კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რის გამო არ შეწყვეტს გოგი წულაია ნარკომანებთან და კანონიერ ქურდებთან მეგობრობას და როგორი ქალებისთვის მიაჩნია მას პროსტიტუციის ლეგალიზება სწორად

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 პოლიტიკოსი გოგი წულაია ემოციური, ცოტა იუმორისტული და ხელისუფლებისადმი მწვავედ კრიტიკული განცხადებებით ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში. თავად ქუთაისის მკვიდრია, იქ დაიბადა და გაიზარდა. ამ ქალაქის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია და ძალიან სტკივა გული, როცა მას ცუდ მდგომარეობაში ხედავს და ემოციებისა და სიტყვების კონტროლი განსაკუთრებით ასეთ დროს უჭირს.
– ბატონო გოგი, როგორ ახერხებთ, რომ თქვენი ყველა განცხადება საოცარი ყურადღების ქვეშ ექცევა? ყველას ახსოვს თქვენი სიტყვები რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიდან.
– ემოციური კაცი ვარ. არ შემიძლია, წინასწარ დაგეგმილად ვისაუბრო და თუ რამეზე გავბრაზდი, მერე მიჭირს რაღაცების გაკონტროლება. იმ დღესაც, როცა მოედანზე მივედი და ვნახე, მსოფლიო ჩემპიონატზე, ამხელა მნიშვნელობის ღონისძიებაზე, რომელიც ქუთაისში იმართებოდა, რა ზომის ქართული დროშა ჰქონდათ გამოფენილი და მის გვერდით, როგორ ამაყად ფრიალებდა სხვა ქვეყნის დროშები, გადავირიე, ასე უდიერად როგორ მოექცნენ ქვეყნის სიმბოლიკას. დროშა – ეს იგივე საქართველოა, სახელმწიფოს სახეა. კანონმდებლობითაა განსაზღვრული მისი გამოყენების წესები და მათ შორის, მისი ზომებიც. ასეთ ღონისძიებებზე დროშის ზომა უნდა იყოს იმხელა, რამხელაც სხვა ქვეყნის დროშებია და ამათ, უკაცრავად და, პატარა ბოვშის კუტუს ზომის დროშა დაკიდეს.
– არ ერიდებით ხოლმე მსგავს ტერმინოლოგიას და არც გინებას.
– დიდი მაგინებელი მე არ ვარ, მაგრამ ერთი-ორი შემთხვევა ნამდვილად იყო, როცა ძალიან ავღელდი. ეს დროშა რომ ვნახე, კატასტროფა იყო, მაგრამ თქვენ უნდა გენახათ, რას ჰგავდა იქამდე მისასვლელი გზა. აბსოლუტურად ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ და თავისმომჭრელი სიტუაცია დაახვედეს ჩამოსული გუნდების გულშემატკივრებს. საერთოდ, ქუთაისელებმა არც იცოდნენ, რომ მათ ქალაქში ამ დონის მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა. ერთი ბანერი არ გამოუკრავთ. მსოფლიო ჩემპიონატია, ბოლო-ბოლო, ყველა ქვეყნის წარმომადგენელი მოდის და რაგბის ყველა გულშემატკივარი, მთელი მსოფლიოს მასშტაბით უყურებს აქედან მომზადებულ გადაცემებს. მიშას ხელისუფლება რომ ყოფილიყო, თავს წაგვჭამდნენ იმის ძახილით – ეს რა გავაკეთეთო და ესენი ვინ არიან?! ის ხელისუფლება ნამდვილად არ მინდა, მაგრამ ამათ ქალაქში რომ ბანერები უნდა გაეკრათ და ხალხი საქმის კურსში ჩაეყენებინათ, გზისთვის და დროშისთვის რომ უნდა მიეხედათ, ამას რად უნდა ლაპარაკი?! გულწრფელად გეუბნებით, ქუთაისის მოსახლეობიდან, მათ გარდა, ვინც რაგბს არ გულშემატკივრობს, მართლა არავინ იცოდა, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ტარდებოდა ქალაქში. ტელევიზიით ორწამიანი რეკლამები გადიოდა, ერთი ბანერიც კი არ გაუკრავთ მაშინ, როცა არჩევნების დროს, უკანალი თუ არ დეიცავი, შეიძლება, ზედ პლაკატი მიგაკრან.
– შუა ქუჩაში თევზაობა რატომ გადაწყვიტეთ?
