კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 რატომ არის საჭირო ახლობლის გამო საკუთარ სიამოვნებაზე უარის თქმა და რა საშიშროება ემუქრება ქრისტიანობას ისლამისგან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

ხშირად გვესმის, რომ ადამიანებზე დიდ გავლენას ახდენენ ვარსკვლავები, პლანეტები, თუმცა ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხისადმი განსხვავებულია. ამ დამოკიდებულებისა და ასევე, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი):


– სახარებაში მოციქულები მათე და მარკოზი წერენ მთვარეულის განკურნების შესახებ. როდესაც ამბობენ ადამიანზე – მთვარეულია, არაწმინდა სულის მზაკვრობაც ეს არის: სავსე მთვარობისას ესხმოდა ის ამ ჭაბუკს თავს, რომ ადამიანები ცდომილებაში შეეყვანა. ეშმაკს სურს თავისი მზაკვრობა შენიღბოს, რომ იმ ჭაბუკს თვითონ კი არ ტანჯავს, არამედ სავსე მთვარის დროს ესხმის თავს და ამიტომაც ამბობენ, რომ მთვარეულია. დღესაც კვერს უკრავენ ეშმაკს და ამბობენ: მზე, მთვარე, ვარსკლავები ზოდიაქოს ნიშნები ახდენენ ადამიანებზე გავლენას. არც მთვარე, არც მზე და არც ვარსკვლავები არ ახდენენ ადამიანზე გავლენას, რადგან ერთი ადამიანის სული უფრო მეტია, ვიდრე მთელი გალაქტიკა, მთელი სამყარო, რაც კი ღმერთს შეუქმნია. არაფერი არ ახდენს ჩვენზე ზეგავლენას, თუ ჩვენ არ მივანიჭეთ ასტროლოგიას, ასტრონომიას და მსგავს მეცნიერებებს მნიშვნელობას. შენ თუ იტყვი, რომ სავსე მთვარეა და რაღაც მომივა, მართლა მოგივა. ვამბობთ: როგორ ცხელა, რა უბედურებაა...  იქ უფრო მეტად ცხელა, სადაც სულები იტანჯებიან. ამიტომ მადლიერი ვიყოთ იმ მდგომარეობის, რომელშიც ვიმყოფებით. ცხელა, მაგრამ საავადმყოფოში ხომ არ ხარ; ცხელა, მაგრამ საპყრობილეში ხომ არ ხარ?! ნუ იყვედრებით, ნუ წუწუნებთ, ეს მდგომარეობა არ ესიამოვნება უფალს, რადგან ეს უმადური მდგომარეობაა.
– რით შეუძლია ადამიანს ამ ყველაფრისგან განკურნება?
– მთვარეულის მამა ძალიან საინტერესო პერსონაჟია. რომ ამბობენ – „დედის ლოცვები”, ვინ მოიგინა ეს სახელი. ეს მშობლის ლოცვაა და არა მხოლოდ დედის. თითქოს დედის ლოცვას უფრო შეისმენს უფალიო. დედა რომ ურწმუნო იყოს, მამა – მორმწმუნე, რომლის ლოცვას შეისმენს უფალი? აქ საუბარია იმაზე, რომ რომელი მშობელიც მორწმუნეა, იმის ლოცვას ისმენს ღმერთი და არა დედაა მხოლოდ მთავარი და მამა – არა. სახარება მთვარეულთან დაკავშირებით ზუსტად ამ ცრურწმენას ამხობს, როდესაც მამა მიდის უფალთან და საყვედურობს კიდეც: შენმა მოციქულებმა ვერ უშველეს ჩემს შვილსო. ქრისტე კი, არა მხოლოდ მოციქულებს, ჩვენ ყველას გვეუბნება: როდემდე ვიქნები თქვენთან. ქრისტეს უნდა, რომ ჩვენთან იყოს, მაგრამ შენ არ გინდა, რომ მასთან იყო. როცა არ უჯერებ ქრისტეს, არ უჯერებ პავლეს, პეტრეს, არ უჯერებ მოძღვარს, რომელიც გეფერება, გირჩევს – შენთვის უკეთესი იქნება, შვილო, თუ ასე მოიქცევიო. თანამედროვე ქრისტიანების უმრავლესობა დღეს ამ მდგომარეობაშია და ქრისტე მათ ეუბნება: როდემდე ვიყო თქვენთან, ურწმუნო მოდგმავ. ყოველდღე აკეთებ იმას, რაც გინდა და ამ დროს, „მამაო ჩვენოში” ამბობ: „იყავნ ნება შენი”. ეს არის საშინელი ტყუილი, რადგან არ გვაქვს ლოცვა დამთავრებული და ყველაფერს ისე ვაკეთებთ, როგორც გვინდა. ამიტომაც არის ჩვენი ცხოვრება თავდაყირა. მერე მამაოს საყვედურობენ: რატომ ვარ ასე, ხომ დავდივარ ეკლესიაში, ვეზიარები, რატომ არ ვიკურნები, რატომ არის დედაჩემი ასე, ჩემი შვილი. ქრისტე არა მხოლოდ შეაგონებს, არამედ ასწავლის კიდეც. როდესაც მთვარეულს განკურნავს, ამბობს: ეს მოდგმა განიკურნება ლოცვითა და მარხვით.
