კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ ეხმარებოდა ნინი წიკლაურს დეპრესიის დაძლევაში მეუღლე და ვისთან ერთად დაიწყო მან ახალი ცხოვრება

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


ნინი წიკლაურის ცხოვრებაში ბევრი მნიშვნელოვანი სიახლეა. გარდა იმისა, რომ ის ამერიკაში 5 თვის საბას ზრდის, ცოტა ხნის წინ ბრუკლინში საკუთარი სტუდია „ციცინათელა“ გახსნა, სადაც ქართველ და უცხოელ ბავშვებს საესტრადო სიმღერას შეასწავლის.
ნინი წიკლაური:
მეც და საბაც თავს ძალიან კარგად ვგრძნობთ, იმის მიუხედავად, რომ ჩვილის გაზრდა რთული ყოფილა. ახლა დავაფასე ყველა დედა, ვინც მეუბნებოდა: შვილი კარგია, მაგრამ გაზრდა კიდევ სხვა ეტაპიაო. მართლა ასეა და ეს უკვე საკუთარ თავზე გამოვცადე. რომ ამბობენ: გაჩენა ადვილია, გაზრდა უფრო რთულიაო, ჩემთვის გაჩენაც რთული იყო და გაზრდაც. მით უმეტეს, როცა მარტო ზრდი შვილს – ეს კიდევ „ცალკე სპორტი“ ყოფილა.
– ალბათ, ამ სირთულეებს ისეც ემატება, რომ ამერიკაში ცხოვრობ, უცხო ქვეყანაში.
– კი და ზოგჯერ ისე გადის დღე, პირის დასაბანადაც ვერ შევდივარ სააბაზანოში. 24 საათი ბავშვთან ვარ. შემცვლელი არ მყავს, მიუხედავად იმისა, რომ თემო ძალიან მეხმარება. სამსახურიდან რომ მოდის, ძალიან კი არის დაღლილი, მაგრამ მაქსიმალურად ცდილობს, შემენაცვლოს. როცა სადმე ვმღერი, თემო იტოვებს. მაგრამ, უმეტესად, დიდ დროს მე ვატარებ ბავშვთან, რაც საკმაოდ შრომატევადი აღმოჩნდა. ყველაზე დიდი სირთულე ბავშვთან პირველი ურთიერთობა იყო, რადგან წლებია, ჩემს ოჯახში პატარა ბავშვს არ უცხოვრია. როგორც საბამ დაიწყო ბუნებასთან ადაპტირება, ცხოვრება, ასე დავიწყე მეც საბასთან ადაპტირება – ახალი ცხოვრება მასთან ერთად. ღამის თენება ყველაზე რთული იყო იქიდან, რაც კი საბასთან ურთიერთობისას გამოვიარე. ძალიან მალ-მალე შივდებოდა, თვითონ რომც  არ გაღვიძებოდა, უნდა გამეღვიძებინა, რომ მეჭმია. თან, ბუნებრივ კვებაზე მყავდა და მაღვიძარა მქონდა დაყენებული, რომელიც ყოველ ორ საათში ერთხელ რეკავდა. ღამის თენებამ მომკლა.
– მშობიარობის შემდგომი სტრესიც ხომ არ გქონდა?
– ისეთ სტრესში ვიყავი, ისეთი დეპრესია დამემართა, თან ძალიან მძიმე. ბევრგან წავიკითხე, რომ მშობიარობის შემდგომი დეპრესია საკმაოდ რთულია და მე დიდი დოზით მქონდა. ახლაც ბოლომდე არ ვარ გათავისუფლებული. ყველაფერზე გაღიზიანებული ვიყავი, ყველაფერზე ვნერვიულობდი, ვტიროდი. საბა ტირილს რომ დაიწყებდა, მეც ტირილს ვიწყებდი. პროტესტი მქონდა: ხომ შეიძლებოდა, ახლა სახლში ვყოფილიყავი, დედაჩემი მყოლოდა გვერდით. ვის ვაბრალებდი, ვისზე ვბრაზობდი, ვერ ვხვდებოდი.
– როგორ იქცეოდა ასეთ დროს თემო?
