კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№36 მაჩოს ამპლუაში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მეფე შიშველია 


 მიუხედავად იმისა, რომ დასავლურმა სანქციებმა ჯერჯერობით ძვრა ვერ უქნა პრ. პუტინის საპრეზიდენტო სავარძელს (ან კი როგორ უზამდა, როდესაც რფ-შიც დღემდე კომუნისტური იდეებია უფრო ღირებული, ვიდრე დემოკრატიული და კაპიტალიზმი ისევ „ყარს“?!), თუმცა ვიმედოვნებთ, რომ რაღაც გავლენას მაინც მოახდენს, ვინაიდან, ადრე თუ გვიან, მაინც ყველაფერი სრულდება.
ხოლო, სანამ დასრულდება, რუსეთის პირველმა პირმა აგვისტოს დასაწყისში სამხრეთ ციმბირი მოიარა (სავარაუდო პათოსით: „შიროკა სტრანა მოია როდნაია“), სადაც კიდეც ითევზავა (ლოქოს ტყვია შუბლში დააჭედა!) და ტაიგაშიც ისეირნა თვით სერგეი შოიგუს კომპანიაში.
რაც მთავარია, ტრადიციას არ უღალატა და კვლავ შიშველი ტორსით გამოგვეცხადა (ჩვენ რა, თავის ამომრჩეველს გამოეცხადა): ჯანზეც ვარ და ფორმაშიცო.
მოარული ხმებით, პრ. პუტინის გაშიშვლება არჩევნების მოახლოებას უკავშირდება (რაც ახლოსაა არჩევნები, მით ტიტვლდებაო). წესითა და რიგით, „მაჩოს“ იმიჯი ქალ ამომრჩევლებზეა გათვლილი, თუმცა, თუ რფ-ის პრეზიდენტის მიერ წელს ზემოთ გაშიშვლების სიხშირეს გავიხსენებთ, მგონი, ჩრდილოეთში საქმე ცოტა ფარცაკადაა და ამ ჩვენს ნომერ პირველ ოკუპანტს შიშველი მკერდით მამაკაცი  ამომრჩევლის მოზიდვაც განუზრახავს?! –

скачать dle 11.3