№35 ორკვირიანი დიეტა ფეხებისა და მუცლის გასახდომად
ქალების უმრავლესობისთვის, ზედმეტი კილოგრამების დროს ყველაზე პრობლემურია მუცლისა და ბარძაყების ზონები. თუ დაიცავთ ორკვირიან დიეტას, ამ პრობლემას ადვილად გადაჭრით. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ამ დროს რაციონიდან მკაცრად უნდა გამორიცხოთ ყავა, სპირტიანი სასმელები და ცხიმიანი საკვები.
თუ გეყოფათ ნებისყოფა და ქვემოთ მოყვანილ დღის რაციონს ზედმიწევნით დაიცავთ, მაშინ, 2 კვირაში, მინიმუმ 7 ზედმეტი კილოგრამის მოკლება და მუცლისა და ბარძაყების ზონაში ზედმეტი ცხიმის მოცილება გარანტირებული გექნებათ.
საუზმე: 1 ცალი თოხლოდ მოხარშული კვერცხი, 1 ცალი კიტრისა და 1 ცალი პომიდვრის სალათა დაჭრილი ქინძითა და რეჰანით.
ლანჩი: ბოსტნეულის წვნიანი, ერთი ნაჭერი დიეტური პურითა და ერთი ჭიქა ახალგამოწურული ხილის წვენით, ჭამიდან რამდენიმე წუთის მერე.
სადილი: 100 გრამი მოხარშული ქათმის თეთრი ხორცი, ბოსტნეულის სალათა.
ვახშამი: 1 ცალი მოხარშული კარტოფილი, კიტრისა და პომიდვრის სალათა.