კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არ დაესწრო შოთიკო ნოზაძე მეუღლის მშობიარობას და ვინ არ აკარებს მას პატარას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 სულ ცოტა ხნის წინ, მსახიობი შოთიკო ნოზაძე მამა გახდა. ყველასთვის ცნობილ თენგოს პირველი გოგონა შეეძინა, რომელსაც საკმაოდ იშვიათი სახელი – ნინე დაარქვა. მამობას ნელ-ნელა ირგებს და მიუხედავად იმისა, რომ ჯერ პამპერსის გამოცვლა და პატარასთვის საკვების მომზადება არ გამოსდის, ყველანაირად ცდილობს, კარგი მშობელი იყოს.
შოთიკო ნოზაძე:
ჯერ კიდევ არ მაქვს მამობა კარგად გაცნობიერებული. ზუსტად ის შეგრძნება მაქვს, რაც ცხრათვიანი მოლოდინის დროს მქონდა. ვიცი, რომ ჩემს ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი რამ მოხდა, ჩემი სისხლი და ხორცი დაიბადა, მაგრამ, მამობა რა არის, ჯერ არ ვიცი. თუმცა, რომ გავიფიქრებ ხოლმე, უკვე შვილი მყავს, საოცარი შეგრძნება მეუფლება, რომლის სიტყვებით გადმოცემაც წარმოუდგენელია. ხუთ აგვისტოს დაიბადა. 3 800 იყო წონით და 52 სანტიმეტრი სიმაღლეში. ოცი ივლისიდან ველოდით დაბადებას, მაგრამ აგვისტოში გადავიდა. ღამის თორმეტის ნახევარზე დაეწყო მეუღლეს ტკივილები და დილის 6 საათზე მივიყვანეთ სამშობიაროში.
– ამ დროს ქმრები პანიკაში ვარდებიან ხოლმე.
– ჩვენი ამბავი სხვანაირად იყო. ექიმისგან გაფრთხილებულები ვიყავით, ტკივილები რომ დაეწყება, ბავშვი მაშინვე არ ჩნდება. ამიტომ, არ იჩქაროთ, მაქსიმალურად გაჭიმეთ დროო. დილის ექვს საათამდე ვითმენდით და ბოლოს, უკვე ხუთ-სამ წუთში ერთხელ რომ უმეორდებოდა მუცლის ტკივილი, ავდექით და სამშობიაროში წავედით. შუადღისით, 4-ს რომ ოცი წუთი აკლდა, დაიბადა.
– დაიბადა გოგონა.
– კი, ვისაც ველოდით, ის დაიბადა. ვიცოდით, რომ გოგონა გვყავდა, მაგრამ სქესს მაინც ყოველ კონსულტაციაზე ვამოწმებდი ხოლმე. ბევრისგან გამიგონია, რომ ექოსკოპია ხშირად ცდება. მაგალითად, ჩემს მეგობარს ცხრა თვე ეუბნებოდნენ, გოგოაო და ბოლოს ბიჭი დაიბადა. ამიტომ, ყოველ მისვლაზე ვეკითხებოდი, ვინ იყო (იცინის).
– იყავით წინასწარ მომზადებულები ვარდისფერი ტანსაცმლით და სხვა საჭირო ნივთებით?
– არა, ასეთი რაღაცები არც მე მომწონს და არც ჩემს მეუღლეს. ცხრა თვის განმავლობაში ზუსტად არაფერი იცი. არ მიყვარს დაგეგმილად რაღაცები. კი, ბატონო, სქესი გვითხრეს, მაგრამ ხომ შეიძლებოდა, ბიჭი აღმოჩენილიყო?! ამიტომ, ტანსაცმლის ყიდვას მოვერიდეთ და წინასწარ მხოლოდ აუცილებელი ნივთები შევიძინეთ.
– გოგოებს ხშირად უნდათ, რომ მეუღლე დაესწროს მშობიარობის პროცესს.
