კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 მალავს თუ არა ხატია სიჭინავა მეოთხე შვილს და შეურიგდა თუ არა ის დედამთილს

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 ზაფხულის ცხელ დღეებს ხატია სიჭინავა ოჯახთან ერთად კიკეთში ატარებს. თუმცა, მისი საზაფხულო არდადეგები, მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. ყოფილი ტელეწამყვანი ჯერ გერმანიაში იმყოფებოდა მეუღლესთან ერთად „ქოლდფლეის“ კონცერტზე, შემდეგ ალმა-ატაში. უცხოეთიდან დაბრუნებულმა კი შავი ზღვის სანაპიროს მიაშურა... დაახლოებით 6 თვეა, რაც ხატიამ „ფეისბუქი“ გააუქმა და სოციალურ ქსელში აქტიური აღარ არის. რის გამო მიიღო მან ეს გადაწყვეტილება, ინტერვიუდან შეიტყობთ.
ხატია სიჭინავა:
ზაფხული იყო ჩემი საყვარელი სეზონი, ეტყობა, ასაკთან ერთად სიცხის ატანაც აღარ მაქვს. ძალიან რომ დაცხა, მივხვდი, ზაფხული არც ისე ძალიან მყვარებია. ჩემი დასვენება ამ სეზონზე გერმანიაში დაიწყო. გავფრინდით „ქოლდფლეის“ კონცერტზე, სადაც დაუვიწყარი ემოცია მივიღე. ბევრი ხალხი იყო და ზოგადად, ხალხმრავლობა არ მიყვარს. თან აღმოჩნდა, რომ ეს გერმანელები სამმეტრიანები არიან. ვერაფერს ვხედავდი კონცერტის განმავლობაში. ჩემი საყვარელი სიმღერა რომ დაიწყო, ჩემმა ქმარმა შემომთავაზა,  აგწევ და დაინახავო.  მოკლედ, ამწია. გახარებული ვუყურებ ამ სცენას და უცებ ვხედავ ეკრანზე ვჩანვარ კრის მარტინის უკან. სიხარულისგან ყვირილი დავიწყე: მიყურეთ, მიყურეთ-მეთქი. ეს კადრი წამები გაგრძელდა და ვერ მოვასწარი გადაღება, თუმცა ის ემოცია შემრჩა. 6 საათი ვიდექით ფეხზე, მაგრამ გვიღირდა. სახლში მოვედით და მწერს ჩემი დაქალი თბილისიდან, რომლის მეგობარიც ასევე ყოფილა კონცერტზე და გადაუღია ფოტო, ის ფოტო, რომელიც მე ვერ მოვახერხე. ასე აღმოჩნდა კრის მარტინთან ერთად გადაღებული ფოტო ჩემს ხელში. ეს იყო დიდი ემოციური ფონი. მერე ბავშვები ბათუმში იყვნენ და მეც იქ წავედი. ერთი თვე დავყავი ბათუმში.  შემდეგ ჩამოვედი თბილისში, სადაც უკვე 40 გრადუსს სცდებოდა ტემპერატურა, ამიტომ ბავშვები ავიყვანე კიკეთში, ჩვენს აგარაკზე, სადაც ღამე საბნით გვძინავს. სექტემბერში უკვე ვემზადებით სკოლისთვის, პირველ კლასში შედის ჩემი უფროსი გოგო.
– როგორია წინასასკოლო სამზადისი?
– ჩათვალეთ, რომ ფაქტობრივად, მე შევდივარ პირველ კლასში. მივხვდი, რომ სამჯერ მომიწევს სკოლაში შესვლა, ჩაბარება და უნივერსიტეტის დამთავრება. ზუსტად იგივე ემოცია მაქვს, რაც ბავშვს, რომელიც პირველად მიდის სკოლაში. აქტიურად ვემზადებით, ვმეცადინეობთ, მონდომებულები ვართ. მე რომ ბავშვი ვიყავი და გეკითხათ, რა გინდა გამოხვიდეო, ალბათ გეტყოდით, ნაყინის გამყიდველი, ან კოსმონავტი-მეთქი, მაგრამ ჩემმა 6 წლის შვილმა აირჩია გულის ექიმობა. რატომ გადაწყვიტა ასეთი მძიმე პროფესიის არჩევა, არ ვიცი. გახარებული ვარ, რომ ასეთი ჩამოყალიბებულია. როგორ გააგრძელებს და საბოლოოდ რას აირჩევს, არ ვიცი, მაგრამ ამ მხრივ არც ერთს არაფერს დავაძალებ  
– ისე გამოვიდა, რომ მოგზაურობა ყოველ წელს ტრადიციად აქციე. როგორ ახერხებ სამ ბავშვთან ერთად ასე ხშირად უცხოეთში ყოფნას?
