№34 რა მოხდა ამ დღეს
21 აგვისტო
1968 – ჩეხოსლოვაკიაში შევიდნენ ვარშავის ხელშეკრულების ქვეყნების ჯარები.
1981 – მეცნიერებმა ოფიციალურად პირველად გამოაცხადეს გლობალური დათბობის საშიშროების შესახებ.
22 აგვისტო
1770 – ჯეიმს კუკმა აღმოაჩინა ავსტრალიის აღმოსავლეთი სანაპირო, რომელიც ინგლისის სამეფოს საკუთრებად გამოაცხადა.
1932 – ტელემაუწყებლობა დაიწყო კომპანია „ბი ბი სიმ“.
23 აგვისტო
1903 – ლონდონში რსდმპ-ის სხდომაზე მოხდა განხეთქილება, რის შედეგადაც წარმოიშვა ორი ფრაქცია – ბოლშევიკებისა და მენშევიკების.
1939 – გერმანიამ და საბჭოთა კავშირმა ხელი მოაწერეს ეგრეთ წოდებულ „მოლოტოვ-რიბენტროპის“ აქტს გავლენის სფეროების განაწილების შესახებ.
24 აგვისტო
79 – ვულკან ვეზუვის კატასტროფული ამოფრქვევის შედეგად, ფერფლმა დაფარა სამი ქალაქი: პომპეი, ჰარკულანუმი და სტაბიუმი.
1572 – „ბართლომეს ღამე“ პარიზში – კათოლიკეებმა მოაწყეს პროტესტანტების მასობრივი ჟლეტა.
1853 – ამერიკელმა ჯორჯ კრამმა გამოიგონა კარტოფილის ჩიპსები.
1995 – ოფიციალურად პირველად გაიყიდა ოპერატიული სისტემა „Windows 95“.
25 აგვისტო
1995 – ტერორისტული თავდასხმა საქართველოს მაშინდელ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე.
26 აგვისტო
ძველი წელთაღრიცხვით 55 წელი – იულიუს კეისრის სარდლობით რომაელებმა პირველად დაადგეს ფეხი ბრიტანეთის მიწაზე.
1071 – მანაცკერტის ბრძოლაში თურქ-სელჩუკებმა სასტიკად დაამარცხეს ბიზანტიელები, რის შედეგადაც მთელი მცირე აზია დაიპყრეს.
1883 – ინდონეზიაში ამოიფრქვა ვულკანი კრაკატაუ, ჩაიძირა რამდენიმე კუნძული, დაიღუპა 40 000 ადამიანი (ეს ამოფრქვევა იყო უძლიერესი ჩვენს ერაში).
27 აგვისტო
1859 – პოლკოვნიკმა ედვინ დრეიკმა გათხარა პირველი ნავთობის ჭაბურღილი (ამერიკის შტატ პენსილვანიაში), რის შემდეგაც დაიწყო ნავთობის ერა.
1955 – პირველად გამოიცა გინესის რეკორდების წიგნი.