№35 ვიზაჟისტი და პრეზიდენტი
ანუ კაცი მუდამ ფორმაში უნდა იყოს
მართალია, ჯერ ჩვენ ის არ მოგვინელებია, რატომ ხარჯავდა ეს ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი, უარი რომ თქვა ჩვენზე (რის საქართველო, რა საქართველო, მე უკრაინელი პოლიტიკოსი ვარო!), საბიუჯეტო თანხებს სხვადასხვა კოსმეტოლოგიურ მანიპულაციასა და კბენით მასაჟზე, რომ ახალი საფიქრალი დაგვემატა.
კერძოდ, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუილ მაკრონს 3 თვის განმავლობაში ვიზაჟისტის მომსახურებაში 26 ათასი ევრო გადაუხდია (იმიტომ რომ კაცია და პიროვნება!).
ეს ამბავი ფრანგულმა გამოცემებმა გვაუწყეს. უფრო მეტიც, ვიზაჟისტი ნატაშა (გვარი ჩემთვის უცნობია) ელისეს სასახლეში ცხოვრობს, ასე თავად პრეზიდენტს მოუსურვებია და თვით წინასაარჩვენო კამპანიის დროსაც ეხმარებოდა კანდიდატ მაკრონს, რომ ამომრჩევლის წინაშე მთელი თავისი გარეგნული ბრწყინვალებით წარმდგარიყო!
ერთი ისაა, რომ ჩვენთვის უცნობია, საკუთარი ჯიბიდან ფარავდა საფრანგეთის პრეზიდენტი გასალამაზებელ ხარჯებს თუ მაინც ბიუჯეტს დაიხმარდა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჩნდება ეჭვი, რომ იქნებდა სწორედ ნატაშას ოსტატური ვიზაჟის დამსახურებაა, პრ. პუტინსა და პრ. მაკრონს რომ აგრერიგად შეუვარდათ გული ერთმანეთზე?! –