– თემო, მე და ჩემს მეგობრებს ხომ ყველაფერში გვყავს „გატესტილი” და ამაშიც „გაიტესტა”. 10-ქულიან შეფასებაში 10 ქულა დაიმსახურა. ძალიან დამეხმარა თემო, სულ გვერდში მედგა. ჩემს ნერვებს არასდროს აჰყოლია. ძალიან წყნარად, მშვიდად იტანდა ჩემს რაღაცებს. პიკი რომ მქონდა: ბავშვი ტირის, არ ვიცი, როგორ გავაჩერო... მშვიდად აჰყავდა ხელში, გაჰყავდა სხვა ოთახში და დამშვიდებული შემოჰყავდა. ასე, ხშირად დაუწყნარებივართ მეც და ბავშვიც. მასაც აქვს რთული მომენტები, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, უფრო მშვიდი, გაწონასწორებულია. მეც და საბაც დაგვალაგა, უფრო მშვიდი გაგვხადა. ახლა უკვე შესაშური ოჯახის დიასახლისი ვარ. დღეში 2-3 სახეობის საჭმელს ვამზადებ, პლუს, ბავშვს ვუვლი – არც ჭამას ვუგვიანებ, არც ბანაობას. მაღაზიაშიც მე მივდივარ, აფთიაქშიც, ექიმთანაც მე მიმყავს. 100-პროცენტიანი დატვირთვით ვმუშაობ სახლში. არ მინდა ძიძა ავიყვანო. საბა ჩემზე ისეა მოწებებული და იმდენად მსიამოვნებს მასთან ურთიერთობა, ოჯახის წინამძღოლობა, რომ არ მინდა ძიძა. თბილისში რომ ჩამოვალ, იქაც, მოვლის მხრივ, არავის გავაკარებ ჩემს შვილს.
– თემოს მოსწონს შენი წინამძღოლობა?
– მე და თემოს ოჯახში ვალდებულებები გადანაწილებული გვაქვს. მაგრამ, მაინც მიწევს წინამძღოლი ვიყო, რადგან ის გასულია და მე ვარ სახლში. თემო არ არის ჩემზე ნაკლები მზრუნველი, მარტოც აბანავებს და უვლის ბავშვს.
– რატომ ვერ მოახერხეთ აქამდე საქართველოში ჩამოსვლა?
– სიახლეების გამო. ბრუკლინში გავხსენი ჩემი სტუდია „ციცინათელა“. აქ არსებობს არაჩვეულებრივი, მასშტაბური სტუდია „ფესვები“, სადაც ქართული ცეკვა და სიმღერა შეისწავლება. ხელმძღვანელები არიან შორენა ბარბაქაძე და ვანო გოდერძიშვილი. ისინი ცდილობენ, იმ ბავშვებს, რომლებიც აქ არიან დაბადებულები, მაქსიმალურად მიაწოდონ ქართული ისტორია, ხელოვნება, რომ არ დაავიწყდეთ საკუთარი ფესვები. მათი წყალობით, მეც ძალიან ბევრ საქმეს ვაკეთებ და სწორედ ამ ადამიანების დახმარებით გავხსენი საესტრადო-მუსიკალური სტუდია „ციცინათელა“. მე ვარ მუსიკალური ხელმძღვანელი. ამ კუთხით საქართველოში მქონდა დიდი გამოცდილება და ამიტომ ადვილად გადავდგი ეს ნაბიჯი. თუმცა, თავიდან ძალიან ვნერვიულობდი, მაინც ამერიკაა. მაგრამ, კარგს თუ გააკეთებ, აუცილებლად გაამართლებს. სტუდიაში ქართველებიც ივლიან, უცხოელებიც, საკმაოდ პატარა ასაკიდან ვიღებთ ბავშვებს. მინდა, ჩემი ცოდნა გამოვიყენო. პედაგოგიური განათლება მაქვს და ეს გამომადგება. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში აღარ დავბრუნდები. ჯერ მინდა, აქ ავაწყო ყველაფერი – მინდა, ქართველებისთვის სახლად იქცეს, სადაც მისვლა გაუხარდებათ. ჩემს ნამდვილ სახლშიც ხშირად ჩამოვალ ხოლმე. ახლა, ოქტომბერში ვაპირებ ჩამოსვლას ცოტა ხნით, რაღაც ღონისძიებები, კონცერტებიც იგეგმება.
