კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ დაავალა სტალინმა ბერიას ჰიტლერის სიცოცხლის დაცვა

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია რომ უცოდველი კრავი არ იყო, საყოველთაოდ ცნობილია. თუმცა, მის ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე ბერიას ისეთი აბსურდული წინასწარი ბრალდება წაუყენეს, რომელიც მალევე თავად რომან რუდენკომ (გენპროკურორი) მოხსნა. პროფესორი იოსებ მუშკოვეცი წერს: „ბერიასთვის 1953 წელს წაყენებული მრავალგვერდიანი და მრავალპუნქტიანი ბრალდებების ერთ-ერთ გვერდზე წერია: იყო რა „ენკავედეს“ უფროსი, 1941 წლის დეკემბერში ბერიამ ჩამოაყალიბა ზესაიდუმლო ტერორისტული სკოლა, სადაც ამზადებდნენ მკვლელებს, რომლებიც ადამიანებს ანადგურებდნენო... მალევე ეს აბსურდი მთავარი ბრალდებიდან ამოშალეს, მაგრამ ერთი ასლი არქივში ჩააბარეს და სწორედ იქ მოვიძიეთ 2015 წელს.
წინასწარი ბრალდების ამ პუნქტში ლაპარაკია ბალაშიხაში (პოდმოსკოვიე) მდებარე „ენკავედეს“ საგანგებო, სადაზვერვო-დივერსიულ სკოლაზე, სადაც მართლაც ამზადებდნენ მაღალი კვალიფიკაციის „შემსრულებლებს“ და ეს არც იყო გასაკვირი. „შემსრულებლები“ საბჭოეთის მტრებს ხოცავდნენ, თანაც მეორე მსოფლიო ომის დროს.
 გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „ლავრენტი ბერიას ჰქონდა ფაშისტების ეგრეთ წოდებული „შავი სია“, ანუ, იმ პირთა ჩამონათვალი, რომლებიც ლიკვიდაციას ექვემდებარებოდნენ და ბალაშიხის სკოლაც სწორედ ამ საქმის სისრულეში მოსაყვანად შეიქმნა. „შავი სიის“ სათავეში ადოლფ ჰიტლერი იდგა და მას სხვა „ბობოლები“ „უმშვენებდნენ გვერდს“. თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, ბალაშიხელებს, რომელთა შორის მეც ვიმყოფებოდი, ფაშისტური ელიტა უნდა მოგვესპო. მათთვის თავი მოგვეჭრა და ომი ჩვენს სასარგებლოდ მოგვეტრიალებინა. მიმდინარეობდა საკმაოდ გეგმაზომიერი, მიზანმიმართული მუშაობა და ჩვენი გეგმის განხორციელების პროცენტულობა 70-ს უდრიდა. თუმცა, ფაშისტების სტალინგრადული კატასტროფის შემდეგ „შავი სიიდან“ ჰიტლერი და კომპანია გაქრნენ. ამისი მიზეზი კი ის იყო, რომ სტალინს ჰიტლერი ომის გასაგრძელებლად სჭირდებოდა, რათა თავისი პოლიტიკური მიზნები განეხორციელებინა, ევროპის უდიდესი ნაწილის ოკუპაცია მოეხდინა და „გაეწითლებინა“. მიუხედავად ამისა, ჩვენი ჯგუფი არ დაშლილა და მან მაინც შეასრულა თავისი ფუნქცია, ანუ „შავ სიაში“ გაჩნდნენ ისეთი ადამიანები, ვინც საბჭოთა და ევროპის სხვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მასობრივ გენოციდს ახორციელებდნენ. ასე მოკლეს ჩვენთან მომზადებულმა „შემსრულებლებმა“ (ჩეხებმა) ფაშისტური უშიშროების სამსახურის მონსტრი რეინჰარდ ჰეიდრიხი. ხოლო საბჭოთა დაზვერვის ლეგენდამ, ნიკოლაი კუზნეცოვმა კი ოკუპირებულ უკრაინაში რამდენიმე სისხლისმსმელი ჯალათი გაანადგურა, მათ შორის ერიხ კოხიც...“
მართლაც რომ, აბსურდია, დაადანაშაულო ლავრენტი ბერია იმ ადამიანების ლიკვიდაციაში, ვინც შენ წინააღმდეგ ომში არა მარტო სამხედრო, არამედ უბრალო ადამიანების მიმართ საშინელ დანაშაულს სჩადის. მაინც კარგია, რომ გენერალური პროკურორი რომან რუდენკო დროზე მიხვდა ბრალდების ამ პუნქტის აბსურდულობას და ამოშალა...
