კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 როგორ დავჭიმოთ და დავატენიანოთ კანი სახლის პირობებში

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

 ბევრი ადამიანი უჩივის კანის მოშვებას ყელის, მუცლის, მკლავის, თეძოს არეში. როცა კანი ელასტიკურობას კარგავს, ცუდი შესახედია და დისკომფორტს ქმნის. ეს ბევრი მიზეზის გამო შესაძლოა მოხდეს, მაგრამ უმთავრესი, მაინც წონაში კლება-მომატება და ასაკია. თუ გსურთ, კანი დაჭიმული და გლუვი იყოს, სხეული კი – ტონუსში, აუცილებლად გაითვალისწინეთ, ქვემოთ მოყვანილი რეკომენდაციები.
კანის მშრალად აქერცვლა – ეს აუცილებელი პროცედურაა, რათა მისი განახლება მოხდეს მკვდარი უჯრედების მოშორებით. ასტიმულირებს ცირკულაციას, რის შედეგადაც კანი მეტ სასიცოცხლო მკვებავებს და ჟანგბადს იღებს.  შეიძინეთ ტანის ჯაგრისი, რომელიც დამზადებულია ნატურალური ბოჭკოებისგან.    გაიხეხეთ მთლიან სხეულზე კანი, დილით, შხაპის მიღებამდე. უფრო მეტად კი, ის ადგილები, სადაც კანი მოშვებულია. ამ დროს, კანიც და ჯაგრისიც მშრალი უნდა იყოს.
სკრაბები –  მოშვებული კანისთვის ეფექტურია სკრაბით კანის დამუშავება. მინერალური მარილის შემცველი სკრაბები, კარგად ჭიმავს კანს. გაიხეხეთ კანი შხაპის მიღების დროს და, შემდეგ, კარგად ჩამოიბანეთ მარილი.
კანის დამატენიანებელი კრემები – შხაპის შემდეგ კრემის წასმა კანს ატენიანებს და აუმჯობესებს ელასტიკურობას.
ზეთები – საბავშვო  ზეთები, რომლებიც აფთიაქებვში იყიდება და საკმაოდ ხელმისაწვდომია,  კარგია აბაზანის შემდეგ კანზე წასასმელად. ასევე, აბუსალათინისა და ნუშის ზეთი არაჩვეულებრივად კვებავს და ატენიანებს კანს.
კანის გასამკვრივებელი კრემ-ლოსიონი – იხმარეთ ისეთი პროდუქტები, რომლებიც შეიცავს A და E ვიტამინებს და კოლაგენს. ეს ნივთიერება ამკვრივებს და ჭიმავს კანს.  წაისვით კრემი ან ლოსიონი ერთხელ მაინც დღეში და კარგად შეიზილეთ,  განსაკუთრებით ისეთ ადგილებში, სადაც კანი მოშვებულია.  ასევე, კარგია, ალოეს შემცველი ლოსიონები
კანის ნიღაბი – სახის ნიღბები შეიძლება, გამოიყენოთ თეძოებზე, მუცელზე მკლავებსა და დეკოლტეს მიდამოებში. გაიკეთეთ კვირაში ერთხელ, პრობლემურ ადგილებზე.
წყალი – დღის განმავლობაში, მინიმუმ 10 ჭიქა წყლის დალევა აუცილებელია, რათა კანი დატენიანდეს და ჯანსაღი შეფერილობა ჰქონდეს. ასევე,  მცენარეული ნაყენები და მწვანე ჩაი კანს უზრუნველყოფს ძირითადი მკვებავი ნივთიერებებით.   მოერიდეთ, ალკოჰოლიან სასმელებს და დიდი რაოდენობით ყავის სმას, რადგან საგრძნობლად აშრობს კანს.
ცოცხალი ხილი და ბოსტნეული – სეზონური ხილისა და ცოცხალი ბოსტნეულის ჭამა ძალიან სასარგებლოა კანისთვის. ისინი მდიდარია სხვადასხვა ვიტამინითა და მინერალებით, რაც ძალიან სჭირდება კანს. დალიეთ, ახალგამოწურული ხილისა და ბოსტნეულის წვენი, ყოველდღიურად, საუზმემდე ნახევარი საათით ადრე. გამოკვებეთ თქვენი კანი მწვანე ბოსტნეულით. მაგალითად, როგორიცაა:  კომბოსტო, ბროკოლი, მწვანე ბულგარული წიწაკა და ისპანახი.
ვარჯიში – მინიმუმ, 10-წუთიანი ვარჯიშის ჩატარება ყოველდღიურად, უზრუნველყოფს კუნთების სიმკვრივეს, რაც თავისთავად, კანის ელასტიკურობაზეც დადებითად აისახება.  დილა-საღამოს, გააკეთეთ მუცლის პრესი, რათა ამ მიდამოში კუნთები დაიჭმოს და კანიც არ მოდუნდეს.
მასაჟი – მასაჟი ხელს უწყობს სისხლის ცირკულაციის გაუმჯობესებას ორგანიზმში. ეს კი, კანისთვის მეტად აუცილებელია.
მზისგან დაცვა – მზის მავნე ზემოქმედება, საგრძნობლად აზიანებს კანის სტრუქტურას და აბერებს მას. რასაკვრიველია, ეს მზის არასწორად მიღებულ აბაზანებს ეხება. ამიტომ, გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემები და ისეთი საშუალებები, თქვენს კანს ულტრაიისფერი გამოსხივებისგან მაქსიმალურად რომ დაიცავს.скачать dle 11.3