კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ დაკარგა ერმალო მაღრაძემ ბინა, ამერიკაში წასვლის სანაცვლოდ და როგორ გადაარჩინა მისმა ფილმმა მილიონერი ქართველი ქალი ნარკომანობას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 კინორეჟისორი ერმალო მაღრაძე, საკუთარი ფილმების, ვიდეომიმართვებისა და შეხედულებების წყალობით, ყოველთვის საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. საკუთარ ფილმებში, ძირითადად, არაპროფესიონალ მსახიობებს იღებს, თუმცა ამჯერად სილვესტერ სტალონეს გადაღებაზე ოცნებობს და მიმართა კიდეც უკვე მსოფლიო დონის მსახიობს.
ერმალო მაღრაძე:
ახალ ფილმს ვიღებ, რომელიც ჩემი ტრილოგიის გაგრძელება იქნება. „გზააბნეული“, „აპოკალიფსი არ იქნება“ და მესამე ნაწილს ერქმევა „შემოქმედი“. წინა ორ ფილმში კეთილი საქმის კეთებას და სიყვარულს ვქადაგებ. მესამე ნაწილით კი იმის თქმა მინდა, რომ ადამიანები ერთმანეთს უნდა გავუფრთხილდეთ. ამქვეყნის სტუმრები ვართ და ურთიერთთანადგომა გვმართებს. ამჯერადაც ძალიან მცირე ბიუჯეტი მაქვს. ახლობლებისა და კეთილი ხალხის დახმარებით, ნელ-ნელა, რაღაც გამოდის. საქართველოში კომერციული მიზნისთვის ფილმის გადაღება რთულია. მთელი ქვეყნის მასშტაბით სულ რამდენიმე კინოთეატრია და აბა, რა მოგება უნდა ნახო?!
– თუმცა, თქვენ გაქვთ თქვენეული მეთოდები მოგების მისაღებად.
– პირველი ფილმის, „შვეციის პრინცი იმერეთიდან“, გადაღების შემდეგ ყველგან მივდიოდი და ფილმის ჩვენებას თვითონ ვაწყობდი. მთელი საქართველო მოვიარე და ამ გზით, 5 000 ვიშოვე. „აპოკალიფსი არ იქნება“ და „გზააბნეულის“ შემთხვევაში, ბანკში ანგარიში გავხსენი. ჩემს „ფეისბუქ-გვერდზე“ დავწერე: თუ ვინმეს გაქვთ სურვილი, რომ ჩემი ფილმი იყიდოთ, გადმორიცხეთ შვიდი ლარი ამ ანგარიშზე-მეთქი. ბევრმა არა, მაგრამ ვიღაცებმა გადმორიცხეს თანხა. დისკები დავამზადე, თბილისში ჩამოვიტანე და მყიდველებს დემონსტარციულად, კინოს სახლის წინ გადავეცი. თუმცა, ასე იმდენს ვერ ვშოულობ, რამდენიც ამერიკაშია შესაძლებელი.
– თქვენს ფილმებს ყოველთვის დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე. დადებითთან ერთად, არის უარყოფითი კომენტარებიც, რომელსაც ალბათ, ეცნობით.
– უმრავლესობა დადებითად აფასებს ჩემს გადაღებულ ფილმებს. თბილისში რომ ჩამოვდივარ, გამორიცხულია, არ გამაჩერონ, სიყვარული არ გამოხატონ და ავტოგრაფი და ფოტო არ მთხოვონ. კინოთეატრ „რუსთაველში” ჩემი ფილმის პრემიერაზე ერთი წუთი არ მქონდა მოსვენება: ავტოგრაფებს ვარიგებდი, ფოტოებს ვიღებდი, ინტერვიუებს ვიძლეოდი. თუმცა, არიან ისეთები, ვისაც მართლა არ მოსწონს ჩემი ფილმები ან შური ალაპარაკებს. მათ ერთ რამეს ვეტყვი – რეჟისორები ერთმანეთს არ უნდა ვებრძოდეთ. ხომ გახსოვთ ლენინის ლოზუნგი: „პროლეტარებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“, ჩემი ახალი ფილმის დევიზი იქნება „კინორეჟისორებო, ყველა ქვეყნისა, შეერთდით“. ერთმა ქართველმა ქალბატონმა ლოს-ანჯელესიდან დამირეკა. მითხრა: ბატონო ერმალო, მე ძალიან შეძლებული ვარ. ყველაფერი მაქვს, იახტიდან დაწყებული კუნძულით დამთავრებული. თუმცა, ბოლო დროს ცხოვრების აზრი დავკარგე. იმ დონემდე მივედი, ლამის ნარკოტიკების მოხმარება დავიწყე, მაგრამ თქვენი ფილმი, „აპოკალიფსი არ იქნება“, რომ ვნახე, ამ ცხოვრებისკენ შემოვბრუნდიო. ამაზე მეტი ბედნიერება რა უნდა იყოს რეჟისორისთვის?!
