კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ ძარცვავდა ქართველი ჯიბგირი ევროპის სხვადასხვა ქვეყნის საიუველირო მაღაზიების მდიდარ კლიენტებს

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

 მთავარი გმირების სახელები შეცვლილია და მათი ვინმესთან მსგავსება შემთხვევითია, რისთვისაც ბოდიშს გიხდით.

საერთაშორისო სკანდალი
1971 წლის 2 მაისს ნიუ-იორკში, მანჰეტენზე მდებარე ერთ-ერთ პრესტიჟულ საიუველირო მაღაზიაში, სოლიდურად გამოწყობილი, ოცდათხუთმეტიოდე წლის მამაკაცი დააკავეს. დაკავება „ფებეერმა“ განახორციელა და როდესაც ის უახლოესი პოლიციის განყოფილებაში მიიყვანეს, აღმოჩნდა, რომ საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი, მთარგმნელი თემურ გოგოლაძე იყო. გოგოლაძეს ამერიკელი სამართალდამცველები ექვსი თვის წინ ჩადენილ ჯიბგირობას აბრალებდნენ, რომლის დროსაც ერთ-ერთმა მოქალაქემ მაღაზიაში შეძენილი 30 ათას დოლარად შეფასებული ბრილიანტის ბეჭედი დაკარგა. დამკავებლები მაღაზიის შვეიცარის ჩვენებას ეყრდნობოდნენ, რომელმაც ფოტოგრაფიული სიზუსტით აღწერა ჯიბგირი. მართალია, შვეიცარს ქურდობის მომენტი არ დაუნახავს, მაგრამ დანაშაულის დროს მაღაზიაში მხოლოდ დაზარალებული და ბრალდებული იმყოფებოდნენ. ბრალდებულმა პირველმა დატოვა მაღაზია და ბრალდება მხოლოდ ვარაუდი იყო. თუმცა, აღწერილობა ზუსტად დაემთხვა ექვსი თვის შემდეგ დაკავებული გოგოლაძის გარეგნობას. გარდა აღწერილობისა, „ფებეერს“ ჰქონდა სიგარეტის კოლოფ „ფილიპ მორისის“ პლასტმასის კორპუსიდან აღებული თითების ანაბეჭდები. კოლოფი მაღაზიიდან გასვლის წინ სავარაუდო ქურდმა ნაგვის ურნაში ჩააგდო. ეს შვეიცარმა დაინახა. შვეიცარმა, ჰარვეი როჯერსმა შეატყობინა „ფებეერს“ ექვსი თვის მერე ჯიბგირის კვლავ გამოჩენის შესახებაც და თემურ გოგოლაძეც სწორედ ამიტომ დააკავეს. დიპლომატიური ხელშეუხებლობის მიუხედავად, დაკავებული გოგოლაძე კატეგორიულად მოითხოვდა თითის ანაბეჭდების შედარებას. როცა ეს პროცედურა ჩატარდა, გოგოლაძის და სიგარეტის კოლოფზე არსებული ანაბეჭდები ერთმანეთს არ დაემთხვა. დაკავებული გოგოლაძე გაათავისუფლეს. საბჭოთა საელჩომ სკანდალი ატეხა. „ფებეერმა“ კი მორალური კომპენსაციის სახით, გოგოლაძეს 100 ათასი დოლარი გადაუხადა, რომელიც საბჭოთა ბიუჯეტში შევიდა. თემურ გოგოლაძე კი 8 მაისს მოსკოვში გადააფრინეს.