– ამერიკაშიც ხშირად მღერი?
კი. ხშირად ვმონაწილეობ კონცერტებში, კორპორატიულ საღამოებზე ვმღერი. ამ მხრივ აქტიურად ვმუშაობ. იმდენმა გამოთქვა სურვილი, რომ ჩემთან ეტარებინა შვილები, გადავწყვიტე, სტუდია გამეხსნა. თემოც ძალიან დამიდგა გვერდში. ის იყო იდეის ერთ-ერთი ავტორი. ისეთი კარგი გამოხმაურება მოჰყვა ამ ყველაფერს, რომ მივხვდი – შეცდომა არ დამიშვია.
– ბავშვის მონათვლას გეგმავდი.
– სამწუხაროდ, ჯერ არ მომინათლავს. ვინც უნდა იყვნენ საბას ნათლიები, ერთის გარდა, საქართველოშია. ამდენი ხანი უკვე აღარ შეიძლება, ამიტომ გადავწყვიტეთ აქ, ამერიკაში მოვნათლოთ და ნათლიები მოვიხსენიოთ.
– სოციალურ ქსელში არ დებ ბავშვის ფოტოებს. არავინ იცის – ახლობლებს არ ვგულისხმობ, როგორ გამოიყურება პატარა საბა. რა არის ამის მიზეზი?
– ცრურწმენებს ყურადღებას არ ვაქცევ, მაგრამ თვალის არსებობის მჯერა. ეს საკუთარ თავზეც ხშირად გამომიცდია. თან, გადავწყვიტე, რომ ჩემი შვილის ფოტოები არ იყო საიტიდან საიტზე გასავრცელებელი. ბევრი ვერაგი ინტერნეტ-პორტალია, სადაც გაურკვეველი ინფორმაციები იდება – არასწორი, გადაუმოწმებელი. არ მინდოდა, საბაც მსგავს სიტუაციაში აღმოჩენილიყო. მინდოდა, დამეცვა ამ მავნე საიტებისგან, თვალისგან. მაქსიმალურად დავიცავი, თუმცა მალე ნახავთ მის პირველ ფოტოებს.
– როგორი ბიჭია საბა?
რომ ამბობენ: ყველა დედას თავისი შვილი საუკეთესო ჰგონიაო, მეც შევუერთდი ასეთი დედების რიცხვს. ასე მგონია, რომ საბა კეთილი ბიჭი იქნება, წესიერი, სუფთა. ისეთი ღიმილი და თვალები აქვს – კეთილი, სულ იცინის. მგონია, რომ დადებითი პიროვნება უნდა იყოს და არაფერს დავიშურებ იმისთვის, საბა გაიზარდოს ძალიან კარგი ადამიანი, კაცთმოყვარე. მაქსიმალურად მინდა, უარყოფითი ემოციებისგან დავიფარო და გაიზარდოს დადებით ემოციებში. ოქტომბერში მინდა ჩამოვიყვანო, რომ გაიცნოს ბებიები. დედაჩემი გაგიჟებულია – 24 საათი ტელეფონზეა.
– შენს ცხოვრებაში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი მოხდა – დეიდა გახდი.
ყველაფერი კარგი ერთად დაიწყო. საბა გაჩნდა, დიდი სირთულეებიდან გამოვძვერით, ჯანმრთელია და უცბად, რამდენიმე თვეში ჩნდება ჩემი დისშვილი. სიხარულისგან რომ გგონია, ქვების სროლას დაიწყებ, ეგ დამემართა – მეგონა, გავაფრენდი. აღარ ვიცოდი, რა გამხარებოდა: საბა რომ მყავდა თუ ლიკას ბაცა რომ ეყოლა. უცნაური სახელი – ბაცა დაარქვა. მერე აღმოჩნდა, რომ ძველი მთიულური სახელი ყოფილა. ასე მგონია, ორი შვილი მყავს – უცბად გავხდი ორი შვილის დედა. ორივე ერთად გავთხოვდით, ერთად გავაჩინეთ შვილები და ჩვენი შვილებიც ისე გაიზრდებიან, როგორც ჩვენ. ერთი სული მაქვს, ჩავიხუტო ბაცა და ერთმანეთს გავაცნო ბიჭები.
скачать dle 11.3