№34 ნიკა არაბიძის ანეკდოტები
სამზარეულოში მეოცე თევზს ასუფთავებს ცოლი და გაბრაზებული ქმარს ლანძღავს:
– გადავირიე ქალი! შენ მოგეცა ჩემი ცოდვა! ყველაფერი არანორმალური იცი! არ შეგიძლია, შენც, როგორც ყველა წესიერი მეთევზე, წახვიდე სათევზაოდ და დალიო?
***
ექიმთან მივიდა პაციენტი და ეუბნება:
– თუ შეიძლება, ექიმო, ჩემი ასო შეამოწმეთ – და ჩაიხადა შარვალი.
ექიმმა შეხედა და გაოგნდა:
– ესაა, შე კაცო, ასო? მთელი წინადადებაა, ფაქტობრივად!
***
ორი სვანი საუბრობს:
– რით მკურნალობ ტილებს?
– რა საჭიროა მკურნალობა, ძალიანაც ჯანმრთელები არიან!
***
დაჭრილი და დასისხლიანებული კენგურუ შეხვდა მეორე კენგურუს.
– რა მოგივიდა?
– რავი, ძმაო, ოთხი სვანი დამესხა თავს და ჩანთის წართმევა უნდოდათ.
***
მეგრელმა დაპატიჟა ხევსური, გაუშალა სუფრა, დიდი პატივი სცა, აქეიფა და დააძინა. მერე, ხევსურმა გადაიპატიჟა თავისთან. დიდი პატივი სცა, სუფრა გაუშალა და როცა შეზარხოშდნენ, ხევსურმა უთხრა მეგრელს, მეშაირეო.
– არა, კაცო, სად ვიცი მე შაირები, – იუარა მეგრელმა.
არ მოეშვა ხევსური:
– მეშაირე, თორემ გავბრაზდები და აგხანჯლავ!
შეეშინდა მეგრელს და დათანხმდა. უთხრა, შენ დაიწყე და მე აგყვებიო. მოკლედ, დაიწყო ხევსურმა:
– აქეთ გორაზე გადავხტი, იქით გორაზე გადმოვხტი, მერე მინდორში გადავხტი, ისევ გადმოვხტი გორაზე და მერე, შენ კარგებს დავახტიო.
მეგრელმა უპასუხა:
– იცი, რას გეტვყვი, ძამა. მე სად შემიძლია ამდენი ხტუნვა... ხოდა, პირდაპირ შენ კარგებს დავახტიო.
ბესო ბერულაშვილის ანეკდოტები
მოკრივე თავის შეყვარებულს შეჯიბრების წინ ეუბნება:
– საყვარელო, შეჯიბრების მერე, ჩვენს კაფეში გელოდები.
– კარგი, მოვალ, ოღონდ ხელში გაზეთი გეჭიროს, რომ გიცნო.
***
კაცს მიჰყავს ამხანაგი ექიმთან. ხმას არ იღებს, უბრალოდ, კნავის და ოხრავს. ექიმი დაინტერესდა:
– რა მოუვიდა?
– იცით რა, ექიმო... ძლივს შევაგროვეთ საძმაკაცომ არყის ფული, ეს გავაგზავნეთ საყიდლად. გზაში, რაღაც გრაფინი მოსწონებია და ის უყიდია იმ ფულით..
– რას ამბობთ? მე იმ გრაფინს უკან შევტენიდი!
– ჰოდა, რაღას მეკითხებით, რა სჭირსო.
***
მიხომ ქუჩაში ცხენზე ამხედრებული კინოვარსკვლავი დაინახა და ხმამაღლა ინატრა:
– ეჰ, ნეტავ, მის ცხენად მაქცია.
მარომ გახედა და ნიშნისმოგებით უპასუხა:
– ჰკითხე, იქნებადა, ვირითაც მოისურვოს გასეირნება, ჰა?
***
ძმაკაცი შესჩივის ძმაკაცს:
– ჩემი ცოლი რომ ჩემთან აღარ წვება, ხომ გითხარი?
– კი, მითხარი.
– ახლა, ჩემთან ერთად ჭამაც აკრძალა.
– უი, არც ჭამა იცი, შე საწყალო?
***
– რატომ ეყრები ცოლს?
– ყასაბთან მღალატობს!
– ეგ, ხომ უკვე ხუთი წელია, იცი და ახლა გაგახსენდა?
– მომბეზრდა ვა, ყოველდღე ხორცის ჭამა!
***
იმერელი ქალი პორნოგრაფიულ ფილმს უყურებს. მოულოდნელად კარი შეაღო შვილმა და გაკვირვებულმა ჰკითხა:
– დედიკო, ეს ბიძია რას უშვება იმ დეიდას?
დედა დაიბნა და ენის ბორძიკით უპასუხა:
– ეს ბიძია, ექიმია, შვილო და იმ დეიდას მკურნალობს.
– ასე მარტო დეიდებს მკურნალობენ?
– არა შვილო, კიდევ არსებობს არატრადიციული მედიცინაც.