№35 როგორ ავიცილოთ ზედმეტი პრობლემები კონკრეტული ადამიანებისგან
ყველა ადამიანის ცხოვრებაში არსებობს, ეგრეთ წოდებული, აღმავლობისა და ჩავარდნის პერიოდები, ასევე, წარმატებული და წარუმატებელი კავშირები. ხასიათიდან და ზოდიაქოს ნიშნიდან გამომდინარე, კონკრეტულ ადამიანებს ვიზიდავთ და შემდეგ, მათი ზეგავლენით, ხდება გაუთვალისწინებელი მოვლენები. ამიტომაა, რომ ზოგი ადამიანის გვერდით თავს მშვიდად და კომფორტულად ვგრძნობთ, ზოგთან კი – დისკომფორტს განვიცდით და ცხოვრება გვირთულდება. ამიტომ, თუ გეცოდინებათ, ვისგან დაიჭიროთ თავი შორს, ზედმეტ პრობლემებს და წარუმატებლობასაც ადვილად დააღწევთ თავს.
ვერძი – ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებულმა ადამიანმა თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული ადამიანებისგან, შორს უნდა დაიჭიროს თავი. მათ შორის კომპრომისის გამონახვა და საერთო ენის პოვნა, რთულია. თევზი ემოციურია, მეოცნებე და ჩაკეტილი ბუნების, ვერძი კი – გახსნილი და პირდაპირი. ამიტომ, თუ გსურთ, ინტრიგებს და ზედმეტ პრობლემებს ასცდეთ, მათგან თავი შორს უნდა დაიჭიროთ.
კურო – მაქსიმალურად, ცოტა დრო დაყავით ტყუპების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებთან. პრაქტიკული და წინდახედული კურო ვერასოდეს აიტანს ტყუპისნაირ უპასუხისმგებლო ადამიანს, რომლისგანაც არ იცი, რას უნდა ელოდე და შესაძლოა, ნებისმიერ მომენტში გიმტყუნოთ და გაგიცრუოთ იმედები.
ტყუპები – მოერიდეთ ქალწულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან კონტაქტს. მართალია, ქალწული წესრიგის მოყვარული და დისციპლინირებული ნიშანია, მაგრამ, თქვენგან განსხვავებით, მკაცრი და მომთხოვნი, რაც თქვენში, გაღიზიანებასა და გაბრაზებას იწვევს.
კირჩხიბი – უნდა ერიდოთ თხის რქის ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებს. თქვენს ემოციურობასა და თანაგრძნობას ისინი აუცილებლად ბოროტად გამოიყენებენ, ზურგს უკან გაგაკრიტიკებენ და ამის გამო შესაძლოა, ცხოვრებაც გაირთულოთ.
ლომი – მაქსიმალურად მოერიდეთ სასწორის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს. თქვენი ამაყი და ლიდერული ხასიათიდან გამომდინარე, ყოველთვის ეცდება, დიპლომატიურად დაგიგოთ მახე, თქვენს წარმატებას შეუშალოს ხელი და ნებისმიერ მომენტში გიმტყუნოთ და მიგატოვოთ.
ქალწული – მოერიდეთ მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებს. თქვენს პრაქტიკულ და სტაბილურ ხასიათს ის ვერასოდეს გაიგებს და შეეგუება. მისი უპასუხისმგებლობა და ინტრიგული თავგადასავლები კი, თქვენთვის, ცხოვრებაში ბევრი პრობლემის მიზეზი გახდება.
სასწორი – თუ გსურთ, საკუთარი წარმატება არ დაბლოკოთ და ზედმეტი წინაღობებისა და ბარიერების გადალახვა არ მოგიხდეთ, მოერიდეთ კირჩხიბის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანს. ის არასდროს დაუშვებს, მასზე წინ წაიწიოთ და ეცდება, ხელოვნურად შეგიქმნათ პრობლემები, რომლებზედაც ყურადღებას გადაიტანთ და ინერვიულებთ.
მორიელი – თუ გსურთ ცხოვრებაში სიმშვიდე და იდილია არ დაგერღვეთ, მოერიდეთ ლომის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან კონტაქტს. ამ ორი ნიშნის ერთნაირად მებრძოლი ხასიათი, უკომპრომისო ბუნება და ძალაუფლების სიყვარული ხშირად კონფლიქტის მიზეზი ხდება.
მშვილდოსანი – ერიდეთ კუროს ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანს. თქვენ, როგორც სტაბილურობის მოყვარული, ვერასდროს შეეგუებით მის სპონტანურ გადაწყვეტილებებს და ქმედებებს. ეს თქვენში აგრესიას გამოიწვევს და ჩხუბიც გარდაუვალი გახდება, რაც თქვენს კარიერულ თუ პირად ცხოვრებაზეც ნეგატიურად აისახება.
თხის რქა – მაქსიმალურად მოერიდეთ ვერძის ზოდიაქოთი დაბადებულ ადამიანებს. არც კი ეცადოთ მათთან გულის გადაშლას და სამომავლო გეგმებზე საუბარს, თუ გსურთ, არ იგემოთ წარუმატებლობა და კრახი. ჯიუტი და უკომპრომისო ვერძი ყოველთვის მზად იქნება, შეეწინააღმდეგოს თქვენს გადაწყვეტილებებს და გონება აგირიოთ.
მერწყული – თუ გსურთ ცხოვრებაში სიმშვიდე არ დაგერღვეთ, მოერიდეთ მორიელის ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან დიდი დროის გატარებას. მათი იმპულსურობა და უცნაური გამოხდომები თქვენში აგრესიას გამოიწვევს და ამ დროს თავის შეკავება გაგიჭირდებათ. მათ შეუძლიათ, ისე გაწყენინოთ, არც კი დაფიქრდეს და გააცნობიეროს, ეს რამდენად მოგიკლავთ გულს. არც თქვენი წარმატება გაახარებს და ეცდება, სამაგიერო ინტრიგებით გადაგიხადოთ.
თევზები – მოერიდეთ მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულ ადამიანებთან წარმატებაზე და მომავალზე საუბარს. ნუ გადაუხსნით მათ გულს და ნურც ენდობით, თუ არ გსურთ, ცხოვრება გაირთულოთ. მათთვის თქვენი ცხოვრებისეული პრინციპები და ფასეულობები მიუღებელია და ეს ჩხუბისა და დაპირისპირების მიზეზი ხდება.