კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 რატომ ეგონათ ანდრია გველესიანი შვილიანი და ვისი დაბრუნება უნდა მას წარსულიდან

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 მსახიობი, მომღერალი და ტელეწამყვანი ანდრია გველესიანი – ყოველთვის წარმატებული და იღბლიანია. მართალია, თავადაც აღიარებს, რომ იღბლიანია, მაგრამ რთული პერიოდებიც ხშირად ყოფილა მის ცხოვრებაში. როგორ ნახა მან საკუთარი მომავალი სიზმარში, რის გამო მიიჩნევს თავს ზაფხულის ადამიანად და როდის ავლენს სვანურ ხასიათს ის, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.
ანდრია გველესიანი:
ეს ზაფხული საკმაოდ დატვირთული აღმოჩნდა ჩემთვის. კლიპი გადავიღე, რომლის პრემიერაც სექტემბერში იგეგმება და ჰქვია – „ჩემო გოგონა“, რომელიც ჩემს გოგონას ეძღვნება და კლიპშიც ჩემი გოგონა მონაწილეობს (იცინის). იმდენად მაგარი გამოვიდა – კომიკური, ხალისიანი, რომ მეც გამიკვირდა. რაც მთავარია, არანაირი დაფინანსება არ მქონია და მეგობრების დახმარებით, ყოველგვარი ფინანსების გარეშე გადავიღე. მინდა, რეჟისორიდან დაწყებული, ოპერატორებით, კლიპში მონაწილეებითა და უბრალო გულშემატკივრებით დამთავრებული, ყველას მადლობა გადავუხადო. ზოგადად, ზაფხულის პერიოდი ძალიან მიყვარს. ზოდიაქოთი კირჩხიბი ვარ – 24 ივნისს დაბადებული და სულ ვხუმრობ, ზაფხულის კაცი ვარ-მეთქი (იცინის). ასე რომ, ზაფხული ჩემით იწყება და ეს პერიოდი წელს, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა.
– ესე იგი, წელს დასვენება ვერ მოასწარი?
– მართალია, დასვენება ვერ მოვასწარი, მაგრამ გარდა იმისა, რომ სიმღერა ჩავწერე და კლიპი გადავიღე, ახმეტელის თეატრის მსახიობები ოდესაში ვიყავით ფესტივალზე, რვა დღე. აქედან, ერთი დღე ვითამაშე სპექტაკლი, დანარჩენი დრო კი დავისვენე. სხვათა შორის, სპექტაკლი „სტუმარ-მასპინძელი“ გვქონდა წაღებული და ერთ-ერთი საპრიზო – მესამე ადგილი ავიღეთ, გამარჯვებულები დავბრუნდით. ოდესაში ყველა მოხიბლული დარჩა, ცრემლიანი თვალებით გვიყურებდნენ მთელი სპექტაკლის განმავლობაში.   
– მითხარი, „კირჩხიბი“ ვარო. რომ ვაკვირდები, ამ ნიშნით დაბადებულები, ცოტა უხეშები არიან და იკბინებიან. თუმცა, გულჩვილობაც ახასიათებთ, არ მეთანხმები?
– დიდად არ ვინტერესდები ასტროლოგიით და მიმაჩნია, რომ ადამიანი თავად ქმნი საკუთარ თავს – შენს მომავალსა და ხასიათს. თუმცა, უხეშები კი არა, ყველაზე რომანტიკულები, მეოჯახეები, ერთგული, თბილი და მეგობრების მოყვარულები არიან „კირჩხიბები“ და მეც ასეთი ვარ – მრავალფეროვანი ხასიათით, ამ ყველაფრის მიქსი ვარ. არასდროს ვყვები პირადზე, მაგრამ გეტყვით, რომ შეყვარებული ვარ და საყვარელი ადამიანისთვის თბილიც ვარ, რომანტიკულიც, ერთგულიც და მოსიყვარულეც.
– ესე იგი, თუ დაგიჯერებთ, კარგი სასიძო ხარ?
– (იცინის) ასე გამოდის. აი, რაც შეეხება კბენას, ეს არა, მაგრამ ღრენა კი მახასიათებს (იცინის). თუ ვინმეს რამე აქვს სათქმელი, მირჩევნია, პირდაპირ მითხრას და არა ზურგს უკან იჭორაოს.
–  როდის იღრინები?
– თუ გამაბრაზეს და წყობიდან გამომიყვანეს, მაშინ ვიღრინები. ფიცხი ხასიათი მაქვს, მაგრამ ბოღმას გულში არ ვიტოვებ. ბოლოს და ბოლოს, სვანური წარმოშობა მაქვს და ფიცხი რომ არ ვიყო, ეს იქნება გასაკვირი (იცინის).
–  სვანური წარმოშობის გვარი კი გაქვს, მაგრამ, ამ კუთხის ხალხისთვის დამახასიათებელი, რომელი თვისება გაქვს გამძაფრებული?
