კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა სამეფო ეტიკეტი დაარღვია საქართველოში ვიზიტისას ყატარის პრინცესამ და რატომ იგეგმება ცნობილი ფეხბურთელების ჩამოყვანა

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

 ბათუმში 2017 წლის საერთაშორისო საბრძოლო ხელოვნებათა ფესტივალი გაიმართა. ღონისძიების საპატიო სტუმარი ყატარის პრინცესა, შეიხა ალ ტანი გახლდათ. პრინცესა პირველად საქართველოში გასულ წელს იმყოფებოდა საქმიანი ვიზიტით. როგორც კარატეს ფედერაციის პრეზიდენტი კახა ბასილია ამბობს, შეიხა ალ ტანს დიდი მიზნები და გეგმები აქვს საქართველოში სპორტისა და ტურიზმის განსავითარებლად.
კახა ბასილია:
შეიხა ალ ტანი არის გაეროს მშვიდობის ელჩი და ერთ-ერთი საქველმოქმედო ორგანიზაციის პრეზიდენტი. ორგანიზაციის საქმიანობა განისაზღვრება გაჭირვებული ოჯახების ბავშვების ჩართულობით სპორტში. მან ლონდონში დააარსა ფეხბურთის აკადემია, სადაც უანგაროდ სწავლობენ მზრუნველობას მოკლებული და სოციალურად დაუცველი ბავშვები. ჩვენი შეიხა ახალგაზრდაა, ინგლისში სწავლობს. დამთავრების შემდეგ, მამამისს სურვილი აქვს, ყატარში გააგრძელოს სწავლა ტურიზმისა და სპორტის განხრით. თავადაც ძალიან დაინტერესებულია ამ მიმართულებით. როგორც პრინცესას დედა ამბობს, მან უნდა გაიაროს დიანას გზა -  ქველმოქმედებაში იყოს ჩართული. რამდენიმე წლის წინ, მსოფლიო კარატეს ფედერაციამ ყატარში გამგზავნა, რათა მათ რეგიონში კარატეს განვითარებაში დავხმარებოდი. სწორედ აქედან დაიწყო ჩვენი თანამშრომლობა. ზოგადად, კატარი დაინტერესებულია სპორტით და მასში დიდ ფულს დებენ. მაშინ, 6 დღის განმავლობაში ვიყავი იქ და შევისწავლე იქაურობა. კარგ  პირობებში მიწევდა ცხოვრება, 7-ვარსკვლავიან სასტუმროში და ასე შემდეგ. სწორედ ამ ვიზიტის დროს მქონდა შეიხის ოჯახთან ურთიერთობა. მათთვის საპატიო სტუმარი ვიყავი.
– პრინცესა პირველად იმყოფებოდა წელს საქართველოში?
– არა, გასულ წელს იყო პირველად. ალ ტანის ძმა კურირებს სპორტს და კარატეთიც არის დაინტერესებული. თუმცა სამეფო ოჯახის ყველა წევრი დაკავებულია და შესაბამისად, უჭირთ სხვა საქმეებისთვის დროის გამონახვა. პრინცესას შედარებით მეტი თავისუფალი დრო ჰქონდა და ის ჩაუდგა ამ ყოველივეს სათავეში. არ ვიცი, რამ განაპირობა, მაგრამ მათი დიდი ნდობა დავიმსახურე, როგორც სპეციალისტმა და მეგობარმა. საქართველოსთან შეხება არ ჰქონდათ და ჩემი მეშვეობით გაიცნეს  ჩვენი ქვეყანა. ისტორიაში, რაც ვიცოდი, ვუყვებოდი, რაც არა და „გუგლის“ მეშვეობით ვაცნობდი. დიდი ინტერესი გამოიწვია მათში იმან, რომ ჩვენისთანა პატარა ქვეყანა ასეთი სპორტულია - ჩვენი ოლიმპიური ჩემპიონებით და განვითარებით დიდი კულტურა გვაქვს. პრინცესას, ზოგადად, დიდი სურვილი აქვს. სხვადასხვა ქვეყანაში იმოგზაუროს და თავისი ფონდის მეშვეობით დაეხმაროს ხალხს.  შარშან მისი ვიზიტი აზიის ყველა ქვეყანაში გაშუქდა. შევხვდით ბათუმის მერს.  მას ჰქონდა კონკრეტული გეგმები და პროექტები, რომელიც  მერს გააცნო, თუმცა, სამწუხაროდ, ამას არანაირი  რეაგირება არ მოჰყოლია. იქ საუბარი იყო ტურისტების მოზიდვაზე, ჩვენი სპეციალისტების გადამზადებაზე იმათ ხარჯზე. თუმცა, პროექტი ჩავარდა, რადგან ინტერესი აღმოჩნდა დაბალი.
– წელს რას უკავშირდებოდა მისი ვიზიტი?
