№35 ყველაზე ეფექტური მცენარე თქვენი ჯანმრთელობისთვის
შტოში საოცარი სამკურნალო თვისებების მქონე მცენარეა, რომელიც მისი უნიკალური შემადგენლობის გამო ძალიან ბევრი დაავადების მკურნალობის პროცესში დაგეხმარებათ და ეფექტურ შედეგსაც მოგცემთ.
მის ნაყოფში არის ფლავონოიდების დიდი რაოდენობა, რაც ხელს უწყობს ორგანოზმს C ვიტამინის შეთვისებაში. ფლავონოიდების დიდი რაოდენობა დადებითად მოქმედებს სისხლძარღვებზე და უზრუნველყოფს მათ ელასტიკურობას. განსაკუთრებით სასარგებლო და ეფექტურია მისი გამოყენება ფეხმძიმე ქალებისთვის. უნიკალური თვისებების წყალობით, ის აფერხებს დაბერების პროცესს. თუ ადამიანს აქვს რომელიმე ორგანოს ანთებითი დაავადება, მისი გამოყენება ამ შემთხვევაშიც ძალიან ეფექტურია. ასევე ის ეფექტურად იცავს თქვენს უჯრედებს თავისუფალი რადიკალებისგან
უნიკალური თვისებების გამო შტოში ეფექტურად ებრძვის გაციებას, ავიტამინოზს, ანგინას, რევმატიზმს, ათეროსკლეროზს;
აუმჯობესებს საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის მუშაობას;
ყველა საჭირო მინერალით ამარაგებს ძვლოვან სტრუქტურას;
აქვს სიცხის დამწევი ეფექტი;
ხელს უშლის ვარსკვლავური კაპილარების გაჩენას;
ეფექტურია ვენების ვარიკოზის დროს;
შაქრიანი დიაბეტის დროს ის ეხმარება ადამიანის ორგანიზმს კუჭქვეშა ჯირკვალის ფუნქციის გაძლიერებაში;
მისი გამოყენება ამშვიდებს ადამიანს;
აწესრიგებს ქოლესტერინის ცვლას სისხლში.
შტოში მდიდარია ანტოციანებით, ლეიკოანტოციანებით. ფენოლის მჟავებით, კატეხინებით, მაკრო და მიკროელემენტებით, ბეტაინებით, ძალიან დიდი რაოდენობით შეიცავს კალიუმს, ფოსფორსა და კალციუმს. შეიცავს რკინას, მანგანუმს, სპილენძს, კობალტს, იოდს, ქრომს, თუთიას და სხვა მიკროელემენტებს.
შტოში არეგულირებს მადას და საკვების გადამუშავებას. აძლიერებს კუჭისა და კუჭქვეშა ჯირკვლის წვენის გამოყოფას. სასარგებლოა გასტრიტით დაავადების დროს, ასევე კუჭქვეშა ჯირკვლის ანთების დროს. აქვს შარდმდენი და ბაქტერიოციდული მოქმედება,
შტოშისა და ჭარხლის წვენის ნარევი მაღალი წნევის შემთხვევაში დაგეხმარებათ.
შტოშის შემადგენლობაში შემავალი პროანტოციანიდები წარმატებით აფერხებენ კარიესის და ღრძილების დაავადებების განვითარებას. შტოშის წვენი ამცირებს ქოლესტერინის დონეს, ასევე, შარდსასქესო ინფექციების განვითარების რისკს.
შტოში ამცირებს ქოლესტერინის დონეს და ხელს უშლის თრომბის წარმოქმნას, ტვინის სისხლძარღვებს იცავს ინსულტისგან. შტოშის შემადგენლობაში არსებული ურსულისა და ოლეინის მჟავები აფართოებენ გულის ვენურ სისხლძარღვებს, კვებავენ გულის კუნთებს. შტოში ამცირებს თავის ტკივილს, ამცირებს სისხლში პროთრომბინის შემცველობას, აუმჯობესებს ელასტიკურობას, აძლიერებს სისხლის კაპილარებს. შტოში სასარგებლოა მაღალი სისხლის წნევის დროს.
შტოშის წვენი შესანიშნავად კლავს წყურვილს, ორგანიზმიდან გამოდევნის ტოქსინებს, რომლებიც მასში ავადმყოფობისას გროვდება. ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია თაფლგარეული შტოშის წვენი.
