№34 გაწვრთნილები
ანუ ისვრის-არ ისვრის?!
მას შემდეგ, რაც ჩვენს სიახლოვესა და ჩვენს სეპარატისტულ რეგიონებში დაასრულა წვრთნები, რფ-ის შეიარაღებულმა ძალებმა ბელორუსისკენ გადაინაცვლა (სექტემბრის წვრთნებისთვის ემზადებიან, რის გამოც ბელორუსში რუსული ჯარის განლაგება თავისი მძიმე შეიარაღებითურთ ჯერ კიდევ ივლისის თვეში დაწყებულა).
კერძოდ, „ნიუ-იორკ თაიმსი“ გვაუწყებს, რომ 100 ათასამდე რუსი სამხედრო მოსამსახურე „ნატოს“ საზღვრებთან განთავსდება და „ნატოელები“ შიშობენ, რომ რფ-ის შეიარაღებული ძალები იქ შესაძლოა, სამუდამოდაც კი დარჩნენ.
ამ ფაქტით ყველაზე მეტად ბალტიისპირეთის ქვეყნებია შეშფოთებული. ან კი როგორ არ იქნებიან, როდესაც რფ-ის სამხედრო მანქანა თანდათან უახლოვდება მათ საზღვარს?!
თუმცა იმ მარტივი მიზეზით, რომ სამხედრო წვრთნებს ვერავის აუკრძალავ (თანაც, მოკავშირის ტერიტორიაზე) და იმიტომაც, რომ რფ მხოლოდ სამხრეთ კავკასიის ფლანგზე არ აქტიურობს, იმედი ვიქონიოთ, რომ არ ახდება რუსი კლასიკოსის წინასწარმეტყველება – პირველ მოქმედებაში გამოჩენილი იარაღის შესახებ, რომელმაც მეორეში აუცილებლად უნდა გაისროლოს. –