კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 რა ხდება მარიშკა ჯავახაძესა და გიგი უგულავას შორის და რას არ განსაზღვრავს მისთვის სექსუალური პარტნიორების რაოდენობა

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 ზაფხულის ცხელ დღეებში ყველა ცდილობს, ქალაქს თავი დააღწიოს და საკუთარ თავს მშვიდი თუ აქტიური დასვენება მოუწყოს. მაგრამ, აღმოჩნდა, რომ მსახიობი მარიშკა ჯავახაძე, იგივე ბარბარიკა შვებულებას სექტემბრისთვის გეგმავს. თუმცა, ამ დროის განმავლობაში, პერიოდულად, ქალაქიდან გასვლას და მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად, სუფთა ჰაერზე ყოფნას მაინც ახერხებს.
– მარიშკა, თბილისში არ ხარ, უკვე მოახერხე დასასვენებლად წასვლა?
– სამსახურიდან შვებულებით ჯერჯერობით არ მისარგებლია, სექტემბრისთვის ვინახავ. ახლა, უბრალოდ, თბილისში არ ვიმყოფები, თორემ ისე ქალაქთან ახლოს ვარ. წყნეთში, მუხათწყაროში, წოდორეთში – აქეთ-იქით დავდივარ მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ერთად.
– სექტემბერში შვებულებას რისთვის ინახავ?
– განსაკუთრებული გეგმა მაქვს. ჩემს გოგოებთან ერთად მივიდივარ დასასვენებლად – სულ ხუთნი ვართ. ტრადიცია გვაქვს ასეთი, რომ ზაფხულში რამდენიმე დღით მაინც ვიკრიბებით სამეგობრო, ქმრების, შვილების, შეყვარებულებისა და ყველას გარეშე და ვატარებთ დროს.
– ზოგადად, როგორი დასვენება გიყვარს?
– აქტიური დასვენების მოყვარული არ ვარ, დროის მშვიდ გარემოში გატარება მირჩევნია. ბევრი წიგნით, კარგი ფილმებითა და სიმშვიდით. უპირატესობას ზღვას ვანიჭებ, მაგრამ კლუბებში არ დავდივარ. როცა დასასვენებლად მივდივარ, ვცდილობ, მართლა ისე დავისვენო, რასაც ნამდვილი დასვენება ჰქვია.
– ზღვასთან ფლირტი ასოცირდება.
– ცხოვრებაში საკურორტო რომანი და ფლირტი არ მქონია. მე თუ ფლირტს ვიწყებ, იმ ადამიანთან ურთიერთობას აუცილებლად გრძელვადიან პერსპექტივაში ვხედავ. მოკლევადიანი ურთიერთობებით არ ვინტერესდები.
– რომელიმე ზაფხული განსაკუთრებულად გახსენდება?
– ჩემი გამორჩეული ზაფხულები ჩემს გოგოებთან ერთად გატარებულ დროს უკავშირდება. თურქეთში დავდიოდით ხოლმე დასასვენებლად და ბევრი ისტორია გვაქვს, მაგრამ საჯაროდ მოყოლა თუ ღირს, არ ვიცი (იცინის). მთელი ცხოვრება მომღერლობაზე ვოცნებობ, მაგრამ საშინელი სმენა და ხმა მაქვს. ერთ ზაფხულს გამიმართლა და ათასკაციან სასტუმროში, ვინც კარაოკე კონკურსში იღებდა მონაწილეობას, ყველა ჩემზე უარესი ხმისა და სმენის პატრონი აღმოჩნდა და მე გავიმარჯვე. თურქეთის სასტუმროში, ათას კაცში მე აღმოვჩნდი საუკეთესო (იცინის). საერთოდ, სახალხოდ არასდროს ვმღერი, თუმცა, სახლში სულ ვღიღინებ და სულ მეჩხუბებიან, გაჩუმდიო (იცინის).
