№34 კვირაში ორჯერ მოიწყვეთ განტვირთვის დღე და დაიკელით 3 კილოგრამი
ეს დიეტა, საკმაოდ მარტივი დასაცავია. უბრალოდ, კვირაში 2-ჯერ, ორშაბათსა და პარასკევს, შეზღუდეთ გარკვეული საკვების მიღება და კვირის ბოლოს, დაკლებული კილოგრამებით იამაყებთ. თუ ზუსტად ისე დაიცავთ რეჟიმს, როგორც ქვემოთაა მოყვანილი, მაშინ, კვირაში მინიმუმ, 3 კილოგრამის დაკლება გარანტირებული გაქვთ. დიეტას ახასიათებს დაბალი კალორიულობა, ცილებისა და ვიტამინების საკმარისი რაოდენობით.
ორშაბათი
საუზმე:1 ჭიქა უშაქრო ხილის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, პატარა ნაჭერი მოხარშული საქონლის ხორცი, ყველის მომცრო ნაჭერი, 50 გრამი პური, უშაქრო ჩაი ან ყავა.
სადილი: ცოცხალი ბოსტნეულის სალათა ზეითუნის ზეთით, მოხარშული თევზი, გარნირის გარეშე, 1 ნაჭერი ჭვავის პური, 1 ცალი ვაშლი.
ძილის წინ: ერთი ჭიქა რძე, მაწონი ან კეფირი – რომელიც გიყვართ.
პარასკევი
საუზმე: ბოსტნეულის სალათა, მდნარი ყველით ან ერთი მოხარშული კვერცხით, პატარა პურის ნაჭერი, 5-6 ცალი შავი ქლიავი, ერთი ჭიქა მაწონი.
სადილი: მოხარშული თევზი, ბოსტნეულის სალათასთან ერთად, 5-6 ცალი შავი ქლიავი.
ძილის წინ: ერთი ჭიქა თბილი რძე.