კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 როგორ წაართვა თანასოფლელმა ცოლი მეზობელს გაჩიანში და როგორ აპირებენ ისინი ქალზე შურისძიებას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

„ჩემი ძმა კომაშია, ეს გოგო კი ჩვეულებრივად დადის. ახლა შეიძლება, კიდევ სხვა კაცი უნდა“, – აცხადებს ცემისა და გაუპატიურების შედეგად უგონო მდგომარეობაში მყოფი მამაკაცის ძმა. კრიმინალური შემთხვევა გასულ კვირას, გაჩიანში, სოფელ ყარაჯალარში მოხდა. 42 წლის მამაკაცი, რომელიც თანასოფლელის ცოლთან ერთად გაიქცა, ქალის ქმარმა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად, ჯერ სცემა, შემდეგ კი შამპანურის ბოთლით გააუპატიურა. ამ ფაქტს მთელი სოფლის ახალგაზრდობა უყურებდა, როგორც ამბობენ, მათ შორის არასრულწლოვნებიც იყვნენ. სამართალდამცველებმა ჯერჯერობით მხოლოდ რამდენიმე დამნაშავე პირი დააკავეს. მათ შორისაა ქალის მეუღლე და ძმა.
ერთ-ერთი თანასოფლელი: სანამ ამ კაცს ცემდნენ და გააუპატიურებდნენ, წინა დღეებში ის ამ ქალთან ერთად სოფლიდან გაიქცა. რაღაც ურთიერთობა ჰქონდათ. ღამით წავიდნენ და მეორე დღეს, შუადღისით დაბრუნდნენ.
– თავისი ნებით დაბრუნდნენ თუ ვინმე ჩაერია?
თავისი ნებით დაბრუნდნენ, მაგრამ ჯერ პოლიციაში მივიდნენ.
– პოლიციაში რა უნდოდათ?
გოგოს განუცხადებია პოლიციელებისთვის, რომ საკუთარი ნებით გაჰყვა ამ კაცს და ძალით არავის წაუყვანია. მათ გაპარვას სოფელში დიდი ამბავი მოჰყვა. როგორც ჩანს, იფიქრეს, ბევრი რამ შეიძლებოდა მომხდარიყოო. ამიტომ, ქალმა თვითონ თქვა, ჩემი ნებით გავყევიო. ამის შემდეგ ის ქმრის ოჯახში აღარ დაბრუნებულა. მშობლების სახლში წავიდა.
– და მამაკაცი სად წავიდა?
– ის სოფელში ვეღარ ჩამოვიდოდა. კარგი საქმე არ გაუკეთებია და იცოდა, რომ აქ საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ საერთოდ წავიდა. რუსთავში იყო. რამდენიმე საათის შემდეგ, იქ შეხვედრია ქალის მეუღლე ამ ყველაფრის გასარკვევად. შეხვდნენ, იჩხუბეს, სცემეს, მანქანაში ჩასვეს და აქ ჩამოიყვანეს. სოფლის განაპირას გაიყვანეს, იქაც სცემეს და შამპანურის ბოთლით გააუპატიურეს. უშუალოდ ამას რამდენიმე ადამიანი აკეთებდა, მაგრამ ხომ იცით, სოფელში ბევრი ახალგაზრდაა. ცემასა და გაუპატიურებაში მონაწილეობას არ იღებდნენ, მაგრამ სანახავად თითქმის მთელი სოფელი იყო მისული. ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს და ინტერნეტში ატვირთეს.
– როგორც ჩანს, ბევრი იყო მის მიმართ აგრესიულად განწყობილი.
– ამ ქალის ქმარი და ძმები. დანარჩენები უყურებდნენ.
– თავად ამ ქალის ქმარს ცოლის მიმართაც ხომ არ უცდია ძალადობა?
– მაგას ვერ გეტყვით, არ ვიცი.
– მათი ოჯახების შესახებ რას იტყვით?
ქალს ქმარი და ორი შვილი ჰყავს: 10 და 13 წლის გოგო-ბიჭი. დაზარალებულსაც ჰყავს ოჯახი – მეუღლე და ორი შვილი. ერთი შვილი დაქორწინებულია და შვილიშვილიც ჰყავს.
