კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 გააზრებული შოპინგი „ეპიდემია“

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე


ქალები ისედაც ვერ ვრჩებით გულგრილნი მაღაზიების ვიტრინების მიმართ და მამაკაცები სულ იმას გვსაყვედურობენ, რომ ფულს „ჰაერზე ვფანტავთ“. მაგრამ შოპინგი რომ ერთგვარი თერაპიაა, ამას ვერავინ უარყოფს. თუმცა, არსებობს საშიშროება, რომ ფასდაკლებების სეზონზე ჩვენს ბიუჯეტს სერიოზული დარტყმა მივაყენოთ. რა უნდა ვქნათ, რომ ასე არ მოხდეს?
გთავაზობთ „გააზრებული შოპინგის“ რამდენიმე საიდუმლოს:
1. სანამ საყიდლებისთვის წახვალთ, იმ მოტივით, რომ ფასდაკლებების პერიოდში გარდერობს განაახლებთ, ჯერ ეს გარდერობი შეისწავლეთ კარგად. გაისინჯეთ ტანსაცმელი და მოიშორეთ ის ნივთები, რომლებიც უკვე მოძველდა ან აღარ გრგებთ და არ ჩაიცვამთ. შემდეგ ჩამოწერეთ იმ ნივთების სია, რომელთა ნაკლებობასაც აშკარად განიცდით. სასურველია, ამ ნივთების რაოდენობა ხუთს არ აღემატებოდეს.
2. საყიდლებისთვის გამოყავით კონკრეტული თანხა და საყიდლებზე როცა წახვალთ, თან მეტი ფული არ წაიღოთ. ეს ერთადერთი საშუალებაა, რომ ლიმიტს არ გადააჭარბოთ.
3. ყოველთვის ეცადეთ, შეიძინოთ ის ნივთები, რომლებიც მოახლოვებული  სეზონის უფროა, ვიდრე წარმავალის. ან თუ გადაწყვეტთ მიმდინარე სეზონის შესაფერისი სამოსის ყიდვას, შეარჩიეთ კლასიკური სტილი და ნეიტრალური ფერი (თქვენ ხომ არ იცით, მომავალ სეზონზე მოდაში რა იქნება).
4. შეაფასეთ რისკები, ანუ კარგად შეამოწმეთ და დაათვალიერეთ ის სამოსი, რომელსაც დიდი ფასდაკლებით ყიდულობთ. არცთუ იშვიათად ხდება, რომ ნივთს სერიოზული წუნი აქვს. ასეთი ტანსაცმელი, აჯობებს, საერთოდ არ იყიდოთ. ნუ იქნებით იმის იმედად, რომ გაურკვეველი წარმოშობის ლაქას რაიმე საშუალებით ამოიყვანთ. მცდელობა შეიძლება, კრახით დასრულდეს.
5. როცა სეზონური ფასდაკლებები იწყება, ყველაზე მომგებიანი აქსესუარების შეძენაა, მაგალითად: სათვალის, ჩანთის, თავსაფრის. ზუსტად ასევე მომგებიანია ფეხსაცმელებიც შეიძლება, ფასდაკლებების დროს ძალიან ხელსაყრელ ფასად ისეთი მოდელები შეიძინოთ, რომლებიც მოდიდან არ გადადის.

ოქროს სიტყვები

არსებობს ფრაზები, რომლებსაც ოქროს ფასი აქვს. თუ მათ ხშირად გაუმეორებთ ახლობლებს, მათთან იდეალური ურთიერთობა გექნებათ. თუმცა მამაკაცისთვის განკუთვნილი ფრაზები მაინც განსხვავებულია, მაგრამ მარტივი. რაც მთავარია, გულწრფელი უნდა იყოთ – ეს მნიშვნელოვანია.

თუ ეს მამაკაცი თქვენი მეუღლეა, უთხარით მას:
* „როგორი ბედნიერებაა შენ გვერდით გაღვიძება“ – ხომ არაფერია განსაკუთრებული ამ სიტყვებში, მაგრამ შინაარსობრივად ძალიან ღრმაა და მრავლისმთქმელი. კარგად ასახავს თქვენს გრძნობას მის მიმართ და აუცილებლად დააფასებს.
* „როგორი ძლიერი და გაბედული ხარ“ – არ არსებობს მამაკაცი, რომელსაც ეს სიტყვები არ ესიამოვნება, ასეთიც რომ არ იყოს, თავდაჯერებულობა შეემატება და თამამი ნაბიჯების გადადგმის სურვილი გაუჩნდება. აღარც გარისკვის შეეშინდება. დაფიქრდით, რა არის მისი ძლიერი მხარე და აქცენტი მასზე გააკეთეთ. მთავარია, ისეთი ღირსებები არ „მიაწეროთ“, რომელიც მას არა აქვს, თორემ იფიქრებს, რომ დასცინით. ანუ, მთავარია ზომიერება.
* „გმადლობ“ – როცა ამ სიტყვას წარმოთქვამ, პრაქტიკულად, ყველა ადამიანს მიანიშნებ, რომ თქვენი კეთილი განწყობა მის მიმართ გაგრძელდება. არასოდეს დაგეზაროთ მადლობის თქმა, თუნდაც გაწეული სამსახურისთვის.

