კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ ეშინიათ ლევან კვარაცხელიასი და რა შემთხვევაში გადაწყვეტს ის მეორედ დაოჯახებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 რობერტო მავანიმ, რომელმაც გაზაფხულზე GDS-დან „იმედზე“ გადმოინაცვლა, თავისი იუმორით ტელეკერანზე გამოჩენისთანავე საზოგადოების დიდი ნაწილის სიმპათია დაიმსახურა. რობერტო მავანი, იგივე ლევან კვარაცხელიაა, ეკრანის მიღმა ცოტა მორიდებული და ბევრი დადებითი ემოციით.
ლევან კვარაცხელია:
რობერტო მავანი GDS-დან „იმედზე“ რომ გადავიდა, ცოტა ფორმატი შევცვალეთ, როგორც გადაცემის, ასევე რუბრიკის. „იმედი“ უფრო უფროს ასაკზეა გათვლილი, მეტი ხალხი უყურებს და შედარებით მაღალი რეიტინგი აქვს და გავაკეთეთ ყველასთვის გასაგები იუმორი, გასაგები თემებით.
– ანუ, რობერტო მავანი გაიზარდა?
– კი, მაყურებელი გაეზარდა და თვითონაც გაიზარდა, დაღვინდა. რაც მთავარია, ბოლომდე ჩავდეთ შრომა და გაამართლა. სიმართლე გითხრათ, ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ასეთ შედეგს მივიღებდით. უფროსი ასაკის ხალხიც უყურებს და ვერ წარმომედგინა, თუ ასეთ ხუმრობებზე ხალხი „იღადავებდა“. იმ დღეს მოტოციკლით ვიყავი, ბენზინგასამართ სადგურზე ბენზინის ჩასასხმელად მივედი, ჩაფხუტი მეფარა. რომ ვუთხარი: ამდენი და ამდენი ჩამისხი-მეთქი, ვა, შენ რობერტო არ ხარ, ხმაზე გიცანიო.
– რამე პრივილეგიებით სარგებლობ?
გუშინ თონეში თონის პურიც მაჩუქეს. თავიდან მკითხეს: რამე მახე ხომ არ არისო. არა-მეთქი, მაშინ ეს პური ჩემგან უფასოდო. რაღაცებს მაძლევენ, რამეს ღირებულს არა: თონის პურს, რაც შეუძლიათ და რაც ჩემთვის დიდი სტიმულია. ძირითადად, ეშინიათ: არ მიღებდნენ, მახეში არ გავება, კამერით ხარ თუ ისე... როცა ხალხმრავალ ადგილებში ვარ, ყველა ელოდება, რომ იქვე უნდა იყოს კამერა. ბათუმში ვიყავი, კლუბებში გავიარ-გამოვიარე. ის მომენტი აქვთ, რომ კამერით ვარ და გამეცლებიან ხოლმე. სადაც მე ვარ, იქ ხალხი აღარ არის.
– ეს გიქმნის დისკომფორტს?
– ის მიქმნის დისკომფორტს, რომ არავინ მეკარება.
– ეს გოგონებთან ურთიერთობაშიც ხომ არ გიშლის ხელს?
– შეიძლება, გოგონას სერიოზულად ვუთხრა კომპლიმენტი და ხუმრობად იღებს: რატომ დამცინიო. მაგალითად: როგორი ლამაზი ხარ და ამ დროს იქიდან: ვის დასცინი, ირონიულად რატომ მეუბნები... ჰგონიათ, რომ სულ ვხუმრობ. ბევრი ახსნის მერე ხვდებიან, რომ არ ვხუმრობ. ძირითადად, თუ სიტუაცია არ არის შესაბამისი, არ ვარ ის ტიპი, რომ სულ ვხუმრობდე. სამსახურშიც ხუმრობა, ხუმრობა და ცოტა ყელშია ამოსული. ქარხანასავითაა: ქარხანაში მუშაობ, მერე სახლში ბრუნდები და იქაც რომ იგივე გიწევს – ბევრია. ზედმეტი კი არაფერი მიყვარს.
– ალბათ, შენთვის მნიშვნელოვანია გოგონა, ვისთანაც ურთიერთობა გაქვს, აქვს თუ არა იუმორის გრძნობა.
– გოგონებს იუმორის გრძნობა იშვიათად აქვთ. ძირითადად, უფრო ბიჭურ გოგონებს. გოგონები ზედაპირულად იგებენ ხოლმე, სიღრმეში ვერ ჩადიან. იუმორიც ეგ არის – სიღრმეებში უნდა ჩახვიდე, რომ მერე იუმორი გამოაცხო. ბიჭური ტვინი უნდა, მათემატიკური. მე რა იუმორიც მომწონს, ისეთზე ვამბობ.
