოკულტურა: უნდა შეერიოს  ფოთლოვანი და წიწვოვანი სახეობები. მეტიც, თუ დაავადება გაჩნდა, იშვიათია ისეთი, რომელიც ორივეს ახმობს. ამიტომ შერეული ნარგაობა უფრო ეფექტიანია. ამას გარდა, თითქოს არაფერია, მაგრამ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სააგიტაციო მასალას: წარწერებს, გაფრთხილებებს. გვალვების დროს კი აუცილებელია ავიაპატრულირება, რომ ზემოდან შემოწმდეს, სადმე ხომ არ გაჩნდა ცეცხლის კერა და ყველა ის ღონისძიება, რაც ზემოთ ჩამოვთვალე. ქალაქის მიმდებარე ტყეებში კი საჭიროა დროებითი მეხანძრეების აყვანა,  კორომებს შორის მინერალური ზოლების გაყვანა, რომ დაბლარი ხანძარი არ გადავიდეს კორომზე, სხვას ვერაფერს გააკეთებ. კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი: მოჭრილი ხის ტოტებს, როგორც წესი, ტოვებენ და ესეც ხანძრის კერაა. ამიტომ ხის ჭრისას ტოტები აუცილებლად უნდა გაიტანონ და ტყეში არ ჩატოვონ. მეორე მხრივ, რასაკვირველია, ხე უნდა მოჭრა და გამოიყენო, მაგრამ სამაგიერო უნდა დარგო და მხოლოდ დარგვა არ შველის, 5-6 წლის განმავლობაში უნდა მოუარო.
– ძალიან ბევრი ჰექტარი წაგვართვა ხანძარმა და ამაზე უფრო მეტს ვჭრით ადამიანები. ამდენი ხის დაკარგვა არ ცვლის ეკოსისტემას?
– რა თქმა უნდა. ტყიანი ფართობი ტყიანი ფართობია და მას ვერაფრით შეცვლი. თუმცა ლანდშაფტური დიზაინის თვალსაზრისით ევროპაში მიღებულია, რომ ტყიან ადგილებში მოეწყოს პატარა მდელოები, რომ ადამიანმა დაისვენოს. მაგრამ სატყეო ეკოსისტემა არის სატყეო ეკოსისტემა, მას ხელს თუ შეუწყობ, თორემ ხელი არ უნდა შეუშალო. სხვათა შორის, თუ ტყეს ოდნავ შეუწყვე ხელი, ნახანძრალზე თვითგანახლება არის შესანიშნავი. თუ, რასაკვირველია, გადარჩენილია მცენარეთა ფესვთა სისტემა. მაგრამ ტერიტორია უნდა შეღობო, რომ ცხოველი არ შევიდეს და მწვანე საფარი არ მოსპოს. რაც მე ვნახე, იმ ადგილებში, სადაც ხელით აქრობდნენ ხანძარს, ჩქარა წამოვა ტყე, მაგრამ, სადაც სრულად დაიწვა, იმ ადგილებს, მინიმუმ 50-60 წელი მაინც დასჭირდება, რომ რაღაცას დაემსგავსოს.
– ბორჯობის ხეობის შემდეგ უკვე აბასთუმანში გაჩნდა ხანძარი. სავარაუდოა, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო რთული ვითარება იქნება, თუ პრევენციული ღონისძიებები არ გატარდა. რამ გაახშირა ხანძრები?
– დავიწყეთ ამ საკითხის კვლევა და ჩვენ ამას ვუკავშირებთ გლობალურ დათბობას. წელს გლობალური დათბობის შედეგები ძალიან კარგად გამოჩნდა საქართველოში: ორი თვეა, აღმოსავლეთ საქართველოში წვიმა არ წამოსულა, შავი ზღვის სანაპირო კი კინაღამ წაიღო ქარიშხალმა.  შეკვეთილში ქარბორბალა არასდროს მინახავს. ამიტომ აუცილებელია პრევენციული ღონისძიებების გატარება და ტყეებისთვის ანტისახანძრო პოლიტიკის შემუშავება.
скачать dle 11.3