შტოში შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, აქვს ანტისიმსივნური და ანთების საწინააღმდეგო თვისება. მეცნიერები ამტკიცებენ, რომ სიმსივნური დაავადებების მკურნალობის დროს შტოში საკვებ რაციონში ერთ-ერთი ძირითადი ინგრედიენტი უნდა იყოს. ითვლება, რომ შტოშის წვენი აფერხებს სიმსივნური უჯრედების ფორმირებას, ხელს უშლის მათ წარმოქმნას და გამრავლებას. შტოში შეიცავს კვერციტინს, რომელსაც შეუძლია ორგანიზმი დაიცვას სარძევე ჯირკვლისა და მსხვილი ნაწლავის სიმსივნისგან. შტოშის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერება, რეზვერატროლი, ავლენს სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედებას, ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების გამრავლებას.
შტოში ამაღლებს იმუნიტეტს.
აურიეთ ერთმანეთში 1 კილოგრამი კენკრა, დაჭრილი ვაშლი, 2 ჭიქა ნიგოზი და დაასხით 1 ჭიქა წყლისა და 2,5 კილოგრამი შაქრისგან მომზადებული სიროფი. ნარევი 30 წუთის განმავლობაში ადუღეთ ნელ ცეცხლზე და ქილებში გადაიღეთ. ყოველ დილით მიიღეთ თითო სუფრის კოვზი და დააყოლეთ თბილი წყალი.
შტოშის წვენს მიირთმევენ ავიტამინოზის დროს, ასევე როგორც ცხელების საწინააღმდეგო საშუალებას, სასუნთქი გზების დაავადებების, ანგინის, რევმატიზმებისა და სხვადასხვა ანთებითი დაავადებების დროს.
შტოში გამოირჩევა ანტიდეპრესიული და მატონიზირებელი თვისებებით, აუმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მუშაობას. აქვს სიცხის დამწევი ეფექტი და სასარგებლოა მაღალი ტემპერატურისა და ვირუსული დაავადებების დროს.
შტოშის წვენი ასუფთავებს ჭრილობებსა და დამწვრობებს, აჩქარებს მათ შეხორცებას.
შტოშს, როგორც ცოცხალს, ისე გადამუშავებულს, ფართოდ იყენებენ გასტრიტისა და კოლიტის სამკურნალოდ. ცოცხალი კენკრა და მისი წვენი, ასევე – სიროფი, კისელი და მურაბა აძლიერებს კუჭისა და პანკრეასის წვენის გამოყოფას.
პოლ-პალა – ჯადოსნური
სამკურნალო საშუალება
პოლ-პალა სამკურნალო მცენარეთა ჯგუფს მიეკუთვნება. მის ნაყენს ახასიათებს დიურეზული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. ამცირებს სისხლის შრატში შარდოვანას კონცენტრაციას.
მისი გამოყენება ეფექტურია: პიელონეფრიტის, თირკმლისა და შარდგამომყოფი გზების კენჭოვანი დაავადებების, ცისტიტის, ურეთრიტის, ქოლეცისტიტის, ნაღვლკენჭოვანი დაავადების, ჰიპერტენზიის, შესიების, მარილების ცვლის დარღვევებთან დაკავშირებული დაავადებების დროს.
სამკურნალოდ შეგიძლიათ მოამზადოთ ნაყენი შემდეგნაირად: ჩაყარეთ 1 სუფრის კოვზი ბალახი ჩაიდანში ან თერმოსში, დაასხით 200-250 მილილიტრი მდუღარე წყალი, დააყოვნეთ 12 საათი (თერმოსში დაყენებისას – 1 საათი), შემდეგ გაფილტრეთ და გადმოწურეთ. მიიღეთ 100 მილილიტრი თბილი ნაყენი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30 წუთით ადრე. მკურნალობის კურსი – 10-30 დღე.
პოლ-პალა მიჩნეულია უნიკალურ სამკურნალო მცენარედ. პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენია, თირკმლებში შლის კენჭებსა და გამოდევნის ორგანიზმიდან. ამ დროს თირკმლები სწრაფად და უმტკივნეულოდ იწმინდება და იწყებს ნორმალურ მუშაობას.
პოლ-პალას იყენებენ პოდაგრის, პოლიართრიტისა და სპონდოლიზის, პროსტატიტის სამკურნალოდ. როგორც მარილების გამომდევნი და ანთებისსაწინააღმდეგო საშუალება – რეკომენდებულია პიელონეფრიტის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ცისტიტისა და ურეთრიტის სამკურნალოდ.
პოლ-პალას ნახარში ძლიერი შარდმდენი საშუალებაა. ის კენჭების დაშლასა და ორგანიზმიდან გამოდევნას განაპირობებს. ამ მცენარის წყალობით თირკმელები სწრაფად და უმტკივნეულოდ იწმინდება და, რაც მთავარია, ფუნქციონირების ნორმალურ რიტმს უბრუნდება. პოლ-პალა ორგანიზმში მარილოვანი ცვლის მძლავრი სტიმულატორია.
