კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№35 უგზოუკვლოდ გამიჯნურებულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ რამ გაუდიდა თვალები სიყვარულს?!


როგორც ჩანს, არა მხოლოდ შიშს, სიყვარულსაც დიდრონი თვალები აქვს, იმდენადაც კი, რომ რუსული ცეცხლმაქრი ავიაციის მოტრფიალეები ამტკიცებდნენ, რუსულ თვითმფრინავს ერთ ჯერზე 400 ტონა წყლის ატვირთვა შეუძლიაო.
აშკარაა, რომ ამის მთქმელთა მათემატიკის მასწავლებლებს კეთილად ვერ მოვიხსენიებთ (400 ტონა კი არა, 40 უნდა ეთქვათ), თუმცა, ესეც რომ არ იყოს, უფრო შორსაც წავიდნენ.
სახელდობრ, რაკი სომხეთი და ბელორუსი რფ-ის მოკავშირეები არიან, თუ მათგან მივიღეთ დახმარება, რუსეთმა რაღა დააშავაო. იმას გარდა, ისიც შეგვახსენეს, ბელორუსული და აზერბაიჯანული თვიმფრინავებიც რუსული წარმოებისააო.
შესაბამისად კი, დაასკვნეს, რომ ხანძრის ჩაქრობაში, საბოლოოდ, მაინც ოკუპანტი გვეხმარება.
რაკი ლოგიკას საღათას ძილით ჩასძინებია (საუკეთესო შემთხვევაში და ოპტიმისტური გათვლით), თავს მცირეოდენი განმარტების უფლებას მივცემ: ცხადია, ბელორუსი და სომხეთი რფ-ის მოკავშირეები არიან, ოღონდ არცერთი არ აღიარებს ჩვენი სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობას, განსხვავებით ჩრდილოელი მეზობლისგან; და, რაც მთავარია, თვითმფრინავები არა რუსული, არამედ საბჭოური წარმოებისაა, იმას გარდა, რომ, მაგალითად, ყველანი ადამისა და ევას შთამომავლები ვართ, ამიტომ ოკუპანტებს ვენათესავებით და ადამი დავგმოთ?! –
скачать dle 11.3