– როგორია ბიჭური გოგო?
– ცოტა ძმაკაცურები რომ არიან, ბიჭის ქცევებით. საძმაკაცოდ მომწონს ასეთები, ისე, რა გითხრა.
– რობერტო მავანს გოგონებთან დაკავშირებით მაღალი სტანდარტები და მოთხოვნები აქვს?
კი, კი. ჩემთვის ზუსტი ტიპაჟი არ არსებობს. გარეგნულად შავგვრემანი გოგონები მომწონს, ქერები – არა. დეპრესიული არ უნდა იყოს და არც გიჟი, დალაგებული, მიზანდასახული გოგონები მომწონს, რომლებმაც იციან, რა უნდათ. გოგონების 90-მა პროცენტმა არ იცის, რა უნდა. მეც არ ვიცი, რა მინდა. ამიტომ მან მაინც იცოდეს, რა უნდა, რომ დააბალანსოს.
– როგორ ესმის რობერტოს გენდერული თანასწორობა?
– სადღაც 70 პროცენტი მაინც მამაკაცებისკენაა, 30 პროცენტი იყოს ქალებისთვის. ან კარგი, 51 პროცენტი იყოს კაცის, 49 – ქალის. ოჯახში არის ისეთი რაღაცები, რასაც ქალი კარგად აკეთებს და კაცი ისე ვერ გააკეთებს. პირიქითაცაა: რასაც კაცი გააკეთებს, ქალი იმას ვერ გააკეთებს. რაციონალური მიდგომაა საჭირო, რომ ოჯახში იყოს სიმშვიდე, სიწყნარე და ოჯახი წინ წავიდეს. მაგრამ, თუ იმაზე მიდგება საქმე: მე უნდა ვიყო პირველი, არა – მე, ეს უკვე ოჯახი აღარ არის. ოჯახი სავალდებულო სამსახური არ არის და თუ ასეთი უთანხმოებაა, ჯობია, არ ერქვათ ცოლ-ქმარი. ოჯახი ურთიერთპატივისცემასა და სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული, თუ ეს არ არის, მაშინ არანაირი აზრი არ აქვს გენდერულ თანასწორობას. კონტრაქტს ხომ არ დავუდებ ცოლს?
– რომ შემოგთავაზოს კონტრაქტის დადება, უარს ეტყვი?
არა, იქამდე არ მივიყვან საქმეს. თავიდანვე შევამჩნევ, რომ უნდა მას კონტრაქტი დამიდოს და ასეთ ტიპთან არ მექნება ურთიერთობა.
– საყოფაცხოვრებო საკითხების მოგვარება შეგიძლია?
ოჯახი ისეთი რამ არის, ერთმა ადამიანმა მეორეს უნდა ასიამოვნოს. არ არის პრობლემა – თეფშის გარეცხვა იქნება, თუ სხვა რამ. მაგრამ, რაც ქალის საქმეა, ქალმა უნდა გააკეთოს. მტვერს ნაღდად ვერ გადავწმენდ. სახლის დალაგება – არ შემიძლია. თეფშებს დავრეცხავ, საჭმელსაც გავაკეთებ, რადგან არის რაღაცები, რაც მეხერხება და რაც არ მეხერხება. ამაში უნდა გამიგოს მეუღლემ, რაც უნდა გენდერული თანასწორობა იყოს.
– რეალიზებული და დასაქმებული უნდა იყოს?
– დასაქმებული და რეალიზებული ქალი ბევრად კარგია ოჯახისთვისაც  და ისედაც. ნერვული სისტემაც დალაგებული მაქვს. შეიძლება, არც მუშაობდეს, მაგრამ ეს დროებითია. არ მგონია, ადამიანს მოსწონდეს, სულ სახლში იჯდეს. რაღაც უნდა აკეთოს, თორემ გარეკავს. გარეკილი ნამდვილად არ მინდა, ჩემი თავიც მეყოფა გარეკილი.
– საკუთარ თავს გარეკილად მიიჩნევ?
– ძირითადად, კომენტარებში წერენ ხოლმე: ეს გიჟია, ეს არ არის ნორმალური. შეიძლება, საკუთარ თავსაც მივიჩნევდე გარეკილად, მაგრამ გარეთ რომ გავდივარ და დანარჩენებს გადავხედავ, მერე ვწყნარდები: უი, რა დალაგებული, ჭკვიანი ვარ-მეთქი, ერთი-ორი გასვლა გინდა გარეთ. ერთი-ორის საქციელს რომ დაინახავ, წყნარდები, მთავარია, სახლში არ დარჩე.
