კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 ვისთან ერთად მოიწყო რომანტიკული თაფლობის თვე ბათუმში ნუკი კოშკელიშვილმა და რატომ დაბრუნდა მისი ქმარი ამერიკაში მარტო

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 არსებობენ ადამიანები, რომლებიც ცხოვრებაში მხოლოდ პოზიტივს ეძებენ, უყვართ როცა თავის გარშემო ისეთ სამყაროს ქმნიან, სადაც მხოლოდ სიმშვიდე, ხალისი და დადებითი ენერგია ტრიალებს. სწორედ ასეთია ნუკი კოშკელიშვილი და მიაჩნია, რომ ამისთვის სულაც არ არის საჭირო დიდი ძალისხმევა. უბრალოდ, უნდა მოინდომო და ასეთ სამყაროს, აუცილებლად შექმნი. რის გამო მოხვდა ის საავადმყოფოში, რატომ დაბრუნდა მისი მეუღლე ამერიკაში ცოლის გარეშე და გაიკეთა თუ არა ცხვირის ოპერაცია, ამაზე თავად ნუკი გვესაუბრება.
ნუკი კოშკელიშვილი:
ორ კვირაში ამერიკაში წავალ და საქართველოში „დატუმბული“ ენერგეტიკა დიდხანს გამყვება. თან, უამრავი რამ უნდა წავიღო: სუნელები, ტყემლები, საწებლები, აჯიკა, ღვინო... რისი გატანაც შემიძლია, გამაქვს საქართველოდან (იცინის). რომ ჩავალ, უგემრიელესი საჭმელები უნდა გავაკეთო ამერიკაში. ბენი რომ მიდიოდა, ფეხები უკან რჩებოდა. ვენატრები და უნდა, მალე დავბრუნდე მასთან.
– ბენი შენ გარეშე წავიდა ამერიკაში?
ორი კვირა მე და ბენმა ბათუმში გავატარეთ და ეს იყო დაუვიწყარი დღეები. ფაქტობრივად, მეორედ გვქონდა თაფლობის თვე.   ბენს საქმეები ჰქონდა და მეტხანს ვეღარ დარჩა, მე კი ბოლომდე „დავიტუმბები“ ბათუმის დადებითი ენერგეტიკით და მერე დავუბრუნდები (იცინის).
– თუმცა, ამ ზაფხულს, ზღვიდან პირდაპირ საავადმყოფოში მოხვდი.
ცურვის დროს, თმა მოეხვია ხალს, რომელიც კისერზე მაქვს დიდი ხანია, გამიჭრა და როგორც იცით, ამის უყურადღებოდ დატოვება საშიშია. თბილისში, გაგუას კლინიკაში მივედი და მითხრეს, სასწრაფოდ ამოსაჭრელიაო. მოკლედ, ამომაჭრეს. ახლა ნაკერების მოხსნას ველოდები და მერე წავალ ამერიკაში. ზოგადად, მაწუხებდა და მინდოდა, მისი მოცილება. ეს პროცედურა საკმაოდ მარტივია, მაგრამ, სანამ ფაქტის წინაშე არ დავდექი, მანამდე მივაყურადე.  მე იმდენად არ მინერვიულია და არც შემშინებია, როგორც ბენმა განიცადა. ცურვა ძალიან მიყვარს, მაგრამ ახლა ვერიდები წყალში შესვლას, რადგან არ შეიძლება მკლავის და კისრის მკვეთრი მოძრაობა, ნაკერები რომ არ გაიხსნას და ჭრილობა არ გაღიზიანდეს.  ვსველდები, მაგრამ კისრამდე (იცინის). მოკლედ, ვგიჟდები წყალსა და ცურვაზე, მაგრამ ახლა აკრძალული მაქვს.  იმდენად მიყვარს წყალი, რომ ცურვაც თვითონ ვისწავლე და მეხუმრებიან, წყალშიც არ ჩერდება, ლაპარაკობსო (იცინის).
– ზოგადად, ხიფათიანი თუ ხარ და რამდენად ხდება შენს ცხოვრებაში დაუგეგმავი მოვლენები?
– ღმერთმა დამიფაროს და იშვიათად ვხვდები საავადმყოფოში. მეგობარი მყავს ისეთი ხიფათიანი, რომ კვირა გამოშვებით საავადმყოფოში ხვდება. არ მიყვარს საავადმყოფო და ზოგადად, ავადმყოფობები (იცინის). ნებისმიერ კრიტიკულ სიტუაციაში მობილიზებული ვარ და არ მაქვს პანიკური „შეტევები“. ყველაფერს მსუბუქად და გაწონასწორებულად ვუყურებ. ზოგადად, დეპრესია და რთული პერიოდი არ მქონია. ცხოვრებაში გამიმართლა და უარყოფითი მოვლენები, დეპრესიები ამცდა. არც ვიმახსოვრებ ცუდ რაღაცებს, თორემ ცხოვრებაში რაღაც მარტივად ხდება და რაღაც რთულად. მთავარია, თავად არ გაირთულო ცხოვრება. არანაირი ნეგატივი ჩემზე არ მოქმედებს.
– გავიგე, ამერიკაში წასვლამდე ცხვირის ოპერაციის გაკეთებას გეგმავ საქართველოში. ეს მართალია?
– იმდენს ლაპარაკობენ ამ ჩემს ცხვირზე, ყველამ რომ დადოს თითო ლარი, ახალ, ცხვირის ფორმის კუნძულს ვიყიდდი. შემოვუერთებდი საქართველოს ტერიტორიას და ყველას იქ დავასვენებდი, ვინც ამაზე ღელავს (იცინის). ნამდვილად არ ვაპირებ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას და ამას ბოლო ცხრა წელია, ვამბობ. ოდესმე თუ დავაპირებ ცხვირის ოპერაციის გაკეთებას, აუცილებლად საქართველოში გავიკეთებ, რადგან არაჩვეულებრივი ქირურგები გვყავს და რატომ წავიდე სხვაგან? თუმცა, კიდევ ვიმეორებ, ჯერ არ ვაპირებ. ასე რომ, ვისაც ჩემი ცხვირის ფორმა აწუხებს, დადოს ლარ-ლარი და ყველას დავპატიჟებ ცხვირის ფორმის კუნძულზე დასასვენებლად. ბათუმში, ბენმა, აჭარული ხაჭაპურიდან დაწყებული, „ბარაბულკითა“ და ჩაქონდრილით დამთავრებული, ყველაფერი დააგემოვნა, მაგრამ მე, გამოსწორების გზაზე დავდექი. შვიდი კილო დავიკელი, რაც საქართველოში ვარ. ჯერ არ ვდებ, სოციალურ ქსელში ფოტოებს, მინდა, სამი კილოც დავიკლო, იდეალურ წონაზე დავდგე და ერთბაშად მოვახდინო ეფექტი (იცინის). ამას რომ მივაღწევ, ფოტოსესიას გავაკეთებ საქართველოში. ამერიკაში კი იდეალური წონითა და ახალი ფოტოებით დავბრუნდები.
скачать dle 11.3