მეც შემომთავაზეს მშობიარობაზე დასწრება, მაგრამ უარი ვთქვი. ამის სურვილი ნამდვილად არ მქონდა. არ მესმის მოსაზრება, რომ აუცილებლად უნდა ნახო შენი მეუღლის ტანჯვა. რატომ უნდა ვნახო?! მეუღლესაც არ უთქვამს, გინდა თუ არა დაესწარიო. ჩემი ნება იყო, მაგრამ, ზუსტად ვიცი, ამას ვერ გავუძლებდი და ამიტომ გავჩერდი.
– როგორი იყო პირველი შეხვედრა შვილთან?
– ამ პერიოდის განმავლობაში მოლოდინი საშინელება იყო, ძალიან ბევრი ვინერვიულე. რომ გავიგე, დაიბადა, შოკში ვიყავი. არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. არაფრის აზრზე არ ვიყავი. ნელ-ნელა მოვედი გონს და სანახავად ავედი. როგორც კი დავინახე, მაშინვე ყველანაირი ნერვიულობა გაქრა და მაშინვე პატარაზე მზრუნველობის შეგრძნება გამიჩნდა. ის ჩემი ბედნიერებაა. სოფომ ბუნებრივად იმშობიარა და დედაც და შვილიც თავს ძალიან კარგად გრძნობენ.
 რომ მითხრეს, გოგონა დაიბადაო, ენა ჩავყლაპე, ხმას ვერ ვიღებდი და ნაბიჯს ვერ ვდგამდი. დიდად არ მიყვარს ღრეობა და მსგავსი ამბები, მაგრამ როგორც ხდება ხოლმე, შამპანური და დალოცვები მოჰყვა ამ ამბავს. საერთოდ, არ მიყვარს სამშობიაროში კონცერტების გამართვა, რესტორანში ხომ არ ხარ? თუ ქეიფი და მოლხენა გინდა, იქ წადი და მოილხინე. უამრავი მშობიარეა და შენი ღრეობით რატომ აწუხებ?! ყველაფერს თავის დრო და ადგილი აქვს. ამიტომ, კი ბატონო, აღვნიშნეთ შვილის დაბადება, მაგრამ ისე, რომ სხვა არ შეგვეწუხებინა. შემდეგ კი, სხვაგან გადავინაცვლეთ ჩვენი ბედნიერების აღსანიშნად.
– რა დაარქვით პატარას?
– სახელი პირადად მე შევურჩიე – ნინე. საკმაოდ უცხო სახელია, მაგრამ არ მკითხო როგორ შევარჩიე. უბრალოდ, მომწონს ეს სახელი და არავითარი განსაკუთრებული ისტორია არ უკავშირდება. კარგია, რომ ძალიან ცოტას ჰქვია, თან ნინე ნოზაძე კარგად ირითმება. მეუღლეც დამეთანხმა. გოგო თუ დაიბადებოდა, მინდოდა, სახელი მე დამერქმია და ასეც გამოვიდა.
– „პირველი ბიჭი მინდას” თემა არ იყო თქვენს ოჯახში?
– რა სისულელეა, პირიქით. პირველად ექოსკოპიაზე რომ მითხრეს, გოგო იქნებაო, გულის სიღრმეში ძალიან გამიხარდა. ისე, ზოგადად, ეს პირველი შვილია და სქესს რა მნიშვნელობა ჰქონდა. მთავარი ის შეგრძნებაა, რასაც ახლა ვგრძნობ და რასაც დროსთან ერთად, კიდევ და კიდევ ვიგრძნობ.
– ინტერვიუებში გითქვამს, რომ მეუღლეს საოჯახო საქმეებში ეხმარები. მამობა როგორ მოირგე?
– ამჯერადაც არ ვღალატობ კარგი მეუღლის როლს და ვცდილობ, კარგი მამა ვიყო. მეუღლეს ყველაფერში ვეხმარები. მორიგეობა გვაქვს მე და სოფოს დაწესებული. ნახევარი საათი ის იძინებს, ნახევარი – მე, ერთი ის, ერთი – მე (იცინის). გაგვიმართლა, რომ ჭირვეული არაა. პირიქით, ძალიან მშვიდია, სძინავს და ჭამს (იცინის). მაგრამ, მაინც ყოველთვის ფხიზლად ვართ, რომ უცებ რამე არ დასჭირდეს.
