№35 ორმაგი სტანდარტი – რფ-ულად
ანუ ვის ურჩევნია მკვდარი ცოცხალს?!
„როსტურიზმის“ თავკაცმა ოლეგ საფონოვმა თავის სამწყსოს, ანუ რუს მოქალაქეებს შეახსენა, თუ რა საფრთხეს შეიცავს საქართველოში მოგზაურობა.
სახელდობრ, აფრთხილებს (მომყავს ციტატა): „ტურისტებს უნდა ესმოდეთ, რომ საქართველოსა და რუსეთს შორის არ არის დიპლომატიური ურთიერთობები. საქართველოში მოქმედებს რამდენიმე კანონი, რომლებიც პოტენციალურ საფრთხეს უქმნის რუს მოგზაურებს.“
უფრო ადრე, ასტრახანის ოლქის „დუმის“ თავკაცმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოში მანქანით მოგზაურობისას ქართველმა მესაზღვრეებმა ის ახსნა-განმარტების გარეშე არ შეუშვეს ქვეყანაში.
მეორე მხრივ, თუ გავიხსენებთ, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე რუს ტურისტებს უბრალოდ ხოცავენ, თუმცა „როსტურიზმის“ თავკაცს ამის შესახებ არავინ გაუფრთხილებია, ჩნდება ეჭვი, რომ, როგორც ჩანს, სახელდობრ რფ-ში მკვდარი რუსი ტურისტი ურჩევნიათ ცოცხალს?! –