– დაბადების დღე გქონდა რამდენიმე დღის წინ, როგორ გაატარე?
– ძალიან კარგად, მთელი დღე საყვარელი ადამიანების გარემოცვაში გავატარე. გოგოშკური, მაგრამ ძალიან კარგი დაბადების დღე იყო. წელს განსაკუთრებულად კარგი საჩუქრები მივიღე. რა თქმა უნდა, ყველა გოგოს უყვარს კარგი ბრენდების პროდუქცია, მაგრამ მოდი, არ დავკონკრეტრები და საჯაროდ არ გავაკეთებ აქცენტს კონკრეტულ ჩუქებებზე (იცინის).
– რომელიმე დაბადების დღე თუ გახსენდება გამორჩეულად?
– განსაკუთრებული დაბადების დღე მქონდა მაშინ, როდესაც სრულწლოვანი გავხდი – 18 წლის. ამერიკაში ვსწავლობდი, სკოლა დავამთავრე, დიპლომი ავიღე, დაბადების დღეც იქ გადავიხადე. საოცრად მახსენდება ის დღე, ძალიან ამაყი ვიყავი, რომ სრულწლოვანი გავხდი. მეგონა, ამქვეყნად ყველაფრის უფლება მქონდა და ჩემზე ბედნიერი არავინ იყო. მოგეხსენებათ, იქ ალკოჰოლის მიღება 21 წლამდე აკრძალულია და პირველი, რაც გავაკეთე, როგორც კი 12 საათს გადასცდა, ჩემი პასპორტით ჩავვარდი მაღაზიაში და სიგარეტი ვიყიდე (იცინის). მერე გვქონდა ფართი ჩემი სახლის სახურავზე და ძალიან კარგად გავერთეთ.
– რაც პოპულარული გახდი, შენს სახელს ბევრ ჭორს უკავშირებენ. ბოლო პერიოდში ძალიან აქტუალურად განიხილავდნენ შენსა და გიგი უგულავას ურთიერთობას. ერთად ისვენებენ, მათ შორის, რაღაც ხდებაო, ამბობენ.
– (იცინის) გიგი უგულავა ჩემი ოჯახის ახლობელია. როცა დედაშენის მეგობართან გადაღებულ ფოტოს ამხელა ამბავი მოჰყვება, მარაზმია. ეს ადამიანი ჩემი ახლო მეგობარიცაა. ჩემსა და დედას შორის ძალიან მცირე ასაკობრივი სხვაობაა. დედა სულ 19 წლითაა უფროსი. შესაბამისად, უკვე იმ ასაკში ვარ, რომ საერთო სამეგობრო წრე გაგვიხდა. ასე რომ, გიგი ორივეს მეგობარია. მასთან ერთად დასასვენებლად არ ვყოფილვარ, თუმცა რომ ვყოფილიყავი, ძალიან ბუნებრივი იქნებოდა, იმიტომ რომ, ოჯახის მეგობრები ძალიან ხშირად დადიან ერთად. მე და გიგიმ ძალიან ბევრი ვიცინეთ ამ ჭორზე. მისთვის, ალბათ, ისევ ცხრა წლის მარიშკა ვარ, რომელიც პირველად ნახა.
– პირველი ინტერვიუ რომ ჩავწერეთ, სერიალში ახალი გამოჩენილი იყავი. მითხარი, რომ პირად ცხოვრებაში სერიოზული არაფერი ხდებოდა. ახლა შეიცვალა რამე?
– აღსანიშნავი არაფერი ხდება. მგონია, რომ პირადი პირადად უნდა დარჩეს, ამიტომ ვერიდები პირად ცხოვრებაზე ლაპარაკს. ადრე თუ გვიან, როცა ვიპოვი ადამიანს, რომელთანაც მთელი ცხოვრების დაკავშირება მომინდება, ამის შესახებ ხმამაღლა ვიტყვი, მაგრამ სანამ ასე არაა, მანამდე საჭიროდ არ მიმაჩნია, ყველაფერზე ლაპარაკი. ყველა გოგოს ცხოვრებაში ხდება რაღაც, მაგრამ ამაზე ლაპარაკი ჩემთვის მიუღებელია.