ეს უნიკალური მცენარე კურნავს ღვიძლს, კუჭს, ხელს უწყობს წყლულების შეხორცებას, ფიბრომიომების გაწოვას, აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, აქვეითებს სისხლის შედედების ფუნქციას, რითაც ხელს უშლის სისხლძარღვებში თრომბების წარმოქმნას. პოლ-პალა მდიდარია გულის კუნთებისთვის აუცილებელი ელემენტით – კალიუმით.
პოლ-პალა კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე, აუმჯობესებს მეხსიერებას, აფერხებს ათეროსკლეროზულ პროცესებს, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. კარგი ეფექტი აქვს ბრონქიტისა და ტრაქეიტის მკურნალობისას. გარდა იმისა, რომ აცხრობს ლორწოვანი გარსის ანთებას, სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოთავისუფლებასაც უწყობს ხელს. აქვს ანტიბაქტერიული მოქმედება. მის ნაყენში დასველებულ საფენებს ფურუნკულებისა და კანის ჩირქოვანი გამონაყარის სამკურნალოდ იყენებენ.
პოლ-პალას უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა, ოსტეოპოროზი, ჰიპოპარათირეოზი, რაქიტი და ბავშვობის ასაკი.
ვირისტერფა – გაციების,
სასუნთქი გზების დაავადებებისა და კუჭ-ნაწლავის სისტემის
სამკურნალო უებარი საშუალება
ვირისტერფას ფოთოლი შეიცავს გლიკოზიდებს, ანულინს, ეთერზეთებს, მთრიმლავ ნივთიერებებს, საპონინებს, ორგანულ მჟავებს, სიტოსტერინებს, ლორწოებსა და სხვა ნივთიერებებს.
ეფექტურია კომპლექსურ თერაპიაში ლარინგიტების, ტრაქეიტების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქული ასთმის, ფილტვების ანთების, ფილტვის ტუბერკულოზისა და სასუნთქი გზების სხვადასხვა პათოლოგიის, გაჭიანურებული ხველის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტის, თირკმლის, შარდის ბუშტის ანთების, ფილტვების აბსცესისა და განგრენის დროს. გამოიყენება საფენების, კომპრესებისა და აბაზანების სახით ინფიცირებული ჭრილობების, ფურუნკულოზის, კანის წყლულოვანი დაავადებების სამკურნალოდ. აგრეთვე, კუჭის წყლულოვანი პათოლოგიის, კუჭის კატარის, შარდის ბუშტისა და თირკმლის ანთებითი დაავადებების დროსაც. ვირისტერფა აშუშებს დამწვრობას, წყლულებსა და ფურუნკულებს. მას წარმატებით იყენებენ, აგრეთვე, მასტიტისა და წითელი ქარის სამკურნალოდ, ქერტლისა და თმის ცვენის დროს მცენარის ნახარში გამოიყენება შესაზელად
სამკურნალოდ ეფექტურია ვირისტერფას ფოთლები, რომლებსაც კრეფენ ზაფხულის პირველ ნახევარში (ივნის-ივლისში), კალათის დათესლიანებიდან 2-3 კვირის შემდეგ.
ვირისტერფას ფოთლები შეიცავს ლორწოვან ნივთიერებებს, გლიკოზიდ ტუსილიაგინს, ინულინს. ფოთლების ნაყენი ძლიერი ამოსახველებელი მოქმედებით გამოირჩევა. მას უძველესი დროიდანვე იყენებენ სასუნთქი გზების დაავადებათა დროს.
ფოთლების ნაყენი: აიღეთ 5 გრამი (ერთი სადილის კოვზი) ვირისტერფას ფოთოლი, მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 200 მილილიტრი მდუღარე წყალი, დაახურეთ სახურავი და გააჩერეთ წყლის აბაზანაში 15 წუთი. ურიეთ ხშირ-ხშირად. შემდეგ გადმოდგით და 45 წუთის განმავლობაში ოთახის ტემპერატურაზე გააცივეთ. გადაწურეთ, მაქსიმალურად გამოწურეთ ფოთლებიც. მიღებული ნაყენი ადუღებული წყლით 200 მილილიტრამდე შეავსეთ და შეინახეთ გრილ ადგილას, არა უმეტეს 2 დღე-ღამისა. როგორც ამოსახველებელი საშუალება, უნდა მიირთვათ თბილ-თბილი, 1/3 ან ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.
აიღეთ მაისის ან ივნისის ფოთლები. კარგად გარეცხეთ, გადაავლეთ მდუღარე წყალი, გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში და კარგად გაწურეთ. მიღებული წვენი წყლით გააზავეთ (პროპორციით 1:1) და 3 წუთს ადუღეთ. მიიღეთ დღეში სამჯერ, ერთი სადილის კოვზი ჭამის შემდეგ, 7-10 დღის განმავლობაში.