მეგობრებისთვის განკუთვნილი
ფრაზები

* „რა კარგია, რომ მხარში მიდგახარ“ – ეს ფრაზა გულწრფელად უნდა წარმოთქვათ. ისე, რომ თავადაც მიიღოთ სიამოვნება.
* „ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები“ – ეს გამამხნევებელი და სტიმულის მომცემი სიტყვებია. თუმცა, სიფრთხილე აქაც საჭიროა. თუ თქვენი მეგობარი თავს არასოდეს უვლის, შეიძლება, არ დაგიჯეროთ. ძირითადად კი, ეს ფრაზა ადამიანებს სიამოვნებას ჰგვრით.
* „ზოგჯერ მიკვირს, ყველაფერი ასე კარგად რომ გამოგდის“ – ამ ფრაზაში დიდი პოზიტივი დევს, ხშირად უთხარით ის მეგობრებს და ნახავთ, როგორი დადებითი რეაქცია „წამოვა“ მათგან.

ჩართეთ ემოცია

ქალს აქვს უნარი, თუკი მოინდომებს, გააცოცხლოს გრძნობა და ხელახლა გააჩაღოს ვნების კოცონი. ამისთვის მისი მზაობა და პატარა ეშმაკობების ცოდნაა საჭირო. მაგალითად, ცნობილია, რომ მამაკაცებს იზიდავთ იდუმალება. ამიტომ, რაღაც სიახლე თუ არ შესთავაზეთ, რუტინა მალე მოსწყინდებათ. ხომ გინდათ, რომ ლტოლვა არ განელდეს? ამისთვის უნდა გაისარჯოთ. არსებობს „პატარა“ ფსიქოლოგიური ტრიუკი – დააკვირდით პარტნიორს, რით აღძრავენ სხვა ქალები მასში ინტერესს. მაგალითად, როცა ერთხელ იქნებით წვეულებაზე ან მასობრივი თავშეყრის ადგილას, კი არ აღშფოთდეთ იმით, რომ სხვა ქალს დაუწყებს ყურებას, არამედ ეს მომენტი თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.
შეისწავლეთ თქვენი პარტნიორის ბუნება. ურთიერთობის ნორმალური წარმართვისთვის ამას დიდი მნიშვნელობა აქვს. რა მოსწონდა თქვენში მაშინ, როცა შეყვარებულები იყავით და ერთმანეთს ხვდებოდით? რით აღაფრთოვანებდით ხოლმე და რას აღნიშნავდა? ახლა შეიძლება, გაგიჭირდეთ, ზუსტად იგივე ემოციები გამოიწვიოთ მასში, მაგრამ ცდა ღირს. პირველ ჯერზე შესაძლოა, არ გამოვიდეს, მაგრამ ხელს ნუ ჩაიქნევთ. აუცილებლად იპოვით იმ „ოქროს სტანდარტს“, რომელიც ხელახლა დაგაბრუნებთ „სიყვარულის ტალღაზე“. ჯერ თქვენი ემოცია უნდა „ჩართოთ“, რომ მერე იმისიც „ჩაირთოს”. ეს ხომ ჯაჭვური და ერთიანი პროცესია. უნდა გაერთიანდეთ იმ საქმეში, რასაც ემოციების გაცოცხლება და განახლება ჰქვია.

ილაპარაკეთ სწორად

ზოგჯერ, საუბრისას ისეთ შეცდომას ვუშვებთ, თავადაც ვერ ვამჩნევთ. მერე კი, როცა რაღაც არ გამოდის, ვერ ვხვდებით, რატომ მოხდა ეს. სხვათა შორის, თუ იცი, სწორად როგორ ილაპარაკო, წარმატებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგმული გაქვს.
წარუმატებელი სიტყვები და ფრაზებია:
1 – არავითარ შემთხვევაში! ეს არ მოხდება, წარმოუდგენელია!
2 – რაღაც უაზრობას და სისულელეს ამბობ! რეებს ჩმახავ?
3 – ვირივით ჯიუტი და სულელი ხარ!
4 – შენი საქციელი ნამდვილი კატასტროფა იყო!
თუ ამ სიტყვებს უფრო რბილი ფრაზებით ჩაანაცვლებთ, ფაქტობრივად, იგივეს ეტყვით, მაგრამ არავის აწყენინებთ.
1 – ვფიქრობ, ეს ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა, ყველაფერი ხდება;
2. იძულებული ვარ, არ დაგეთანხმო. იქნებ გადახედო შენს ნათქვამს;
3. მოდი, ამ ყველაფერს სხვა რაკურსით შევხედოთ, კიდევ ერთხელ გავიაზროთ;
4. საწყენია. შეიძლებოდა, სხვაგვარად მოქცეულიყავი. ყველაფერი უკეთესად იქნებოდა.скачать dle 11.3