ბალაშიხის ტერორისტული სკოლის ირგვლივ არა ერთი სკანდალი ატყდა ნიკიტა ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში. ეს კი ისე გაპიარდა, თითქოს ბერიამ იმიტომ შექმნა ეს უწყება, რომ ბევრი მაღალი კლასის „შემსრულებელი“ მოემზადებინა, რომლებიც პირადად მას დაექვემდებარებოდა. შემდეგ კი ისინი ბერიას უშუალო ბრძანებით, მისივე გეგმის განხორციელებას დაიწყებდნენ და გაწყვეტდნენ საბჭოთა პარტიულ და სამხედრო ელიტას. ბოლოს კი მოვიდოდა „მხსნელი“ ბერია, რომელიც ამ საშუალებას უმალვე შეაჩერებდა და საბჭოთა პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე ერთადერთ ფიგურად დარჩებოდა, რომელსაც იმაზე ათჯერ მეტი ძალაუფლება ექნებოდა, ვიდრე სტალინს თავის დროზე.
ანტიპიარში ყველაზე ცუდი ის იყო, რომ მან კარგად იმუშავა ვერაგულად მოკლული ლავრენტი ბერიას ავტორიტეტის წინააღმდეგ და დღემდე ბერია „საბჭოთა მონსტრის“ მთავარი სახეა...
ძალიან საგულისხმო და ნიშანდობლივი ფაქტია ის, რომ ბერიას „შავი სიის“ შეცვლის გამო ბერიასა და სტალინს ერთმანეთში უმწვავესი კამათი ჰქონდათ, რასაც დაპირისპირებაც კი შეიძლება ვუწოდოთ. გენერალი სერგო გოგლიძე, ის ერთადერთი ადამიანი, ვისაც ბერია ბოლომდე  ენდობოდა, წერდა: „ფაშისტების სტალინგრადთან დამარცხებისა და პაულიუსის დატყვევების შემდეგ, ყველას კარგი განწყობა დაგვეუფლა, მათ შორის ბერიასაც. სწორედ ასეთი განწყობით წავიდა სტალინთან ბერია, როცა ის ბელადმა გამოიძახა. ხოლო უკან რომ დაბრუნდა, რადიკალურად შეცვლილი იყო. მან თავისთან მიხმო და მითხრა:
– სიის შემადგენლობა შეიცვალა. ჰიტლერი და სხვა ვეშაპები ცოცხლები რჩებიან, სტალინმა მხოლოდ ლიფსიტები დაგვიტოვა.
– რატომ, ლავრენტი პავლოვიჩ, შევბედე ბერიას.
– მოკლედ აგიხსნი, – მითხრა ბერიამ და დააყოლა, – სტალინს მთელი ევროპის ოკუპაცია უნდა, ამისთვის ომის გაგრძელებაა საჭირო. ომს კი ცოცხალი ჰიტლერი და ფანატიკოსთა ბრბო თუ გააგრძელებს. აი, ასეთია ჩვენი ბელადის ეს მარტივი ფორმულა. მეტსაც გეტყვი, ბელადმა დამავალა, რომ ჰიტლერსა და კომპანიას თვალის ჩინივით გავუფრთხილდეთ და ჩვენი მოკავშირეების მიერ ფიურერის წინააღმდეგ გამიზნული ყველა ტერაქტი ჩავშალოთ.
მე გაოგნებული ვიყავი ამ სიტყვებით. ბერიამ კი მხოლოდ ის დაამატა, რომ სტალინთან მწვავე დაპირისპირება ჰქონდა ამ საკითხზე და ბოლოს მაინც დაემორჩილა უმაღლეს მთავარსარდალს...“
ბევრი სხვა გვიანდელი წყაროც აღნიშნავს, რომ ლავრენტი ბერია „ევროპის გაწითლების“ წინააღმდეგი იყო და სტალინს ურჩევდა, რომ ბევრად პარიტეტული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობები დაემყარებინა მომავალ საბჭოთა სატელიტებთან, მაგრამ ბელადმა სხვაგვარად გადაწყვიტა... ელემენტარული ანალიზისა და სტალინის სიკვდილის შემდეგ განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ ბერია ბევრად უფრო მოქნილი, თანასწორუფლებიანი პოლიტიკის მომხრე იყო ახალ მსოფლიოში, რაც საბჭოთა ეკონომიკის აღორძინებას შეუწყობდა ხელს. ის კარგად იყო ინფორმირებული და შესანიშნავად ესმოდა, რომ ომში გამარჯვების შემდეგ საბჭოეთის მთავარი მინუსი  სუსტი ეკონომიკა იქნებოდა, რომ მას მოკავშირეების დაუხმარებლად ვერავინ აღადგენდა სრულფასოვნად. მაგრამ, ბერიას არ დაუჯერეს და როცა ის ვერაგულად მოკლეს, საბჭოეთი სულ რაღაცას 40 წელიწადში დაიშალა. ბერიას სახელი კი საბჭოთა საშინელების სინონიმად გადაიქცა.“
скачать dle 11.3