– მე და რამაზს გვიყვარს, როცა მარტო დავდივართ ხოლმე. ძალიან კარგად ვატარებთ დროს, ერთმანეთისთვის ვართ არაჩვეულებრივი კომპანია. ვერთობით, ვისვენებთ და რა ვიცი, არ გვჭირდება ზედმეტი ხალხი. ვინაიდან ორი დამხმარე მყავს, ადვილად ვახერხებ დავტოვო ერთი კვირით ბავშვები და გავიდეთ. ძალიან ვენდობი მათ. ჩემი დედამთილი, დედაჩემიც აქ არის და ვიცი, რომ არაფერს არ გაუჭირვენებ.
– ბავშვები არ აპროტესტებენ მათ გარეშე რომ დადიხართ?
– კი. აქვთ პროტესტის გრძნობა. უფრო თვითმფრინავით მგზავრობა აინტერესებთ და მეხვეწებიან, ჩვენ როდის წაგვიყვანო. მაგრამ არ არიან ჩემი შვილები ისე გაზრდილები, რომ რაღაც საკითხი დამიყენონ. უბრალოდ, ბავშვურად მეუბნებიან ხოლმე – დედიკო, ჩვენც წაგვიყვანეო. ვაპირებთ „დისნეილენდში“ წაყვანას. უბრალოდ, ჯერ ძალიან პატარები არიან  და ვერ დაიმახსოვრებენ ემოციას. ამიტომ ველოდები, ცოტა როდის წამოიზრდებიან.
– მკაცრი დედა ხარ?
– ვინაიდან არ მიყვარს უზრდელი ბავშვები და ვფიქრობ, როცა ბავშვი თავხედია, გარკვეული წვლილი მიუძღვის ოჯახს, ალბათ, მკაცრი ვარ, თუმცა იმავდროულად, ძალიან თბილიც. ყოველ ორ წუთში ერთხელ ვეუბნები მათ, რომ მიყვარს და ანალოგიურს ვიღებ ბავშვებისგანაც. რომ გითხრათ, ვყვირი-მეთქი, არა, უბრალოდ, იციან, რომ ყველაფერი არ გაუვათ ჩემთან. აქედან გამომდინარე, ჩემი შვილები თუ მოხვდებიან უცხო საზოგადოებაში, ყოველთვის გადაიხდიან მადლობას საჭიროების შემთხვევაში და რაიმე ნივთზე იკითხავენ, შეიძლება ავიღო? რაც  ბევრი ბავშვისთვის არ შემიმჩნევია.
– სოციალურ ქსელს მოსწყდი. რატომ?
– კი, საერთოდ აღარ ვარ აქტიური და „ფეისბუქი“ როგორც მე, ასევე ჩემმა ქმარმაც გავაუქმეთ. უბრალოდ, როცა დასასვენებლად მივდივარ „ფეისბუქს“ 2 დღით აღვადგენ ხოლმე,  რათა ფოტოები ავტვირთო და არა იმიტომ, რომ გავიგო, რა ხდება სოციალურ ქსელში. ძალიან მშვიდად ვცხოვრობ და საერთოდ არ მაინტერესებს მსგავსი რამ.  მეგონა, რომ გავაუქმებდი, ერთ კვირაში ისევ აღვადგენდი, მაგრამ არა. ყველაფერი არის მიჩვევა და გადაჩვევა. ისე გადავეჩვიე, საერთოდ არ მახსენდება, რომ ონლაინ შემიძლია გავიგო, ვინ ვისთან დადის და ვინ რას ჭამს. ეს არის ჩემთვის აბსოლუტურად უინტერესო თემები. იმის გარდა, რომ ვიღებდი ამ უინტერესო ინფორმაციას და ტვინს ვიბინძურებდი, ჩემზეც გავცემდი ბევრ რამეს. სტატუსი არ მქონდა დაწერილი, რომ სრულიად ინტერნეტი აჭრელებული იყო. მერე ეს კლავიატურის ჭიები დაესეოდნენ და იყვნენ ერთ ამბავში. მართალია, არ ვკითხულობდი მათ ნააზრევს, მაგრამ ხომ ვგებულობდი. ამიტომ რატომ ვუშალო სხვას ნერვები და რატომ მოვიშალო მეც. შევინარჩუნე მარტო „ინსტაგრამი,“ სადაც მხოლოდ ფოტოებს ვდებ. დამატებული მყავს მსოფლიო ვარსკვლავები და ვუყურებ მათ ცხოვრებას იმიტომ, რომ მართლა პოზიტივი მოდის მათგან. ვფიქრობ, საქართველოში სოციალური ქსელის არსებობა ნიშნავს ბოღმის გადმონთხევას. „ფეისბუქი“ კი არა, „ბოღმაბუქი“ უნდა ერქვას, უფრო კარგი იქნებოდა.
– ანუ, ამ ჭორებმა დაგღალა?