ორმაგი თამაში
საბჭოეთის დედაქალაქში ჩაფრენილ გოგოლაძეს თვითმფრინავის ტრაპთან „კაგებეს“ ორი ოფიცერი დახვდა. თემური მათ შავი ფერის „ვოლგაში“ ჩასვეს და ძერჟინსკის მოედანზე მდებარე საბჭოთა უშიშროების მთავარ შენობაში მიიყვანეს.
– აბა, მოქალაქე გოგოლაძე, გულწრფელად აღიარეთ ყველაფერი, – უთხრა მთარგმნელს პოლკოვნიკმა სურკოვმა, რომელიც კონტრდაზვერვაში მუშაობდა.
– არაფერი მაქვს საღიარებელი, – მხრები აიჩეჩა თემურმა.
პოლკოვნიკმა უხმოდ ანიშნა თანაშემწეს, რომელიც კაბინეტიდან გავიდა და თემურის ტყუპისცალთან, თამაზთან ერთად დაბრუნდა უკან. ძმები გაჭრილი ვაშლებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. თამაზმა თემურს უთხრა:
– რა ყეყეჩი ხარ. იმ მაღაზიაში რამ შეგადგმევინა ფეხი. ასე რომ არ გექნა, ხომ არ დავიწვებოდით?
– უბრალოდ შევედი, მაინტერესებდა, რა საქონელი ჰქონდათ, – ამოილუღლუღა თემურმა.
– თქვენ კი ამბობდით, საღიარებელი არაფერი მაქვსო. დასრულდა თქვენი ორმაგი თამაში და ორივე ციხეში ჩაჯდებით, – მშვიდად თქვა პოლკოვნიკმა.
ძმები გოგოლაძეები თვრამეტ წლამდე ცალ-ცალკე იზრდებოდნენ. როცა მათი მშობლები ერთმანეთს დაშორდნენ, თემური დედამ დაიტოვა, თამაზი კი მამამ წაიყვანა. თამაზი ქუთაისში იზრდებოდა და ჯიბგირი გამოვიდა. მხოლოდ სიკვდილის წინ გაუმხილა მამამ თავის ვაჟს, რომ ტყუპისცალი ძმა ჰყავდა. თამაზმა თემურს თბილისში ჩამოაკითხა და ძმებმა მხოლოდ ორი თვე იცხოვრეს ერთად. შემდეგ თამაზი ციხეში მოხვდა. იქიდან ოთხი წლის მერე გათავისუფლდა. ამასობაში თემურმა „მიმო“ (საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი) დაამთავრა. საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიწყო მუშაობა და ექვსი ენის ბრწყინვალედ ცოდნის გამო, 25 წლის ასაკიდან, საბჭოთა საელჩოებში მუშაობდა ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ბოლოს ის ამერიკის შეერთებულ შტატებში გაგზავნეს. მთელი ამ ათი წლის განმავლობაში, ძმები ხშირად ეცვლებოდნენ ერთმანეთს. თამაზი თემურის პასპორტით მიემგზავრებოდა უცხოეთში და საიუველირო მაღაზიებში სუფთად ჯიბგირობდა. უკან რომ ბრუნდებოდა, ნაქურდალი ნივთები ყოველგვარი პრობლემების გარეშე ჩამოჰქონდა დიპლომატიური ბარგით. ნიშანდობლივი იყო ისიც, რომ თამაზსაც აღმოაჩნდა პოლიგლოტის ნიჭი. თემურივით ექვსი ენა შეისწავლა ძალიან მოკლე დროში, თავის ძმას სრულფასოვნად ცვლიდა ამ პოსტზე. თამაზი გოგოლაძის გვარს არ ატარებდა, მას ქურდიანის პასპორტი ჰქონდა, რადგან მამამისი ქურდიანი იყო. თემური კი დედის გვარზე ეწერა. „კაგებემ“ თამაზის ბინაში 280 ათასი მანეთის ღირებულების ნაძარცვი საიუველირო ნაწარმი აღმოაჩინა, რომელიც ჯიბგირმა სხვადასხვა ქვეყანაში „იჩალიჩა“. ძმები, ყოველგვარი ხმაურის გარეშე, გამოამწყვდიეს „კაგებეს“ ციხეში და მათ ფარულ გასამართლებას აპირებდნენ.