– ეს ქუჩა, სადაც ვთევზაობდი არის ლადო ასათიანის სახელობის. რამდენიმე თვის წინ გადათხარეს. დაახლოებით რვა თვე კატასტროფულ მდგომარეობაში იყო, გაუვალი და გაუბედურებული. გუბეები იდგა. მაგრამ არავინ არაფერს აკეთებდა. ბრიფინგი, განცხადება, თხოვნა, არაფერი არ ჭრიდა, ყურს არ იბერტყავდნენ. რაღაც ისეთი უნდა მომეფიქრებინა, რაც ცენტრალური ხელისუფლების ყურადღებას მიიქცევდა და ადგილობრივ მმართველობას აიძულებდა  ამ დასაცინი მდგომარეობიდან გამოსვლას. მოვიფიქრე პერფორმანსი: ავიღე ანკესი და შუა ქუჩაში, გუბეში თევზაობა დავიწყე. თან, ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზეა საუბარი, არ გეგონოთ, გარეუბანზე ვამბობდე. სიმართლე გითხრათ, გაამართლა ამ მეთოდმა. იმ დღესვე დაიწყეს მუშაობა. დღეს თუ ის ქუჩა გაკეთებულია, ზუსტად იმ თევზაობის დამსახურებაა. ისევ უშნოდ და უნაიროდ გააკეთეს, მაგრამ ჯანდაბას, რაც იყო, იმას ხომ ჯობია?! მსოფლიო ჩემპიონატის დროსაც პირდაპირ ტალახზე დააგეს გზა წვიმიან ამინდში. ვერ მოასწრეს, არადა, ოთხი წლით ადრე იცოდნენ, რომ აქ ამ მასშტაბის ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო.
– პირველი განცხადება რა იყო, რომელსაც ასეთი აჟიოტაჟი მოჰყვა?
– მერიაში ახალი კომპიუტერები იყიდეს. ვკითხე, რა საჭირო იყო ახალი-მეთქი და მიპასუხეს: აბა, შარშანდელი და შარშანწინდელი, ნახმარი კომპიუტერები რად გვინდოდა, ახალი უნდა გვეყიდაო. შეიძლება ცოტა ცუდად გამომივიდა, მაგრამ იუმორით ვთქვი, ნახმარი ქალები არ გიკვირთ, თქვე შობელძაღლებო და ეს კომპიუტერები რა გაგიხდათ-მეთქი?! (იცინის). მერე, საკრებულოს მაშინდელი თავმჯდომარე შვებულებიდან გამოსვლიდან ორ კვირაში ისევ შვებულებაში გავიდა. დაღლილი იყო ნამეტანი, მარაოთი უნდა დოუნიავო მაგას-მეთქი ვამბობდი. მაგრამ პრინციპში, ეს არაა საკმარისი, პალმის რტო უნდა მოვიტანო და იმით დოუნიავო (იცინის).
– ბატონო გოგი, ეს განცხადებები მერე უხერხულობას არ გიქმნით? როგორ რეაგირებენ ადრესატები?
– თუ როდესმე ტყუილი მითქვამს, კი ბატონო, მაგრამ სიმართლეს ვამბობ და რა უნდა თქვან?! ყველასთან ნორმალური ურთიერთობა მაქვს.

– თქვენი ოჯახი გაგვაცანით.
– მყავს მეუღლე და ორი შვილი: ბიჭი და გოგონა. ბიჭი 18 წლისაა და წელს სტუდენტი გახდა, პარალელურად ფეხბურთს თამაშობს. გოგონა ათი წლისაა, სიბერეში გადავწყვიტეთ მისი გაჩენა. მყავს მშვენიერი მეუღლე, რომელიც პროფესიით პედაგოგია. ნეტა, ახლა არ გამოუშვან სამსახურიდან (იცინის). სამწუხაროდ, მშობლები და ახალგაზრდა ძმა გარდაცვლილი მყავს.
– ქუთაისში გაზრდილი ბიჭის ცხოვრებაში ქუჩა არ ყოფილა?
– რა თქმა უნდა, იყო. რაზეა საუბარი, ჩემი მეგობრებიდან ზოგი კანონიერი ქურდია, ზოგი – ნარკომანი და ზოგი – პროფესორი. ეს უშიშროებამ ძალიან კარგად იცის და მოსახლეობას რა უნდა დოუმალო. ან რატომ? სკოლის მეგობრები არიან, ერთად გავიზარდეთ და რადგან ეს გზა აირჩიეს, ხომ არ გავექცევი მათთან ურთიერთობას? მერე რა, მაშინ გულანთებული ბავშვები ვიყავით, არც ის ფიქრობდა კანონიერ ქურდობაზე და არც მე – პარლამენტარობაზე. მერე ჩვენ-ჩვენი გზა ავირჩიეთ, მაგრამ ამის გამო ჩვენს მეგობრობას ხაზს, რა თქმა უნდა, არ გადავუსვამ.
– რამდენიმე აქტუალურ თემაზეც გკითხავთ, მაგალითად, გენდერულ თანასწორობაზე, რაზეც დღეს ძალიან ბევრს დაობენ.
