№35 კახა კუხიანიძის ანეკდოტები
ბიჭი ქუჩაში შემხვედრ გოგოს ეუბნება:
– რა ლამაზი ხარ, რატომ აქამდე არსად შევხვედრივართ?
– აქამდე ღმერთმა დაგიფარა, შე უბედურო!
***
ღამით ქმარი ეუბნება ცოლს:
– მოდი, საწოლზე ვიხტუნაოთ და მეზობლებს ეგონებათ, რომ სექსი გვაქვს.
– ჰოდა, ხვალ დილით, თეფშებზე ჩანგლები და კოვზები ვაკაკუნოთ, ეგონოთ, რომ საუზმე მოგიმზადე.
***
გავიგე, ინსულტს დაურტყამს და რომელ მხარეს?
– ჰო, მარცხენა ხელი და ფეხი წამართვა.
– და, სასქესო ორგანო?
– მოვასწარი და მარჯვნივ გადავწიე.
***
გურულმა თქვა: „გარეთ ისე ცხელა, ვინმე ცივი მზერით რომ მიყურებს, მიხარია.“
***
მზისგან მაგრად დამწვარ ახალგაზრდა მამაკაც პაციენტს, ექიმმა ტკივილგამაყუჩებელი მალამო და ვიაგრას ტაბლეტები გამოუწერა. იქვე მდგომმა ახალგაზრდა ექთანმა გოგონამ გაკვირვებულმა ჰკითხა:
– ექიმო, ტკივილგამაყუჩებელი მალამო გასაგებია, მაგრამ ვიაგრა რად უნდა?
– დამწვარ ტანსა და ფეხებზე ზეწარი რომ არ შეეხოს.
***
ქობულეთელ ბავშვს ჰკითხა დამსვენებელმა:
– რა უნდა გამოხვიდე, რომ გაიზრდები?
– მდგმური!
***
ბარში ბიჭი ეუბნება ახალგაცნობილ გოგოს:
– მე შენ გაჩუქებ ვარსკვლავებს, მთვარეს, მზეს, მთებს, მდინარეებს, ტბებს... მთელს სამყაროს.
– უიმეეე... რა არის, ფული საერთოდ არ გაქვს?
***
ბრალდებულს სასამართლოზე განაჩენი უნდა გამოუტანონ ქალის გაუპატიურებაზე. მოსამართლემ, დაზარალებულის შემოყვანა ითხოვა დარბაზში და რომ შეხედა, განაჩენი ეგრევე გამოიტანა:
– ბრალდებული გამართლებულია! რადგან, დაზარალებულის გარეგნობა გამორიცხავს მისი გაუპატიურების სურვილს!
ნიკა არაბიძის ანეკდოტები
სვანს თავის მოკვლა უნდა, გავარდა გარეთ და მანქანას შეუვარდა ბორბლებში. არ მოკვდა. გაქანდა და შეუვარდა მეორეს – არ მოკვდა. შეუვარდა მესამეს და მაინც არ მოკვდა. გამვლელმა ჰკითხა:
– რას შვრები, კაცო?
– თავის მოკვლა მინდა.
– მერე, პარკინგზე მდგომს კი არა, მოძრავ მანქანას უნდა შეუვარდე.
***
– ალო, ქალბატონო, შემაერთეთ ჩემს ცოლთან!
– რა ნომერია?
– ნომერი რა...შაჰი კი არ ვარ, ცოლი დანომრილი მყავდეს.
***
– მიხო, როგორა ხარ?
– საზამთროსავითა.
– ეგ როგორა, კაცო?
– როგორ და მუცელი მეზრდება და ყუნწი კიდევა, მიხმება.
***
მსახიობი ქალი ეუბნება რეჟისორს:
– თქვენ მე გძულვართ! ვიცი, როცა მოვკვდები, ჩემს საფლავთან მოხვალთ და დამაფურთხებთ!
– მეტი საქმე არ მაქვს, მაგხელა რიგში ჩავდგე.