– დამღალა ამ უაზრობამ. მე თვითიონ ჟურნალისტი ვარ და მოვდივარ გაზეთებიდან, ჟურნალებიდან. პირდაპირ ტელევიზიაში არ მივსულვარ. ჩვენ ინტერვიუს ვაკეთებდით დიდი წვალების ფონზე. იყო დრო, როცა არ მქონდა ტრანსპორტის ფული და ფეხით მივდიოდი ინტერვიუს ჩასაწერად. ვწვალობდით, ვშრომობდით და ტვინს ვანძრევდით იმისთვის, რომ მასალა საინტერესო გამოსულიყო. ესენი კიდევ, სტატიას აკეთებენ სტატუსით. ონლაინ სტატუსების გადაკოპირება აბსოლუტურად უინტერესოა ჟურნალისტიკაში. ცუდი ისაა, რომ მსოფლიოშია ეს პრობლემა და არა მარტო საქართველოში. ონლაინ-ნადირობაა დაწყებული. ამათ თუ  საშუალებას მისცემ, ყველაფერში ჩაერევიან. თუმცა მე მივეცი ამის უფლება, რაც ნამდვილად შეცდომა იყო. ცდილობენ, მაქსიმალურად გამოწოვონ ყველა ინფორმაცია. ამაზე უკვე ნაკლებად ვდარდობ. თებერვლის მერე გავაუქმე „ფეისბუქი“ – მაიას ბავშვი რომ გარდაიცვალა მივხვდი, რომ ამდენი ბოროტების კითხვა აღარ შემეძლო.
– დედამთილთან უთანხმოება გქონდა. ყველაფერი დალაგდა?
– კი, როგორ არა. ოჯახი უთანხმოების გარეშე არ არსებობს. გადასარევი ურთიერთობა მაქვს მასთან და ყველაფერი დალაგდა. სხვანაირად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან ოჯახია ეს და არა ცირკი ან წარმოდგენა. ყველაფერი კარგადაა, უბრალოდ, რომ არ ვჩანვარ სოციალურ ქსელში, ვერაფერს გებულობენ და როგორც მივხვდი, უკვე სურათების მიხედვით დაიწყეს ისტორიების შედგენა. ძალიან გამხდარი ვარ და სადღაც დაუწერიათ, ორსულად არის და მალავსო. მეოთხე შვილს რომ მალავ ძალიან სასაცილოა (იცინის). აუცილებლად გაიგებენ, როცა ვიქნები ორსულად. ამჯერად ვერ „გაარტყეს“, მართლა არ ვარ ორსულად.
– ალბათ, ბევრ გოგოს მოსწონს შენი მეუღლე. არ ეჭვიანობ?
– მეც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრს მოსწონს. ჩემდა გასაოცრად, საერთოდ არ ვარ ეჭვიანი. იქნებ ცუდს ვაკეთებ ამით – ხომ იცით, მარცხი ერთ წუთშია (იცინის). ცოლმა, რომელსაც ქმარი უყვარს, არ არსებობს, რომ ვერ იგრძნოს მათ ურთიერთობაში რაიმე ცვლილება. მე მსგავსი რამ ჯერ არ მიგრძნია. ეჭვიანობაც, ალბათ, სწორედ იქიდან მოდის, როცა ცვლილებას ამჩნევ. 100 პროცენტით ვენდობი ჩემს ქმარს, სადაც არ უნდა იყოს. ვიდრე ასე ძალიან გვიყვარს ერთმანეთი და ვიდრე ასეთი ბალანსია ჩვენ შორის, არა მგონია, ღირდეს ეჭვიანობა.
– ერთხელ თქვი, ჩემს ქმარს უცხოეთში თავისუფლება მივეციო და ამას დიდი პროტესტი მოჰყვა.
– საერთოდ, საქართველოში ბევრ ცოლს აკლია დიპლომატია და კარგად ვერ გაიგეს, რა ვთქვი. მე ჩემს ქმარს მივეცი თავისუფლება. როცა ადამიანს აძლევ თავისუფლებას, ნაკლებად ცდილობს, დააშავოს, გაგექცეს, დაგიმალოს და ასე შემდეგ. ჩემს ქმარს ვაგრძნობინე, რომ შენ ხარ თავისუფალი ადამიანი, გაქვს თავისუფალი არჩევანი და როგორ გამოიყენებ ამას, შენი გადასაწყვეტია-მეთქი. რომ მეთქვა, სადაც წახვალ, იქ 24 საათი ჩემზე იფიქრე, მწერე და დამირეკე-მეთქი, ამით რას გავაკეთებდი? არ ვარ ასეთი ადამიანი. ის, რომ ჩემი ქმარი ჩემი ერთგული უნდა იყოს, მისი არჩევანია და არა ჩემი დაძალება. კაბაზე ვერც ერთი ქალი ვერ გამოიბამს ქმარს. ვფიქრობ, ეს იყო ჩემი დიპლომატიური სვლა, რომელმაც გაამართლა. ზედმეტი თავისუფლება ზოგიერთ კაცს შეიძლება, ვნებს, მაგრამ ჯობს, ადრე გამოაშკარავდეს, ვიდრე ძალიან გვიან.
скачать dle 11.3