– პამპერსის გამოცვლაზე წუწუნებენ ხოლმე მამები.
– პამპერსის გამოცვლა მეც არ მისწავლია. სხვათა შორის, ვცადე, მაგრამ არ გამომივიდა. თუმცა აუცილებლად ვისწავლი. ჯერ ძალიან პატარაა და კარგად ვერ ვეხები. ცოტა მეშინია არაფერი ვატკინო. დამატებით საკვებსაც ვაძლევთ, მაგრამ გულწრფელად ვიტყვი, არც მისი მომზადება ვიცი. მარტივი ჩანს, მაგრამ არცერთხელ არ გამიკეთებია (იცინის). იმიტომ რომ, ბავშვს არ მაკარებენ. მე როგორ მიმაკარებენ, ამდენი მომვლელი ჰყავს. მერე, ცოტა რომ გაიზრდება და მარტო დავრჩებით, ყველაფერს ვისწავლით.
– ახლა ვისთან ერთად ხართ?
– ახლა მშობლები გვეხმარებიან მოვლაში. ბებიები და ბაბუები ზრუნავენ მასზე. ახლა თბილისში, სოფოს სახლში ვართ. თუმცა, იმიტომ არა, რომ ბავშვმა დაბადების შემდეგ რაღაც პერიოდი დედის სახლში უნდა გაატაროს. ამ ტრადიციას ნამდვილად არ ვიცავთ, უბრალოდ, სოფოს კერძო ბინა აქვს, მე რუსთავში, კორპუსში ვცხოვრობ და სისულელე იქნებოდა, ამ სიცხეში, იქ წამეყვანა. ფეხმძიმობის დროსაც ხშირად ვიყავით აქ და ახლაც, ბავშვი სუფთა ჰაერზე გამოგვყავს ხოლმე ეზოში. რუსთავში ამის პირობები არ გვქონდა.
– შვებულების პერიოდი სრულდება და მალე მოგიწევს ოჯახური სიმყუდროვისგან დიდი ხნით მოწყვეტა. ალბათ, უკვე განიცდი.
– ჰო, ამ ამბავს განვიცდი. ახლა, რამდენიმე საათი რომ ვტოვებ, პატარა ძალიან მენატრება, სულ მასთან ერთად მინდა ყოფნა. არ ვიცი, რა იქნება და როგორ შევეგუები ამ ამბავს. ახლა, რომ წარმოვიდგინე, განშორება საშინელი იქნება. მაგრამ, როგორც კი დრო მექნება, მასთან გავჩნდები.
– ფეხმძიმობისას და მშობიარობის შემდეგ, პირველ ეტაპზე, გოგონებს ცოტა ურთულდებათ ხასიათი. სოფოს შემთხვევაში როგორაა?
– პირიქით, ძალიან მშვიდი და წყნარია. რომ იყო, იმაზე უკეთესია. არანაირი დეპრესია და არანაირი სტრესი. ძალიან კარგად გრძნობს თავს. ცოტა დაღლილია, თუმცა ეს ბუნებრივია ამ მდგომარეობაში. წარმოიდგინე, ამხელა მუცლით ბოლო თვეები ამ სიცხეში. თან, ბოლოს ძალიან რომ დაცხა, უკვე მშობიარობის დრო ახლოვდებოდა და ქალაქიდანაც ვერ გავიდოდით. ამიტომ, მისი დაღლილობა არ მიკვირს. თუმცა, ეს მის ხასიათზე არ აისახება. ბავშვი რომ დაიბადა, თავიდან ცოტა დაბნეული იყო, მაგრამ ახლა, ნელ-ნელა ჩადგა რეჟიმში და დედობას ირგებს.
скачать dle 11.3