ოპერაცია „კალმისტარი“
სასტიკი სასჯელის მოლოდინში, ტყუპებმა ორი თვე გაატარეს ცალ-ცალკე, „ლუბიანკის“ საკნებში. 1971 წლის ივნისის ბოლოს კი, ისინი ერთ საკანში ჩასვეს. სამი დღის შემდეგ, მათთან პოლკოვნიკი სურკოვი მივიდა და ძმებს უთხრა:
– გინდათ, სასჯელი აიცილოთ თავიდან?
ძმებმა დასტურით უპასუხეს.
– ძალიან კარგი, – თქვა პოლკოვნიკმა და უკვე თამაზს მიმართა:
– თუ ჩვენს წინადადებას დასთანხმდებით და თქვენი ძირითადი პროფესიაც არ დაგავიწყდათ, ვფიქრობ, თქვენი პატიება შესაძლებელია.
– რა უნდა გავაკეთო! – საქმიანად იკითხა ჯიბგირმა.
– ერთ თვეში, ბელგიაში დაინიშნებით საბჭოთა საელჩოს მთარგმნელ-რეფერენტად. თქვენ, ვლადიმირ მიხაილოვიჩ სობოლევთან იმუშავებთ, რომელსაც ორ კვირაში დანიშნავენ ახალ ელჩად ბელგიაში. სექტემბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში, „ნატოს“ ახალ გენერალურ მდივნად, მანლიო ბროზიოს ნაცვლად, ჯოზეფ ლუნსს აირჩევენ. ამასთან დაკავშირებით, „ნატოს“ შტაბ-ბინაში, ბრიუსელში, ოფიციალური მიღება გაიმართება. მასზე საბჭოთა ელჩთან ერთად, თქვენც იქნებით. თქვენი ამოცანაა, ახლად არჩეულ ლუნსს პიჯაკის შიდა ჯიბიდან „პარკერის“ ფირმის ოქროს კალმისტარი ამოაცალოთ, რომელიც ყოველთვის თან აქვს, რადგან ბრიტანეთის დედოფალმა ელისაბედ მეორემ უსახსოვრა. მის სანაცვლოდ კი, მსგავსი კალმისტარი უნდა ჩაუდოთ, ანუ, შეუნაცვლოთ. შეძლებთ ამის სუფთად გაკეთებას, ხალხით სავსე, გაჩახჩახებულ დარბაზში?
– შევძლებ! – მტკიცედ თქვა თამაზმა.
– მაგრამ, გახსოვდეთ, რომ დაიწვათ, დაგაპატიმრებენ და ყველაფერი გამჟღავნდება. ჩვენ კი ვერაფრით გიშველით და შპიონაჟის ბრალდებით, ძალიან დიდი ხნით ჩაგსვამენ ციხეში.
– არ დავიწვები! – კვლავ მტკიცედ თქვა ჯიბგირმა.
–  კიდევ ერთი. თუ გაქცევას დააპირებთ, იცოდეთ, თქვენს ტყუპისცალს დიდ პრობლემებს შეუქმნით.
– არ გავიქცევი! – უფრო მტკიცედ თქვა თამაზმა.
ძმები საპყრობილიდან გამოიყვანეს. თემური „კაგებეს“ კონსპირაციულ ბინაში დაასახლეს მეთვალყურეობის ქვეშ. თამაზს სამკვირიანი სპეციალური კურსები გაატარეს და 1971 წლის ივლისის მიწურულს, ბელგიის საბჭოთა საელჩოში გაუშვეს სამუშაოდ.
ყველაფერი ზუსტად ისე მოხდა, როგორც სურკოვმა თქვა. 1 ოქტომბერს „ნატოს“ ახალი გენერალური მდივანი, ჰოლანდიელი დიპლომატი-არისტოკრატი ჟოზეფ ლუნსი გახდა. 9 ოქტომბერს ოფიციალური მიღება გაიმართა, სადაც თამაზ გოგოლაძე-ქურდიანიც იმყოფებოდა. ფურშეტის დროს, როცა ლუნსი და საბჭოთა ელჩი სობოლევი ერთმანეთთან საუბრობდნენ, „მთვრალი“ მთარგმნელი ლუნსს გაეხახუნა. სინამდვილეში, მას პიჯაკის შიდა ჯიბიდან „პარკერის“ კალმისტარი მოპარა და ზუსტად ანალოგიური ჩაუდო – „კაგებეს“ ლაბორატორიაში დამზადებული და მიკრომოსასმენი აპარატურით  აღჭურვილი.
ორი დღის მერე „ლოთი“ მთარგმნელი უკან გაიწვიეს... ლუნსმა კი 13 წელი იმუშავა „ნატოს“ გენმდივნად. 1971-1976 წლებში მას საბჭოთა დაზვერვა უსმენდა და ამგვარად იღებდნენ საიდუმლო ინფორმაციებს „ნატოს“ სხდომებიდან.
მოსმენის ამბავი შემთხვევით გამჟღავნდა. 1976 წლის დეკემბერში, ლუნსი ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯერალდ ფორდთან იმყოფებოდა „კემპ დევიდში“ და ისინი პირისპირ საუბრობდნენ ბუხართან. ლუნსმა აგიზგიზებულ ცეცხლში შეშის ნაჭერი შეაგდო და კალმისტარი ცეცხლში ჩაუვარდა. როდესაც ამერიკელებმა „პარკერის“ შეკეთებას მოჰკიდეს ხელი, კალმისტრის საიდუმლოც მაშინ გამჟღავნდა. თუმცა, მომსმენს ოფიციალურად ვერ მიაგნეს.
ტყუპი ძმები დიპლომატიური სამსახურიდან 1971 წელს წამოვიდნენ და „კაგებეს“ კონსულტანტები გახდნენ.
скачать dle 11.3