– მე სვანური წარმოშობის იმერელი ვარ და ამ ორი კუთხის ხასიათია გაერთიანებული ჩემში. გვარი და ფესვები კი მაქვს სვანური, მაგრამ სოფელი მაქვს წევაში, ხარაგაულსა და ზესტაფონს შორის. როგორც ვიცი, ძველად, როცა სვანეთში, გვარებს შორის სისხლის აღება ხდებოდა, გველესიანები მომგვარებლები იყვნენ. მერე,  ალბათ, დაიღალნენ ამდენი გიჟი ხალხის მოგვარებით და წამოვიდნენ იმერეთში (იცინის). ძალიან მიყვარს სვანები, სამართლიანები და პირდაპირები არიან, ალალები. ასეთი ვარ მეც!
– როგორც ვიცი, ხაკერის მსხვერპლი გახდი...
– დიახ, ერთი კვირის წინ, „ფეისბუქი“ გამიტეხა ვიღაც ირანელმა ხაკერმა. არა მარტო მე, რამდენიმე ქართველ ცნობად სახეს. ვერ  ვხვდები, რას იქექებიან, რას ეძებენ...  სოციალურ ქსელზე გამახსენდა ერთი ამბავი – მეგობარმა ჩამიგდო ფოტო, ვიღაც ბიჭი ძალიან მგავდა და გადაღებული იყო ბავშვთან ერთად. მეც დავდე სოციალურ ქსელში, ვიხუმრე და მივაწერე: „მე და ჩემი პატარა“. მეორე დღესვე გავრცელდა ჭორი, შვილი ყოლია ანდრიას და მალავსო (იცინის).
– იღბლიანი ხარ?
– ნამდვილად იღბლიანი ვარ და ამას სულ აღვნიშნავ. მადლობა ღმერთს, ბედი მწყალობს და იღბალშიც მიმართლებს. ადამიანებში ბუნებრიობას და უბრალოებას ვაფასებ. ვფიქრობ, ჩემს წარმატებაში ამ თვისებებსაც დიდი წვლილი მოუძღვის. რაც უფრო უბრალო და უშუალოა ადამიანი, მით მეტად მისაღებია. ალბათ, მეც ჩემი უბრალოებით ვიგებ.
– მიუხედავად იმისა, რომ, წარმატებული და იღბლიანი ხარ, ალბათ, შენს ცხოვრებაშიც იდგა რთული და დეპრესიული პერიოდებიც. როგორ ახერხებ ამ დროს წინააღმდეგობის დაძლევას და სიტუაციიდან თავის დაღწევას?
– რასაკვირველია, რთული და დეპრესიული პერიოდები ხშირად ყოფილა ჩემს ცხოვრებაში, მაგრამ მოვახერხე და დავძლიე. ყველა წარმატების უკან დგას რთული  პერიოდი, უბრალოდ, ძლიერი უნდა იყო და არ დანებდე. როცა დეპრესიაში ვარ, ვცდილობ,  საკუთარ თავში არ ჩავიკეტო და ხალხთან მქონდეს ურთიერთობა. ბებია-ბაბუის გაზრდილი ვარ და ყველაზე რთული პერიოდი მაშინ იდგა ჩემს ცხოვრებაში, როცა ბაბუა გარდაიცვალა. სულ ვამბობ, დროის მანქანა რომ მქონდეს, უკან დავაბრუნებდი-მეთქი. ნეტავ, მქონდეს... იყო პერიოდი, როცა ჩემი და-ძმა მენატრებოდა, უცხოეთში დავტოვე და სიგიჟემდე განვიცდიდი. ერთი წელი დეპრესიაში ვიყავი, ყველა ბავშვში ჩემს დას ვეძებდი, რომელსაც სამი წელი შვილივით ვზრდიდი. ასე რომ, ადვილი ცხოვრება ნამდვილად არ მაქვს გამოვლილი, მაგრამ საკუთარ თავზე მუშაობა შემიძლია.
– მართალია, რომ შენი მომავალი ცხოვრება წინაწარ იცოდი?
– ბავშვობაში ძალიან მაინტერესებდა პარალელური სამყაროები და ამ თემებზე ბევრს ვკითხულობდი. დაახლოებით, შვიდი-რვა წლის ასაკში, სიზმარში ვნახე ჩემი მომავალი, რომელიც ზუსტად ამიხდა. ზოგადად, წინაწარ ვხვდები მოსალოდნელ მოვლენებს. არ დამავიწყდება, მეგობრებმა ერთნაირი სიზმარი ვნახეთ და ვიცოდით, რაღაც ცუდი უნდა მომხდარიყო. ასეც მოხდა, მეგობარი გარდაიცვალა. ცუდის მოლოდინი ხშირად მაქვს, მაგრამ ვცდილობ, კარგზე ვიფიქრო. ამით გავანეიტრალო ნეგატიური და ჩავანაცვლო პოზიტივით.
скачать dle 11.3