– ბევრი იტყვის: ვმარხულობ, ვლოცულობ, მაგრამ ჩემი ცხოვრება არ მიდის უკეთესობისკენ, რატომ არ ვიკურნები ან სხვები რატომ არ იკურნებიან?
 – ამ მარხვაზე არ არის საუბარი. მარიამობის მარხვის შენახვა ძალიან ადვილია. მარხვა სხვა რამეა: როცა ჩემს ახლობელს რაიმე პრობლემა აქვს და მე ძალიან მიყვარს ღვინო ან ხორცი და ვიტყვი: სანამ ის არ გამოკეთდება, მე ღვინოს არ დავლევ, ხორცს არ შევჭამ, სანამ ჩემი ახლობელი არ გახდება კარგად. ცრემლებით ვევედრებით უფალს არა საკუთარ თავზე, არამედ სხვაზე: ღმერთო, განკურნე ჩემი ახლობელი და ის მაშინვე განიკურნება. ამის მაგალითები ძალიან ბევრია წმიდა წერილში. შენ გულით ილოცე, გულით იტირე, ფარისეველი ნუ იქნები. დღეს მთელი საზოგადოება ხომ ფარისევლურ მდგომარეობაში იმყოფება. საპატრიარქოშიც კი შევიდა ბოროტი სული, რომელიც მძიმე მდგომარეობაში გვაყენებს. როცა ყველაზე მოდუნებულები, მიშვებულები ვართ, სწორედ მაშინ ვართ კარგი პაციენტები ეშმაკისთვის. არ მეგულება სასულიერო პირი, რომელიც დასვენებას უკრძალავს სულიერ შვილს. მაგრამ აგიკრძალავ სიშიშვლეს, განცხრომას, რადგან ეშმაკი დაგცემს და მერე სასულიერო პირი ვეღარ წამოგაყენებთ. თუ სადმე მიდიხარ, შენს მოძღვარს დაურეკე, მისწერე: დასვენებას ვაპირებ, მამაო და დამლოცე. რომ დაბრუნდები, მადლობა უთხარი: მადლობა ყველაფრისთვის. სერაფიმ როუზი დიდი მამაა, რომელიც კარგად წერს ადამიანის ცხოვრებაზე, მის შინაგან მდგომარეობაზე. ის ამბობს: ახლა გაცილებით გვიანია, ვიდრე თქვენ გგონიათ. ჩვენ ხომ გვიყვარს: ზეგ, მერე.. ბიბლია კი გვეუბნება: დღეს არის შენი გადარჩენის დღე და დღეს მოინანიე შენი ცოდვები. ჩვენი პატრიარქი ძალიან ჰგავს იოანე ღვთისმეტყველს, რომელიც როცა ვეღარ საუბრობდა, ტახტრევანზე დაბრძანებული მიჰყავდათ ყველგან. როდესაც მას ხედავდნენ, ეუბნებოდნენ: იოანე, გვითხარი რამე და ის ამბობდა: ღმერთი სიყვარული არს. ამაზე მეტი რა უნდა გითხრათო. სიყვარული შეიძლება ქალი იყოს, კაცი, შვილი, მაგრამ სიყვარული არ შეიძლება ღმერთი იყოს. თავად ღმერთია სიყვარული. როდესაც აკრძალული სიყვარული გაქვს და ამბობ, რომ ეს ღმერთისგან არის, ეს ტყუილია, რადგან არ შეიძლება, ასეთი სიყვარული ღმერთისგან იყოს. ამიტომ ებრძოლე იმ არაწმინდას, იმ უკეთურებას, რადგან თუ არ ებრძვი, ძალიან მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდები. ხომ ხედავთ, ჩვენი ქვეყანა რა მდგომარეობაშია. ისლამი კი მძვინვარებს მთელ მსოფლიოში. რუსეთისა და ევროპის მომავალი ისლამია, შეგიძლიათ, ინტერნეტში ნახოთ ეს ყველაფერი. 