კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ ანდობენ საკუთარ იმიჯს ცნობილი ქართველები „ჰეალაინის“ ქირურგს, დეა პაპასკირს

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, რომელიც აწუხებს როგორც  მამაკაცებს,  ასევე ქალბატონებს.  გამელოტებულ უბნებზე თმის აღდგენის ერთადერთ ეფექტურ მეთოდად, დღეისათვის   საკუთარი თმის გადანერგვა ითვლება.
გვესაუბრება კლინიკა  „ჰეალაინ ინტერნეიშნლის“ პლასტიკური ქირურგი, მედიცინის დოქტორი დეა პაპასკირი.
– თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო სამეცნიერო ცენტრმა „ჰეალაინ ინტერნეიშნლმა” თავისი კომპეტენციით, მკურნალობის მეთოდებით და შედეგებით აღიარება მოიპოვა არა მხოლოდ ქართველ პაციენტებში, მას აკითხავენ თმის გადანერგვის მსურველები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, როგორ მიაღწიეთ ამას?

დეა პაპასკირი (პლასტიკური ქირურგი): გეთანხმებით, კლინიკა „ჰეალაინს“ მართლაც ბევრი პაციენტი ენდობა საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ამ აღიარებას წინ უძღოდა საკმაოდ ხანგრძლივი და რთული პერიოდი. საქართველოში, და ზოგადად, მთელს ამიერკავკასიაში, თმის გადანერგვის თანამედროვე ტექნოლოგიები პირველად შემოიტანა და დანერგა „ჰეალაინის” ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, ამერიკაში მოღვაწე ქართველმა პროფესორმა თამაზ თამაზაშვილმა, ჯერ კიდევ 1997 წელს. იმ პერიოდში დიდი მუშაობა იყო საჭირო იმისთვის, რომ ხალხს დაეჯერებინა ამ მეთოდის ეფექტურობა, თანაც იმ ფონზე, როდესაც ტექნოლოგიები არც თუ ისე დახვეწილი იყო. მას შემდეგ თმის გადანერგვის მეთოდებმა მნიშვნელოვანი პროგრესი განიცადეს. ამ  პროცესში ჩვენი კლინიკა, ჩვენს უცხოელ კოლეგებთან ერთად, აქტიურად იყო ჩართული და დღეისათვის კლინიკა „ჰეალაინში“ გამოიყენება მსოფლიოში არსებული ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო მეთოდები, რაც საუკეთესო შედეგებს იძლევა. ჩვენ ყოველთვის ვიყავით შედეგზე ორიენტირებული და დღევანდელი აღიარება მრავალწლიანი გამოცდილებისა და პრობლემისადმი სწორი დამოკიდებულების შედეგია. სწორად დაგეგმილი მკურნალობა ყოველთვის კარგ შედეგს იძლევა. ანუ იმის თქმა მინდა, რომ თმის გადანერგვის დღეს არსებული პროგრესული ტექნოლოგიები მხოლოდ პროფესიონალის ხელში რეალიზდება. ჩვენ ყველა პაციენტისადმი გვაქვს ინდივიდუალური მიდგომა და ყველა კონკრეტულ შემთხვევაში იგეგმება მისთვის ყველაზე ეფექტური მკურნალობა. პაციენტი იღებს სრულ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა რეალურ შედეგს უნდა ელოდოს თმის გადანერგვის შემდეგ.
მრავალი  კმაყოფილი პაციენტი ჩვენი ხარისხიანად მუშაობის საიმედო გარანტიაა!
– როგორ ფიქრობთ,  რა ნაბიჯებია გადადგმული დღეისათვის ისეთი პრობლემის მოგვარებაში, როგორიც არის თმის ცვენა და რა როლს ასრულებს ამ საქმეში „ჰეალაინ ინტერნეიშნლი,“ თავისი 15-წლიანი პრაქტიკით?
– თმის ცვენა საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა პოპულაციაში და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მათ ფსიქოლოგიურ და ემოციურ მდგომარეობაზე. დღეისათვის ანდროგენული და ნაწიბუროვანი ალოპეციის დროს წარმოქმნილ გამელოტებულ უბნებზე თმის აღდგენის ერთადერთ ეფექტურ მეთოდად საკუთარი თმის გადანერგვა ითვლება. მაგრამ თმის ცვენის საწყის სტადიაზე, სანამ პაციენტი მივა გამელოტების რომელიმე
ხარისხამდე და როდესაც გადანერგვა არაა ნაჩვენები, საჭიროა კონსერვატიული მკურნალობა. გარდა ანდროგენულისა (მამაკაცური ტიპის თმის ცვენისა) არსებობს, აგრეთვე, სხვა ტიპის თმის ცვენები, ისეთი, როგორიცაა ბუდობრივი და დიფუზური ალოპეცია. ეს პათოლოგიები რთული ხასიათისაა და მათი მკურნალობა მხოლოდ თერაპიული მეთოდებით ხდება.