მომხდართან დაკავშირებით, სოფელში აზრთა სხვადასხვაობაა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ყველაფერში მამაკაცია დამნაშავე და ცემა და გაუპატიურება მისთვის დამსახურებული სასჯელი იყო. ნაწილის აზრით კი, მომხდარში ქალიც ისეთივე დამნაშავეა, როგორიც მამაკაცი და თუ კაცი დაისაჯა, მაშინ სასჯელი ქალსაც ეკუთვნის. თანასოფლელის თქმით, დაზარალებული მამაკაცი ამ გოგოსთვის პირველი არ ყოფილა. მათი განცხადებით, ქალმა ისინიც დაღუპა, ვისთანაც აქამდე ჰქონია ურთიერთობა.
 „ეს ქალი ახლა პოლიციის დაცვის ქვეშაა. თუმცა, ხალხი ამბობს: თუ მოსაკლავია, ორივე მოვკლათ, რატომ მარტო ერთიო? თუ ეგ სცემეთ და სიკვდილამდე მიიყვანეთ, მაშინ ქალიც უნდა მოვკლათო. ამიტომაც პოლიციამ, მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასარიდებლად, ეს ქალი დაცვის ქვეშ აიყვანა. იმ ღამით ვერ დავიძინეთ, ხალხი ამ ქალის მამის სახლთან შეგროვდა, სამაგიეროს გადახდას ცდილობდნენ. მარტო ამ კაცის (დაზარალებულის) ოჯახი კი არა, სოფელში ხომ ჰყავთ კიდევ მხარდამჭერები და ძლივს ვაწყნარებდით. კავკასიელი ხალხი ვართ და ჩვენი სისხლი მოქმედებს. თან, ამ ხალხს განათლება არ აქვს და ეს ბევრ რამეს განსაზღვრავს”.
„ჩემი შვილის ცემაში ყველა მონაწილეობდა – გოგოს ქმარი, ძმა და ნათესავები. ხალხი უყურებდა, რა საშინლად აწამებდნენ, მაგრამ ჩარევით, არავინ ჩარეულა. შამპანურის ბოთლით გააუპატიურეს და ისე სცემეს, სიკვდილამდე მიიყვანეს. ახლა უმძიმეს მდგომარეობაშია. მაგ გოგოზე შურს აუცილებლად ვიძიებთ. ახლა პოლიცია იცავს, მაგრამ დამნაშავეა და ისიც ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც ჩემი შვილი“, – ამბობს დაზარალებულის დედა.
 მამაკაცის ოჯახის განცხადებით, ქალი, რომლის გამოც ეს ყველაფერი მოხდა, მამაკაცს ხშირად აკითხავდა სამსახურში. ეუბნებოდა, რომ უყვარდა და სთხოვდა, მასზე დაქორწინებულიყო.
 „ქალი ხშირად აკითხავდა ხოლმე მას სამსახურში. მის სამუშაოსთან ახლოს ცხოვრობს. მიდიოდა და ეუბნებოდა: ქმარ-შვილს მივატოვებ, ოღონდ ცოლად მომიყვანეო. სანამ გაიპარნებოდნენ, იმ დღეს უთხრა: ღამით მოდი, როცა ჩემს ქმარს ეძინება და გამოვალო. კაცი ნასვამი იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა“.
 გოგონას მშობლების თქმით, მამაკაცი ქალის მოხიბვლას განზრახ ცდილობდა, რადგან მის ქმართან წარსულში უთანხმოება ჰქონდა და ამ გზით უნდოდა მასზე შურისძიება. ამბობენ იმასაც, რომ ეს კაცი ქალს მასთან ურთიერთობას აიძულებდა და ქმრისა და ძმის მოკვლით ემუქრებოდა.
ეგ კაცი ჩემს შვილს დასდევდა, აწუხებდა, უნდოდა, მოეხიბლა და მიზანს მიაღწია. ტვინი აურია. ეს სულელიც მოიხიბლა და გაჰყვა. თქვენი კანონების მიხედვით, შეიძლება, თავდამსხმელები დამნაშავეები არიან, მაგრამ ჩვენი კანონის მიხედვით, ეგ კაცი მოსაკლავი იყო. იმ კაცს მეტი ეკუთვნოდა, უნდა მოეკლათ. ასე რომ არ მოქცეულიყვნენ, მაშინ ჩემი ოჯახი უნდა გასწორებოდა იმ არაკაცს. ჩემი ბიჭიც იქ იყო, როცა სცემდნენ. მან ოჯახის ღირსება შეურაცხყო და ასე უნდა მომხდარიყო. მთელი სოფელი უყურებდა ამას, მაგრამ არავინ ჩარეულა, იმიტომ რომ, სამართლიანი იყო, რაც ხდებოდა“.