– რა არის ნაკლი, რომელიც არ მოგწონს შენში?
– ცოტა მორიდებული ვარ. დიდი ნაკლი არ არის, გამოვსწორდები. ეს რაღაც სიტუაციებში მიშლის ხელს, რაღაც სიტუაციებში – არა. ზოგადად, ძალიან ნელი ვარ და ბევრს ვფიქრობ. მაგალითად, ტელეფონი ერთი ადგილიდან მეორეზე რომ გადავდო, შეიძლება, 5 წამი ვიფიქრო. ეს ხშირად მადგება გადაწყვეტილების მიღებისას, რა როგორ გავაკეთო. სერიოზულსა და არასერიოზულ გადაწყვეტილებებსაც ბევრი ფიქრის მერე ვიღებ. სამაგიეროდ, ძირითადად, სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებ, მთავარი კი შედეგია. შეცდომებსაც ვუშვებ, რა თქმა უნდა და ერთი და იგივე შეცდომაც რამდენჯერმე დამიშვია.
– რა იყო შენი სერიოზული შეცდომა?
– ერთხელ ცოლი მყავდა და მეორედ აღარ დამიშვია ეს შეცდომა. მაშინ პატარა ვიყავი, პატარა ტვინი მქონდა და ცოტას ვფიქრობდი. ახლა ბევრად რთულია ამ გადაწყვეტილების მიღება, ვიდრე მაშინ. ყველაფერი ძალიან კარგად იყო, იდეალურად. მერე, რომ შევატყვეთ, აღარ იყო ასე, გადავწყვიტეთ, ყველაფერი უმტკივნეულოდ დასრულებულიყო. რაღაც ეტაპი იყო რთული, მაგრამ მერე გაიარა.
– მას შემდეგ არ გქონია სერიოზული ურთიერთობა?
– როგორ არა, უბრალოდ, რაღაც სიტუაციებიდან გამომდინარე, არ დალაგდა. კიდევ იქნება და გადავდგამ ამ ნაბიჯს, უბრალოდ, შეცდომას არ დავუშვებ. გარემო ფაქტორებმაც იმოქმედა მაშინ, პრობლემებმა სამსახურში... ბევრი ცუდი რაღაც მოხდა ერთად. ამ დროს ყველაზე მეტად სიძლიერეა საჭირო და ვფიქრობ, ამ დროს ყველაზე მეტად გამოიცდება ოჯახი. არ გვეყო ნერვები, თუ ძალა და ვერ გადაილახა ეს რთული სიტუაცია. ახლა ამ ყველაფრისთვის ბევრად მომზადებული ვარ. თან, ასეთ სერიოზულ ურთიერთობებს არ ვიჭერ ადამიანებთან. ვაანალიზებ და ბევრად ადრე ვხვდები, შემდეგ რა მოჰყვება ამ ყველაფერს. ვწინასწამეტყველებ ხოლმე და ამართლებს, გამოცდილებიდან გამომდინარე. ასაკში ვარ, ბოლოს და ბოლოს.
– როგორ გამოხატავ სიყვარულს?
– ძალიან ჩვეულებრივად, ბანალური შეყვარებული ვარ. გულებს არ ვუნთებ, მაგრამ შეიძლება, მსგავსი რამ გავაკეთო, არ მოვერიდები. მთავარია, როცა შეყვარებული ვარ, მინდა, მეორე ადამიანს ვასიამოვნო, გავახარო, ეს ყველაფერი კი შენც გსიამოვნებს და მასაც.
– ერთგული ხარ?
– ძალიან ერთგული ვარ. ბოლო დროს არ ვიცი, მაგრამ შეყვარებულობისას, ერთგული ნამდვილად ვიყავი. არც ცოლისთვის, არც შეყვარებულისთვის არ მიღალატია. აქეთ-იქით შეიძლება, გაიხედო, თვალი გარბის.
– გადაღებისას ან სიუჟეტის გასვლის შემდეგ, შენი ცემა ხომ არ უნდებათ ხოლმე?
– რამდენი სეზონი გავიდა უკვე და ყველას უნდა ჩემი ცემა. კომენტარებიც არის ხოლმე: ამას ვიღაც სცემს. ძალიან მარტივად შეუძლიათ, მომაგნონ და მცემონ. ვისაც გინდათ ჩემი ცემა, მობრძანდით, არ არის პრობლემა. უბრალოდ, ხელის შებრუნება ვიცი.
скачать dle 11.3