კლინიკა „ჰეალაინში“ დანერგილია ყველა ტიპის თმის ცვენის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტები, რის შედეგადაც  კონსერვატიული მკურნალობის ეფექტურობა ბოლო 5 წლის განმავლობაში საგრძნობლად გაიზარდა. შეიძლება ითქვას, რომ კლინიკა „ჰეალაინმა“ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს საშუალება მისცა, მიიღონ ევროპისა და ამერიკის წამყვან კლინიკებში აპრობირებული ხარისხიანი სამედიცინო მომსახურება.
– „ჰეალაინ ინტერნეიშნლს“ და პირადად  თქვენ ძალიან ხშირად  გიწვევენ  საერთაშორისო კონფერენციებზე. თქვენი მოხსენებები თმის გადანერგვის ახალ მეთოდებს ეხება?
– კლინიკა „ჰეალაინი“ გახლავთ თმის აღდგენითი მედიცინის სამკურნალო-სამეცნიერო ცენტრი და ბუნებრივია, ჩვენი საქმიანობის საკმაოდ დიდი ნაწილი ეძღვნება მეცნიერულ კვლევებს. დავიცავი  დისერტაცია, რომელიც ეხება ისეთი მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტას, როგორიცაა ნაწიბუროვანი ალოპეცია. ეს ნაშრომი უნიკალურია მთელ მსოფლიოში, რითაც დამტკიცდა, რომ ნაწიბურებში თმის გადანერგვა იძლევა კარგ შედეგებს, რა თქმა უნდა,  ექიმის მაღალი კვალიფიკაციისა და შესაბამისი ტექნოლოგიების პირობებში.
გვაქვს კიდევ რამდენიმე ორიგინალური კვლევა, რომელთა შედეგების დანერგვამ მნიშვნელოვნად გაზარდა თმის გადანერგვის ეფექტურობა.
ჩვენი მოხსენებები საერთაშორისო კონფერენციებზე სწორედ ჩვენს ორიგინალურ სამეცნიერო კვლევებს ეძღვნება. ამ კლევების შედეგებს იზიარებენ და მაღალ შეფასებას აძლევენ ჩვენი უცხოელი კოლეგებიც.
– სამეცნიერო ცენტრში, „ჰეალაინ ინტერნეიშნლში“ შესაძლებელია სასწავლო კურსის გავლა  ექიმთათვის  და  თმის გადანერგვის  ხელოვნების დაუფლება. ვის შეუძლია ისწავლოს „ჰეალაინში“ და რას იტყვით თქვენი სასწავლო პროგრამის შესახებ?
– კლინიკა „ჰეალაინი“ გახლავთ საუნივერსიტეტო კლინიკა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის (თსსუ) დიპლომისშემდგომი უწყვეტი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც პროფესორი ალექსი მახარაშვილი ხელმძღვანელობს.  ჩვენი კლინიკის ბაზაზე ხორციელდება სწავლება თმის ტრანსპლანტოლოგიაში (პლასტიკური ქირურგებისთვის) და ტრიხოლოგიაში (დერმატოლოგებისთვის). ტრიხოლოგია გახლავთ თავის კანისა და თმის პათოლოგიათა შემსწავლელი მეცნიერება.
სასწავლო პროგრამა მოიცავს ყველა თანამეროვე ასპექტს – თეორიიდან პრაქტიკამდე. სწავლების დამთავრების შემდეგ გაიცემა თსსუ-ს მიერ დამტკიცებული შესაბამისი სერტიფიკატი.
მინდა აღვნიშნო, რომ კლინიკა „ჰეალაინს“ უცხოეთიდან, პაციენტების გარდა, ჩვენი კოლეგებიც აკითხავენ თმის ტრანსპლანტაციის საკვალოფიკაციო პროგრამის გავლის მიზნით.
ტელ: 2300030. რ. ლაღიძის ¹8 (ოპერის უკან).скачать dle 11.3