კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არ უნდა „მიწოლილი“ წარმატება ნინა სუბლატს და რა სახით მოდის მასთან მომავლის ინფორმაცია

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ბოლო პერიოდში, მომღერალი ნინა სუბლატი, საზოგადოებაში ნაკლებად ჩანს. ჭორიც კი გავრცელდა, რომ მან საქართველო დატოვა და კარიერის გაგრძელება უცხოეთში გადაწყვიტა. ამ ჭორის გადამოწმება, თავად მომღერალთან გადავწყვიტეთ და აღმოჩნდა, რომ მართლაც სასიამოვნო სიახლეები აქვს ნინას უცხოეთთან დაკავშირებით. თუ როგორ გაატარა ზაფხული, მოასწრო თუ არა დასვენება და რამდენად იღბლიანად მიიჩნევს თავს, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ნინა სუბლატი:
ზოგადად, ზაფხული ჩემთვის ყოველთვის დატვირთულია, რადგან სწორედ ამ პერიოდში ვახერხებ ყველაზე საინტერესო იდეის განხორციელებას და შესაბამისად, დასვენების დრო ნაკლებად მრჩება. თუმცა, საყვარელი საქმის კეთების დროს, იშვიათად იღლება ადამიანი და მეც სწორედ ასე ვარ. ამ ზაფხულს ჩემი გეგმა იყო „ჰოუმსტუდიოს“ გამდიდრება. შევიძინე ახალი ინსტრუმენტები და მთელ დროს მათ შესწავლას ვუთმობ. ახალი ინსტრუმენტები ახალ აღმოჩენებს უდრის. ამიტომ, ყველაზე საინტერესოც სწორედ ეს იყო.
– ნინა, თავს იღბლიანად მიიჩნევ, თუ ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად „რქებით მიწოლა“ გიწევს?
ვფიქრობ, წარმატებული ადამიანი თავისთავად იღბლიანია. უცნაურია, წარმატებული იყო და იღბალს არ უმადლოდე, გარკვეულწილად მაინც! სიმართლე გითხრათ, ხელოვნება და „რქებით მიწოლა”, არა მგონია, ერთმანეთთან კავშირში იყოს. ხელოვნება თვითგამოხატვა და ექსპანსიაა, რომელიც თავისთავად ხდება. არტისტმა, უმეტესწილად, არც კი იცის, რას ქმნის. ის, უბრალოდ, პროცესშია და ამ შემთხვევაში, წარმატებაც სწორედ ამ ბუნებრივი ექსპანსიის ხარჯზე მოდის და არა მიწოლით, რქები იქნება ეს თუ რაიმე სხვა. ისე კი, ასეთი „მიწოლილი” კარიერა, სამწუხაროდ, მალე მთავრდება.
– ამბობენ, ხელოვანს ინტუიცია ზედმეტად აქვს განვითარებული და წარმატებას წინასწარ, რაიმე მოვლენის, სიზმრების ან ქვეცნობიერის საშუალებით ახერხებსო. შენს შემთხვევაში როგორ არის საქმე?
– მგონია, რომ მომავალი, ერთი მხრივ, კონცეფციაა, მეორე მხრივ კი, დღევანდელი დღის შედეგი. ამიტომ, თუ აწმყოს კარგად შეიგრძნობ, მომავლის შეგრძნებაც მოვა. პირადად მე, არ მქონია შემთხვევა, აწმყოსთვის ყური დამეგდოს და კითხვებზე პასუხი ვერ მიმეღოს. ინტუიციაც, გარკვეულწილად, ამაზეა აწყობილი. ხანდახან, ის, რაც ნათელი არ არის და კონკრეტული სიტყვებით არ ვიცით, რაღაც გრძნობების სახით მოდის. თუ ამის სწორად ამოკითხვას ისწავლი, ინტუიციაც განვითარდება. მე კი ეს შემიძლია. სიზმრები ჩემთვის უფრო ქვეცნობიერის გაცხადებაა. ეს კი ხანდახან, რა თქმა უნდა, შეიძლება, წინასწარმეტყველურიც იყოს.
– ცრურწმენების გჯერა? მაგალითად, ცუდ სიზმარს წყალს ატან?
