კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მაკარის უკვდავი ლოგიკა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ ფაფხური 


მართალია, გვახსოვს შეგონება „ტყე შეუნახე შვილებსაო“, მაგრამ, რაკი ეს ნაცრისფერი ყოფა დღევანდელი კვერცხის იმედზეა, არც ის ვიცით დაზუსტებით, რამდენ ჰექტარზეა გადაჭიმული ეს ჩვენი ტყის საფარი და, მაინცდამაინც, თავს არც მისი მოვლით ვიკლავთ (ხის ქვეშ მწვადის შეწვა უფრო გვსიამოვნებს, დანაყრებულებს კი სუფთა ჰაერზე ანთებული კოცონის ჩაქრობა გვავიწყდება), სიგარეტის ნამწვავებსაც გამალებით ვისვრით, სადაც კი მოგვიხერხდება და იმაზეც ვართ გამეცადინებულები, იქნებ ხეები მოვჭრათ და, ჯიბის სისქის მიხედვით, იმ მოტიტვლებულ ადგილებში ან ავტოფარეხი ავაშენოთ, ან, სულაც, საცხოვრებელი სახლი.
თუმცა მას შემდეგ, რაც ცეცხლის ტალღამ გადაგვიარა (სამართლიანობა მოითხოვს, შევნიშნოთ, არც ისეთმა, როგორიც ჩვენს ოკუპანტს რფ-ის უტევს), მეგობარ-პარტნიორებმაც გამოიღეს დახმარების ხელი (ზოგმა მეხანძრეებისთვის და მერე რა, რომ 50 წყვილი ცეცხლგამძლე ფეხსაცმელი გვიწყალობა, ზოგიც ტყის აღდგენაში დახმარებას დაგვპირდა, ზოგმაც სატელიტი შემოგვაშველა – ღია კოსმოსიდან დააკვირდით თქვენს ერთადერთ საგანძურსო).
მეორე მხრივ, ადგილობრივი შეძლებულებიც აფაფხურდნენ. აფაფხურდნენ, ვინაიდან მთლად საფუძვლიანადაც არ გაუკრავთ ხელი ჯიბეებზე (იმიტომ რომ, ახსოვთ მაკარის შეგონება: „მილიონს რომ კაპიკი აკლია, მილიონი არ არის“!).
ხოლო, რაკი არ არის, მაგალითად, საქართველოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ბანკმა ტყის გადასარჩენად და აღსადგენად, არც მეტი, არც ნაკლები, ერთი მილიონი ლარი გაიღო.
ისეთ ღარიბ ქვეყანაში, სადაც პენსიონერის ყოველთვიური პენსია 180 ლარია, ცხადია, მილიონი თანხაა. ოღონდ ეს მხოლოდ მაშინ, როდესაც ფონად პენსიონერების შემოსავალს ავიღებთ, ხოლო, თუ გავიხსენებთ, რომ ამ კონკრეტული ბანკის მოგებამ მიმდინარე წლის პირველ ექვს თვეში 208 მილიონი ლარი შეადგინა (რაც, თქვენ წარმოიდგინეთ, 95 მილიონი ლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით), გამოდის, რომ მხოლოდ 0,4 პროცენტი გამოუმეტებია (პათოსით: ჯერ თავო და თავოო).
ცხადია, სხვის ჯიბეში ჩაჭყიტვა მოსაწონი საქციელი არ არის, თუმცა, რადგან თავად არათუ აქტიურად იმზირებიან ჩვენს ჯიბეებში, უფრო აქტიურად ასუფთავებენ, ვფიქრობ, ჩვენც მოგვეტევება ეს მცირედი შეცოდება.
ჰოდა, მათი ამ ხელმომჭირნეობის შემხედვარე, თუნდაც, ცოდვილთ, გვაშფოთებს: ვაითუ, მართლაც, დაუსკდეთ მუცლები?! –
скачать dle 11.3