– თქვენ როგორ აფასებთ თქვენს ფილმებს?
– ამ შესაძლებლობების ფარგლებში არ გამოდის მსოფლიო დონის პროდუქტი. ძირითადად, არაპროფესიონალ მსახიობებს ვათამაშებ ჩემს ფილმებში. თუმცა, ძალიან დიდი სურვილი მაქვს, მასში მსოფლიო ვარსკვლავი – სილვესტერ სტალონე ვათამაშო. ალბათ, ნახეთ ჩემი ვიდეომიმართვა ინგლისურად. მომზადებული რომ ვყოფილიყავი, უკეთ მივმართავდი, კარგი ინგლისური არ გამომივიდა, მაგრამ, მაინც საყვარელი მიმართვაა. აი, ამ ფილმის გადაღების შემთხვევაში, ნამდვილად ვიშოვიდი ფულს. სცენარიც მზად მაქვს: სტალონე ლოს-ანჯელესში, ბევერლი ჰილზზეა, საკუთარ სახლში. არაბი შეიხისგან მოწვევა მოუვა, მათ დღესასწაულზე ეპატიჟება. სტალონე წავა, უკან დაბრუნებისას კი, თვითმფრინავი რთულ მეტეოროლოგიურ პირობებში მოჰყვება. მფრინავი იძულებულია, სოხუმის მახლობლად, „ბომბორას” აეროპორტში დაჯდეს. ამ სიტუაციის გამოყენებას შეეცდებიან სეპარატისტები და ამერიკელებს ულტიმატუმს უყენებენ: თუ აფხაზეთის დამოუკიდებლობას არ აღიარებ, 150 მგზავრს დაგიხვრეტთო. ამ არეულობაში პატარა გოგონა მივა სტალონესთან და ეკითხება: „არ იუ რემბო?“ სტალონეც დაეთანხმება. გოგონა კი სთხოვს: „ჰელფ ას რემბო“. სტალონე ადგება, ტანზე შემოიხევს, მთელ სეპარატისტებს გადაუვლის, გაანადგურებს, პილოტის ამპლუასაც თავად მოირგებს, გვერდით იმ გოგონას მოისვამს და ასე, მშვიდობიანად ჩაფრინდებიან ლოს-ანჯელესში.
– გაქვთ იმედი, რომ გამოგეხმაურებათ სტალონე?
– ასეთ სცენარში აქამდე არ უთამაშია და გამორიცხული არაა, დაინტერესდეს. მაგრამ, ეს ფილმი თვითონ სტალონემ კი არ უნდა დააფინანსოს, აქ უნდა გამოჩნდეს ვინმე ბიზნესმენი. ამათ არ იციან, რომ იარაღისა და ნარკოტიკების შემდეგ, შემოსავლების თვალსაზრისით, კინოინდუსტრია მესამე ადგილზეა. ჩვენი ბიზნესმენები ბიუჯეტის ფულზე სხედან. მაგრამ, ისეთი ნამდვილი ბიზნესმენი, როგორიც ბიძინა ივანიშვილია, რომელსაც არავისთვის მოუპარავს და თვითონ იშოვა ფული, შეიძლება, დაინტერესდეს ამ ფილმით.