– აი, რომ ამბობენ, ცუდ სიზმარს წყალს ვატანო, მე არაფერს არ ვატან წყალს (იცინის). ის, რაც შენს გონებაშია, წყალს ვერ გაჰყვება. მოგვარებისა და თავიდან აცილების ბევრად რაციონალური გზები ვიცი. ზოგადად კი, ცრურწმენების არ მჯერა. უბრალოდ, ვიცი, რაღაც თუ ძალიან არ მინდა, რომ მოხდეს, არ მოხდება. თუ მაინც ხდება, ესე იგი, ამის გარდაუვალი აუცილებლობა იყო და ჩემს სურვილებს ძალა არ ჰქონდა. ამიტომ ეს, ალბათ, ასეც არის საჭირო.
– ბოლო დროს, საზოგადოებაში არ ჩანხარ. ჭორი გაჩნდა, რომ საქართველო დატოვე და უცხოეთში გადახვედი საცხოვრებლად.
– არსად წავსულვარ, უბრალოდ, ბევრი გადაადგილება მიწევს და ალბათ, ამიტომ გაჩნდა ეს ჭორი. უბრალოდ, დაახლოებით, 2 თვის წინ, ჩემი პროექტის Phonothek-ის რიგით მეორე ალბომი გამოვიდა ამერიკაში, რომელიც წარმატებით იყიდება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ასევე, რამდენიმე კონცერტი მქონდა ევროპაში. სულ ცოტა ხნის წინ კი, საქართველოში დავბრუნდი და „ბლექ სი არენაზე” ვიმღერე. არა მგონია, რომ არ ვჩანდე. უფრო სწორად, იქ ვჩანვარ, სადაც ჩემი ადგილია, თან, არც ისე იშვიათად.
– ბედისწერის თუ გჯერა, ანუ, რაც ადამიანს დაბადების მომენტში შუბლზე დაეწერა, მას ვერ აცდება და ვერც ვერაფერს შეცვლის?
  ადამიანს აქვს თავისუფალი ნება, რომლითაც შეუძლია, ყველაფერი იქით მიმართოს, საითაც თავად მოისურვებს. ბედისწერა ჩემთვის უფრო მეტად პოტენციალთან ასოცირდება და არა რაღაც კონკრეტულ, დაწერილ მომავალთან. დარწმუნებული ვარ, ადამიანს იმდენი წასასვლელი გზა აქვს, რამდენსაც თავად მოისურვებს. მაგალითად, ვთქვათ, ჩემი ბედისწერა არ იყო ის, რომ აუცილებლად მუსიკოსი ვყოფილიყავი, მაშინ ზუსტად იგივე წარმატებით ვიქნებოდი, მაგალითად: ჟურნალისტი, ინტერიერის დიზაინერი ან უსაქმური. მაგრამ, ჩემი პოტენციალიდან სწორედ ეს საქმე და ეს განხრა ამოვირჩიე და მის განვითარებას ვემსახურები. ეს ბედისწერა არაა, ეს, უბრალოდ, არჩევანია.
– სიმართლე გითხრა, შენზე ჭორი არ გამიგია. თავად თუ გიყვარს ჭორაობა და თუ მოქმედებს, როცა შენზე რაიმეს იგებ?
– ზოგადად, ჭორაობა არ მიყვარს და ჭორიკნობა არა მხოლოდ ჩემი აზრით, რეალურადაც, ფსიქიკური პრობლემაა, რომელსაც სერიოზულად უნდა მიხედოს ადამიანმა და ეცადოს, გამოასწოროს. როდესაც დაჟინებით გინდა, გაიგო შენზე რას ლაპარაკობენ, ესეც პრობლემაა, რომელიც პირადად მე, საბედნიეროდ, არ მაქვს. ამიტომ, ჩემს თავზე არანაირი ამბავი არ მსმენია. მე თვითონ ყველაზე კარგად ვიცი, რა ხდება ჩემს ცხოვრებაში. ვერ ვხედავ მიზეზს, რომ ამის შესახებ სხვას ვკითხო. მაინტერესებს საინტერესო ამბები საინტერესო ადამიანებზე – ამბები, რომლებიც არ უკავშირდება ტყუილს, არ არის განმსჭვალული ბოროტებით და ბოღმით. ამიტომ, არა მხოლოდ ჩემს თავზე არ ვიცი ჭორი, საერთოდ, არცერთი ჭორი არ ვიცი და არც არასდროს მეცოდინება!
скачать dle 11.3