– ქალი რომ არ უნდა იჩაგრებოდეს და განვითარების საშუალება უნდა ჰქონდეს, ამას ვინ უარყოფს, მაგრამ ხელოვნურად მათი უფლებების გაზრდის წინააღმდეგი ვარ. მიმაჩნია, რომ ყველაზე მეტად ის ქალბატონები იჩაგრებიან, რომლებიც სხვა ქვეყნებში არიან სამუშაოდ წასულები და შვილები ისე ეზრდებათ, რომ ვერ ნახულობენ. მოდი, მათ დასაბრუნებლად ვიბრძოლოთ და არა ხელოვნურად პოლიტიკაში ქალების რაოდენობის გაზრდაზე.
– თანასწორობა ოჯახში როლების გადანაწილების თვალსაზრისით?
– თქვენ რომ დამირეკეთ მე საჭმელს ვაკეთებდი. რისი კეთებაც შემიძლია, ვაკეთებ. რეცხვა არ ვიცი და არ ვრეცხავ. იმიტომ კი არა, რომ მაინცდამაინც ჩემი ცოლის მოვალეობად მიმაჩნია ეს საქმე, უბრალოდ, ჩემი გარეცხილი ხელმეორედ გასარეცხია და რატომ გავირთულო საქმე?! მეც ვშრომობ და ჩემი მეუღლეც, ოჯახში ორივე შემომტანები ვართ და როგორც საქმე მოითხოვს, ისე ვინაწილებთ საოჯახო საქმეებს.
– რაც შეეხება ღალატს. ბევრი ამბობს: კაცის ღალატი არ ითვლება ღალატადო. თქვენ რას ფიქრობთ? გულწრფელად მიპასუხეთ.
– ღალატი ღალატია, გინდა კაცის იყოს, გინდა ქალის. აქ სქესს მნიშვნელობა არ აქვს. ჩემს ოჯახში ასეა და სხვაგან რა არის, ეს ჩემი განსასჯელია არაა.
– სადაო საკითხია პროსტიტუციის ლეგალიზებაც, რომელსაც ახლა აქტიურად განიხილავენ.
– საქართველოში რომ პროსტიტუცია არსებობს, ეს ყველამ ვიცით, შენ, ახლა გინდა დახუჭე თვალები და გინდა აღიარე. მე ვფიქრობ, რომ რაღაც დოზით უნდა იყოს ლეგალიზებული პროსტიტუცია. დასავლეთის ქვეყნებში, რომლისკენაც მივილტვით, არსად საკუთარი ეროვნების მეძავები არ ჰყავთ. ჩემთვის დაუშვებელია მეძავად მუშაობის მოტივაციად მატერიალურ შემოსავალს რომ ასახელებენ და ამბობენ, რომ შვილი ჰყავთ გასაზრდელი და სხვა გზა არ აქვთ. ეს უნდა აღმოვფხვრათ, თორემ ვიღაცას რომ მეძავობისკენ აქვს მიდრეკილება „აზაბოჩენი” ქალია და მაინცდამაინც ცხრა კაცთან უნდა წოლა, იყოს მეძავი, მისი ნებაა. მაგრამ ვიმეორებ, ფულის კეთების მიზნით მეძავობა ჩემთვის მიუღებელია. სახელმწიფომ უნდა შექმნას ისეთი პირობები, რომ ქალებს ამ გზაზე დადგომა ფულის საშოვნელად არ მოუწიოთ. მაგალითად, ჰოლანდიასა და საფრანგეთში მე ადგილობრივი მეძავი არ მინახავს, ძირითადად ემიგრანტები არიან ამ საქმით დაკავებულები. ჩვენც მივიყვანოთ ჩვენი ცხოვრება ამ დონემდე. ამ შემთხვევაში გავაკეთოთ ლეგალიზება და თუკი, სიტყვაზე, უზბეკი შემოვა ასეთი მოთხოვნილებით და იმუშავებს, რა ვქნათ ახლა, იმუშაოს.
– ბოლოს, მარიხუანის ლეგალიზებაზეც მითხარით თქვენი აზრი.
– მარიხუანის ლეგალიზების უპირობო მომხრე ვარ. მაგრამ ლეგალიზება არ ნიშნავს, რომ ყველამ უნდა მოწიოს. მასწავლებელს, ექიმს, პოლიტიკოსს, სამართალდამცველს და ამ ტიპის პროფესიების ადამიანებს, უპირობოდ, აკრძალული უნდა ჰქონდეთ მარიხუანის მოწევა. მაგრამ „მალიარს” რომ საღამოს „პლანი” მოუნდა და მოწია, ამის გულობისთვის ციხეში რატომ უნდა გაუშვა?!
скачать dle 11.3