– არ გითხოვიათ მისთვის დაფინანსება?
– მისთვის არა, მაგრამ ეს ვიდეომიმართვა შალვა რამიშვილმა ჩამაწერინა. ის ბიძინას ოჯახთან ახლოს არის და შეიძლება, რაღაც აქვთ გუნებაში. ბერა უფროა მსგავსი საკითხებით დაინტერესებული, მაგრამ მას ამერიკული მუსიკა იტაცებს. უკვე ლოს-ანჯელესის დონეზეა და არ ჰგონია, რომ აქაც არის ვინმე ისეთი, რომელმაც შეიძლება, იქაურ რეპერებს „გადაუჯოკროს“. კიდევ ერთი სცენარი მაქვს, რომელმაც შეიძლება, „ადამიანი – ობობას“ გაუწიოს კონკურენცია. ქართველი გმირი, „კალენიკე“ გახდება სასწაული ძალის მფლობელი. ამერიკელებიც გაიგებენ მის შესახებ და თავისთან წაიყვანენ. მაგრამ, ამ ფილმის გადაღებას სპეცეფექტები სჭირდება. ერთი-ორი დღე რომ ჩამიყვანა „ჰოლივუდში“ და მაყურებინა, როგორ მუშაობენ ისინი, კაცობას გეფიცებით, ძალიან სერიოზულ ფილმს შევქმნი. ვცადე კიდეც ამერიკაში წასვლა და ამისთვის ბინაც გავყიდე, მაგრამ არ გამოვიდა.
– რატომ?
– კინოსტუდიის დაშლის შემდეგ, ამერიკაში მივდიოდი. ყველაფერი გავყიდე, მათ შორის, ბინა თბილისში. ფული მქონდა, მაგრამ ვიზა ვერ გავაკეთე. ვინც მის გაკეთებას შემპირდა, ფული აიღო და გაიქცა. უკან ვეღარ დავიბრუნე ჩემი ფული და ვეღარც ამერიკაში წავედი. ისეთი რამ ჩაგვიწერეს საბუთებში, თითქოს ამერიკის მტერი ვიყავი და შვიდი წელი ამ ქვეყნისკენ საერთოდ ვეღარ გავიხედავდით. თბილისში კინოსტუდია აღარ იყო და რაღა მინდოდა, ამიტომ გადავწყვიტე ზესტაფონში დაბრუნება. აქ თავიდან დავიწყე ცხოვრება. მამისეული სახლი ავაღორძინე, ხელახლა დავქორწინდი და მუშაობა დავიწყე.
– პირადი ცხოვრება როგორ აიწყვეთ, ბატონო ერმალო?
– ზესტაფონში დავსახლდი და არაჩვეულებრივი პიროვნება – მანანა ხიდაშელი შევირთე ცოლად. პედაგოგი და ეკლესიის მგალობელია. ისე მოხდა, რომ უფალმა საკუთარი შვილი არ მოგვცა, სამაგიეროდ, ჩემი მეუღლის დისშვილს ვზრდით. ძალიან განვიცდი უშვილობას, მინდა, მომავალი მყავდეს, მაგრამ მეუღლის დისშვილს რომ ვზრდით, ესეც ხომ სიკეთეა? მას ოთხი წლის ასაკში ტრაგიკულად დაეხოცა მშობლები და მას მერე, ჩემი მეუღლე პატრონობს. უფალმა დაგვიბარა, შვილი თუ არ გეყოლება, რაღაც მაინც უნდა დატოვო გაკეთებულიო და ახლა, მე და ჩემი მეუღლე ძველი სახლის წინ, არაჩვეულებრივ ამერიკულ ვილას ვაშენებთ.
– ხელმეორედ დავქორწინდიო, წეღან თქვით.
– კი, მე მანამდეც ვიყავი დაქორწინებული. ისიც ძალიან კარგი პიროვნება იყო. ჩვენ თბილისში ვცხოვრობდით. მაგრამ, მხოლოდ წელიწად-ნახევარი ვიყავით ერთად. პირველი მეუღლე გარდამეცვალა, მკერდის კიბო აღმოაჩნდა. რა არ გავაკეთე, მოსკოვში წავიყვანე სამკურნალოდ, მაგრამ წელიწად-ნახევარში ქალი ხელიდან გამომეცალა. ეს ჩემი ცხოვრების დიდი ტრაგედია იყო.