მშობლების თქმით, დაზარალებულს ქალის ქმართან ადრეც ჰქონია უთანხმოება. ერთხელ იარაღითაც მივარდნია. ახლა კი მათი თქმით, ამ გზით სცადა შურისძიება. სპეციალურად ცდილობდა მათი შვილის მოხიბვლას. მერე კი დაურეკა ქალის ქმარს და უთხრა, ცოლი წაგართვიო.
სოფლის მცხოვრები: ამბობენ, რომ ადრეც ჰქონდათ ამათ ურთიერთობა. ბევრ რამეს ამბობენ და რთულია მტკიცებით საუბარი. მაგრამ, თქვეს, ამ ქალს და კაცს, უკვე სამი წელია, რაც ურთიერთობა აქვთო.
– იმ დღეს დაქორწინების მიზნით გაიპარნენ, თუ რისთვის წავიდნენ სოფლიდან?
სოფლიდან ბიძის მანქანით წასულან. არ ვიცი, რა მიზნით წავიდნენ. ამბობენ ამ კაცს შურისძიება უნდოდა ქალის ქმარზე და სასტუმროში ჰყავდა იმ ღამით წაყვანილიო. მეორე დღეს ორივე პოლიციაში მისულა. უთქვამთ, ორივე თანხმა ვართ ამ ურთიერთობაზეო. ქალმა ჩემი ნებით გავყევიო. მერე ამ ბიჭს დაურეკავს ამ ქალის ქმრისა და ძმებისთვის: მოდით, მე მართალი ვარო. ქმრისთვის უთქვამს, შენი ცოლი თანახმაა ჩემთან ყოფნაზეო. მერე ჰქოდათ „რაზბორკა“.
– მომხდარის შესახებ რას ამბობს ქალი?
– პოლიციაში ამბობენ, ქალმა თქვა, მე თანახმა ვარ და არავის აქვს უფლება, მითხრას, რატომ მოიქეცი ასე, რადგან მე ასე მინდოდაო.
– თუ ქალმა ყველაფერი თავის ნებით გააკეთა, მაშინ, როცა ამ კაცზე ძალადობდნენ და მთელი სოფელი უყურებდა, რატომ არავინ ჩაერია? სამართალდამცველებს რატომ არავინ მიმართა? რით იყო გამოწვეული ამხელა აგრესია?
– ეს არ ვიცი.
– ამ ქალის შვილები სად არიან ახლა?
– ქმრის ოჯახთან.
– ქმრის ოჯახი რას ამბობს?
– მთელ სოფელში აზრთა სხვადასხვაობაა. ზოგი ქალს ადანაშაულებს, ზოგი – კაცს.
– ქალს მანამდე ცუდი ურთიერთობა ჰქონდა ქმართან?
– კი, ასე ამბობენ.
– ქალი რამდენი წლისაა?
– 30 წლამდე. ორი შვილი ჰყავს.
– სხვა კაცებიც ჰყავს გამწარებულიო, ესეც თქვეს.
– ეს არ ვიცი. შეიძლება, რაღაც იყო, მაგრამ არ ვიცი.
დაზარალებულის ძმა: ჩემი ძმა მძიმე მდგომარეობაშია. მინდა, პირადად ვნახო, მაგრამ ჯერ-ჯერობით ამის უფლებას არ მაძლევენ. ჩემი ძმა კომაშია, ეს გოგო კი ჩვეულებრივად დადის. ახლა შეიძლება, კიდევ სხვა კაცი უნდა. მე რა ვიცი, მაგას რა ხასიათი აქვს. ამათ, მგონი, ადრეც ჰქონდათ რაღაც ურთიერთობა. შეიძლება, ორი წლის წინ, ზუსტად არ ვიცი. ფაქტია, რომ ჩემს ძმაზე ძალადობისთვის რამდენიმე კაცია დაჭერილი. არადა, იქ ოც კაცზე მეტი იყო. ადამიანობაა ასე მოქცევა? მართალია თუ არა, ასე უნდა მოექცე ადამიანს?
– რას ამბობენ თქვენი თანასოფლელები, რატომ მოექცნენ ასე თქვენს ძმას?
– არ ვიცი.
скачать dle 11.3