კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№34 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ვარ 35 წლის. ზოგადად, ძალიან ჭარბთმიანი ვარ, ეს პრობლემა სახეზეც მაწუხებს და ტანზეც. ვერაფერი მოვუხერხე, რა არ ვცადე. ახლა მითხრეს, რომ დამწვარი ხის ფერფლი, მწვანე კაკლის წვენი და ლემას ბალახი შველის ამ პრობლემასო. როგორ მოვიქცე, რას მირჩევთ?
პასუხი:
ქალმა, რომელსაც აწუხებს ჭარბთმიანობა სახეზე ან სხეულის სხვა რომელიმე ადგილზე, უპირველესად, უნდა მიაკითხოს ექიმს. გაარკვიოს მისი მიზეზი და შემდგომ მიმართოს კოსმეტიკურ სალონებს და შესაბამის სპეციალისტთან ჩაიტაროს პროცედურები. რაც შეეხება ხის ფერფლსა და ლემას, ეს ზედმეტი თმის მოშორების ძველი ხალხური მეთოდია. კერძოდ, აიღეთ დამწვარი ხის ფერფლი და სველი ხელებით შეიზილეთ თმიან ადგილას. პროცედურის გამეორება საჭიროა იქამადე, სანამ არ გაცვივდება არასასურველი თმა. ასევე, აიღეთ 150 გრამი ლემას ბალახი და მოხარშეთ 1 ლიტრ წყალში, სანამ ბლანტ ნახარშს არ მიიღებთ. სხეულის და არა სახის, თმიან ნაწილზე სისტემატურად ისვით ნახარში ბამბის ტამპონით, ორ-სამჯერ დღეში. შეგიძლიათ წაისვათ, აგრეთვე მწვანე, დაუმწიფებელი კაკლის ნაყოფის წვენი. შედეგი, ცხადია, მაშინვე არ გამოვლინდება. საჭიროა დრო. ინდივიდუალურია – ზოგს მალევე ეტყობა შედეგი, ზოგს მოგვიანებით.
კითხვა: როგორ გავითეთრო კბილები სოდითა და ლიმონის წვენით ისე, რომ არ დავიზიანო?
პასუხი:
კბილების გათეთრების ერთ-ერთი გავრცელებული საშუალებაა სოდა. მოაყარეთ სოდა კბილის ჯაგრისს, გაიხეხეთ კბილები და გამოივლეთ წყალი. ნუ მიმართავთ ამ მეთოდს ხშირად, რადგან სოდა კბილის ემალს აზიანებს. გაურიეთ ცოტაოდენი წმინდად დაფქული მარილი ლიმონის წვენში და გაიწმინდეთ კბილები მისი საშუალებით. ამ მეთოდს ხშირად ნუ მიმართავთ, რომ კბილის ემალი შეინარჩუნოთ. ასევე, ქათქათა კბილების პირველი მტერია მოწევა და პროდუქტის ბუნებრივი საღებავები. გათავისუფლდით მავნე ჩვევებისგან და ნუ მიიღებთ პროდუქტს, რომელიც ბუნებრივ საღებავებს შეიცავს. ასეთი პროდუქტებია: ჩაი, ყავა, ღვინო, მდოგვი, წვენები.
скачать dle 11.3