– ჩვენ ყოველ ზაფხულს ვატარებთ საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალს, სადაც 2 000-მდე მონაწილე იკრიბება. ეს არის ერთკვირიანი დიდი, მსოფლიო ფორუმი. წელსაც გრანდიოზული სახე ჰქონდა ამ ყოველივეს და საპატიო სტრუმრის სტატუსით მყავდა დაპატიჟებული პრინცესა, როგორც ჩვენი მეგობარი. მან ასევე, ქველმოქმედების მიზნით, მოინახულა რამდენიმე საავადმყოფო და ჩაიწერა, რა სჭირდებათ მათ. გარდა ამისა, წელს, სექტემბერში, ბათუმში გვინდა, ჩავატაროთ მსოფლიოს თასი ბავშვებს შორის ფეხბურთში. ეს შეეხება მზრუნველობამოკლებულ და სოციალურად დაუცველ ბავშვებს. ჩამოვიყვანთ ცნობილ ფეხბურთელებს, რომლებიც მათი კერპებია. ეს გახლავთ მილიონიანი პროექტი და ამ ყოველივეს აფინანსებს პრინცესას ფონდი. ბათუმში ჩამოვა 3 000 ისეთი სტუმარი, რომელიც მოიზიდავს ბევრ უცხოელ ტურისტსა თუ ჟურნალისტს. უკვე გვექნება კონკრეტული ბავშვების სია, ვისაც დავეხმარებით. ვფიქრობ, ეს ყოველივე ძალიან საინტერესო იქნება ჩვენი ქვეყნისთვის.
– კმაყოფილი დარჩა ვიზიტით?
– ბოლო ვიზიტით ძალიან აღფრთოვანებული იყო. აჭარაში შევხვდით ყველა მაღალჩინოსანს. მოეწონა ჩვენი სტუმარმასპინძლობა. ამ გოგომ დაინახა ჩვენი სითბო, ყურადღება. მოეწონა ჩვენი ბუნებაც, მისთვის ეგზოტიკური ქვეყანა აღმოჩნდა საქართველო. ყატარში სულ სხვა ბუნებაა. ჩვენთან წვიმა, წყალი, მზე, მთა, ზღვა ყველაფერია. ჩვენს სამზარეულოს ბოლომდე ვერ ჩასწვდა, რადგან ძალიან ცოტას მიირთმევს და ერიდება მძიმე საკვებს. ჩვენი კერძები კიდევ, მძიმე და მსუყე საჭმელია. თან, მას კვების ეტიკეტიც აქვს, რომელსაც იცავს. რაც გასინჯა, მოეწონა, თუმცა ბოლომდე არ დაუგემოვნებია ყველაფერი. ღვინოსაც არ სვამს, თავისი რელიგია უკრძალავს.
– რატომ არის დაინტერესებული პრინცესა საქართველოში ტურიზმისა და სპორტის განვითარებით?
– ის არის ყველაზე მდიდარი პრინცესა მსოფლიოში და  სურს, დიანას გზა გაიაროს. პოზიტიური ადამიანია, რომელიც ცდილობს, ყველას დაეხმაროს.
– სამეფო ოჯახზეც გვიამბეთ.
– ეს ოჯახი ისტორიულად წლებია, უკვე, რაც ყატარის სათავეშია. მამამისს ჰყავს სამი ცოლი. პირველი ცოლი გახლავთ ცნობილი ირანელი ქალი – მოზა. მაგრამ, ალ ტანის დედა ეგვიპტელია. ეს ოჯახი ყატარის მმართველია. ისინი დიდად კონტაქტში არ შედიან უცხოელებთან. ბევრი რამაა საჭირო, რომ მათი ნდობა მოიპოვო. ჩემს შემთხვევაში, არ ვიცი, რა მოხდა, ალბათ, ავტორიტეტმაც განაპირობა. პირველად ალ ტანი საქართველოში რომ ჩამოვიდა, ჩამოჰყვა დაცვა და 6 მოსამსახურე – ვინც აცმევდა, თმას ვარცხნიდა და ასე შემდეგ. ვუთხარი, აქ დაგახვედრებ, ვინც დაგჭირდება, რა საჭიროა ამხელა ამალით სიარული-მეთქი. ბოლოს სულ მარტო ჩამოვიდა. ეს ეწინააღმდეგება ყველა ნორმას, რადგან სამეფო ოჯახის წევრის გაშვება ასე მარტო, არ შეიძლება. წელს მის ვიზიტს  ბათუმში დაემთხვა „ფეშენ-ვიქი“, სადაც ია ფარულავა გავაცანი. ია შოკში იყო.  როგორც კი დაინახა, მაშინვე მიხვდა, ვინ იყო. ეგრევე, ტანსაცმელზე დაიწყეს ლაპარაკი, ეს სად იყიდე, ის სად იყიდე (იცინის). იამ დააფიქსირა, რომ ძვირფასი რაღაცები ეცვა და ეკეთა. მკითხა, ვინ არის ეს პრინცესასავით გოგოო. ვუპასუხე, პრიცესასავით არა, პრინცესაა-მეთქი (იცინის).
скачать dle 11.3