– რთული პერიოდები გამოგივლიათ, მეუღლის გარდაცვალება, ამერიკის ამბავი, გაყიდული ბინა...
– ჯერ მეუღლე გარდამეცვალა – მერე ამერიკის ამბავზე მომატყუეს და გაგიმხელთ, ამერიკის ვიზის ამბავზე მოსკოვში რომ ჩავედი, იმ დონეზე ვიყავი მისული, კინაღამ მდინარე იაუზაში გადავხტი და თავი მოვიკალი. მორწმუნე კაცი ვარ  და ამას, ალბათ, მაინც არ გავაკეთებდი, მაგრამ ძალიან ცუდად ვიყავი. ერთსაც გეტყვით, ამ დიდი დეპრესიიდან ჯერ კიდევ არ გამოვსულვარ ბოლომდე, მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა. ამწუთას მორალური მხარდაჭერა მჭირდება, მატერიალურზე მეტად.
– მორალი ახსენეთ და ერთი კითხვა გამიჩნდა. პორნოგრაფიულ ფილმს გადაიღებდით?
– არავითარ შემთხვევაში. მე ფილმს ხალხის დასახმარებლად ვიღებ. მინდა, ჩემს ფილმებში სამაგალითო ადამიანები დავხატო და ხალხს ჩემი დაეჯერებოდეს. რად გინდათ პორნოგრაფია? შემოსავლისთვის? მაგალითად, გადაიღეთ ტიტველი შორენა ბეგაშვილი, და რა „მუღამია“ მერე ამაში? ვინმეს რამით დაეხმარები? სიამოვნებას მიიღებ თუ რა იქნება შიშველი შორენას დანახვით?! მე ისეთი ეკლესიური ვარ, ამას ვერ გავაკეთებ. მე სერიოზული ფილმის გადაღება მინდა, მისაბაძი პერსონაჟებით, ეს გზააბნეული საზოგადოება რომ გონს მოეგოს და ქრისტესმიერ გზას დაუბრუნდეს.
– როგორი იყო თქვენი პირველი ნაბიჯები ამ სფეროში?
– ზესტაფონში, ჩემს სკოლასთან ახლოს კინოთეატრი იყო. ერთხელ მამა მოვიდა, სკოლიდან გამომიყვანა და კინოში წამიყვანა. რუსული ფილმი „მამაცთა სკოლა“ გადიოდა. ამ ფილმმა ისე გამახალისა, მაშინვე დავავადდი კინოთი. მე რომ გავჩნდი, მამა 53-ის იყო, დედა – 43-ის. სკოლა რომ დავამთავრე, მამა გარდამეცვალა. მაშინ თბილისში, თეატრალურში ვაბარებდი, მაგრამ უკან დავბრუნდი, პენსიონერ დედას მარტო ხომ ვერ დავტოვებდი. 10 წელი დედას ვუვლიდი, მისი გარდაცვალების შემდეგ, დავკეტე სახლი და თბილისში წამოვედი. იმ პერიოდში, სწავლა დამოუკიდებლად დავიწყე და კინოს შესახებ თუ რამე პატარა ნაგლეჯსაც კი ვნახავდი, ყველაფერს ვაგროვებდი. დღე და ღამე ბიბლიოთეკაში ვიჯექი და სერიოზული განათლება მივიღე. შემდეგ უნივერსიტეტიც დავამთავრე სასცენარო მიმართულებით. ბევრი ფული არ მქონია, თუმცა ვმუშაობდი და არც არასდროს მიჭირდა. ისე, ბავშვობაში კი მქონდა ბევრი ფული. მილიონერი ბიძა მყავდა და ის მაძლევდა ხოლმე ფულს. ახლა მდგომარეობა შეიცვალა, თუმცა მე ცოტაც მყოფნის.
скачать dle 11.3