№35 რა მოხდა ამ დღეს
28 აგვისტო
476 – არსებობა შეწყვიტა რომის იმპერიამ.
1904 – ამერიკის შეერთებული შტატების ქალაქ ნიუპორტში პირველად გაასამართლეს მძღოლი სიჩქარის გადაჭარბების გამო.
29 აგვისტო
1526 – ოსმალეთის იმპერიის საომარი მოქმედებების შედეგად, შეწყვიტა არსებობა უნგრეთის სამეფომ.
1825 – ბრაზილია გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.
1883 – თომას აპერნმა (კანადა) გამოიგონა პირველი ელექტროღუმელი.
30 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 30 წელი – თავი მოიკლა ეგვიპტის დედოფალმა კლეოპატრამ.
1983 – ამერიკელი გაიონ ბლუფორდი გახდა პირველი შავკანიანი, რომელმაც კოსმოსში იფრინა.
31 აგვისტო
1914 – სანკტ-პეტერბურგს გადაარქვეს სახელი და უწოდეს ლენინგრადი.
1955 – უილიამ კობმა (ჩიკაგო) პირველად წარუდგინა საზოგადოებას ავტომობილი მზის ბატარეებზე.
1 სექტემბერი
1859 – რელსებზე შედგა პირველი ვაგონი საძილე ადგილებით.
1939 – დაიწყო მეორე მსოფლიო ომი.
1951 – ლონდონში გაიხსნა მსოფლიოში პირველი სუპერმარკეტი.
2 სექტემბერი
1870 – საფრანგეთის არმიამ და თვით იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ, სედანთან განცდილი მარცხის შემდეგ, გამოაცხადეს კაპიტულაცია გერმანელთა წინაშე.
1945 – დასრულდა მეორე მსოფლიო ომი.
3 სექტემბერი
1778 – მილანში გაიხსნა ოპერა „ლა სკალა“.
1921 – პირველად გამოიყენეს ავიაცია მავნე მწერების მოსასპობად.
1949 – ამერიკის შეერთებულ შტატებში დაარსდა ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია NBA.