50 წლის მერე მთელი ევროპა ისლამური იქნება, ქრისტიანები აღარ მრავლდებიან და მუსლიმანებს 4-5 ცოლისგან ძალიან ბევრი შვილი ჰყავთ. ჩვენ კიდევ: არ გავთხოვდები; ერთ შვილზე მეტი არ მინდა, როგორ უნდა ვარჩინოო. მუსლიმანები ბევრნი იქნებიან და გადაგვთელავენ. მღვდლები უსაქმურები კი არ ვართ, ბევრი შვილი რომ გვყავს, გვიყვარს ჩვენი სამშობლო. სომხეთის აწ გარდაცვლილი პატრიარქი, ვაზგენი ამბობდა: ქართველები ისეთი ზარმაცები არიან, რომ შეეძლოთ, ნახევარ შვილებს გააჩენდნენო. იმასაც აღარ აჩენენ: ვაიმე, მე მშია და იმათ რა ვაჭამოო. თქვენი მშობლების ცხოვრებას გადახედეთ. პურზე და ნიორზე გაზრდილები იყვნენ და ჩვენ გვშვეს მათ. როგორი სიყვარული აქვთ ერთმანეთის მიმართ. ჩვენ ვინ მოგვიხსენებს?! „ფეისბუქში” დადებენ „შავ ბაფთას”, იქ მიუსამძიმრებენ: „ვერ ჩამოვედი”, „ვიზიარებ”, „გაკოცეე”, „მეწყინაა” და ასე შემდეგ. 300-ზე მეტი მეჩეთია საქართველოში და ახალს ითხოვენ. იმიტომ რომ ჩვენი ეკლესიები ცარიელდება, ისევე როგორც ევროპაში. სანახაობად გადაიქცა ჩვენთან ყველაფერი, რადგან მოგვწყინდა გარეგნული მსახურება. ძველი ქრისტიანები კატაკომბებიდან გამოდიოდნენ, პურს, ღვინოს აკურთხებდნენ და იყო ჩახუტება, მოფერება, დარიგება. ვინმე თუ რამეს დააშავებდა, იტყოდა: მაპატიეთ, ვიმრუშე, ცუდად მოვიქეცი და ერთმანეთს ამშვიდებდნენ – ეს იყო სიყვარულის აღაპი. დღეს კი ყველაფერი სხვაგვარად არის. წვერი მაქვს მოშვებული, ფსკვნილი მიკეთია, მამაო ვნახე, წირვაზე ვიყავი – ყველაფერი გარეგნული დაგვრჩა. იცოდეთ, მუსლიმანები გვაჯობებენ რაოდენობით. თავად იესო ქრისტე ამბობს ლუკას სახარებაში: როცა მოვა ძე კაცისა, ჰპოვებს რწმენას დედამიწაზე? ერთეული ქრისტიანები იქნებიან საქართველოში, ევროპაში, რუსეთში, ამერიკაში. ისე გამრავლდება ურჯულოება, განხმება სიყვარული მრავალთა, რომ ვეღარ ნახავენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს – ეს ყველაფერი აუცილებლად გაითვალისწინეთ.
скачать dle 11.3