– და როგორი უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც შეიძლება, ცხოვრება დაუკავშირო?
– „არასოდეს თქვა არასოდეს“, ვისთან როდის გაიბმება ჯადოსნური ძაფები და გაგიჩნდება გრძნობა, არასდროს იცი. ამიტომ, კონკრეტულად ვერ ვიტყვი, როგორი უნდა იყოს „ჩემი ადამიანი“. წარსულს რომ გადავხედო, ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული მამაკაცების გვერდით ვყოფილვარ. ბევრნი არ ყოფილან, მაგრამ ყველა ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. ამიტომ, კონკრეტულს ვერაფერს ვიტყვი.
– გენდერულ თანასწორობაზე როგორია შენი აზრი?
– საქმიან გარემოში და ზოგადად, ყველგან, ქალი და კაცი თანასწორია და რა თქმა უნდა, გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. თუმცა, მე ბევრად უკეთესად ვგრძნობ თავს, როცა ურთიერთობაში კაცია წამყვანი. პირად ურთიერთობაში კაცთან მე ვერასდროს ვიაქტიურებ. შეიძლება, ეს ერთგვარი კომპლექსიცაა, მაგრამ მირჩევნია, კაცი იყოს წამყვანი.
– შენ არასდროს გადაგიდგამს პირველი ნაბიჯი?
– სასურველი მამაკაცის მოხიბვლა შეიძლება, ქალმა პატარ-პატარა ხრიკებით სცადო, მაგრამ კაცთან ურთიერთობის ინიციატორი არასდროს ვყოფილვარ. ვგულისხმობ ზრდასრულ ასაკს და არა თინეიჯერობას.
– გათხოვილი იყავი, თუმცა ძალიან მცირე ხანს გასტანა ამ ურთიერთობამ. პატარები იყავით თუ რა იყო მიზეზი?
– არც ისე პატარა, საკმაოდ შეგნებულ ასაკში – 25 წლის გავთხოვდი, მაგრამ რატომღაც ვერ შევეწყვეთ ერთმანეთს და ერთ თვეში დასრულდა ჩვენი ურთიერთობა. გაუცნობიერებელ ასაკში არ ვყოფილვარ, მაგრამ გაუცნობიერებლად გავთხოვდი. ეს გადაწყვეტილება ძალიან უცებ, გაცნობიდან რამდენიმე კვირაში მივიღე.
– ამ გამოცდილების შემდეგ, მეორედ ამ ნაბიჯის გადადგმა გაგიჭირდება?
–  შეიძლება, ვიღაცამ თქვას, სულელი გოგოა, ერთხელ შეეშალა, მაგრამ მეორედ ხომ სერიოზული დაფიქრება მართებსო. მაგრამ, მე იმდენად მჯერა სიყვარულის, რომ ნამდვილად ვერ ვიტყვი, რამეს გავითვალისწინებ-მეთქი, თუ ძალიან შემიყვარდა.
–  ბარბარიკას და ნატრულის ურთიერთობა კიდევ ცალკე თემაა. რეალური დედამთილი როგორი წარმოგიდგენია?
– ჩემთვის გაუგებარია, როგორ შეიძლება, არ გიყვარდეს დედამთილი – ადამიანი, რომელმაც შენი ქმარი მოავლინა ამქვეყანად და გაზარდა. თუ ეს კაცი გიყვარს, მის შემქნელსაც პატივს სცემ. ნატრულისნაირი დედამთილიც რომ შემხვდეს, მასთანაც აუცილებლად დავალაგებ ურთიერთობას.
– პატიოსნება სექსუალური პარტნიორების რაოდენობით არ იზომებაო – შენი ფრაზაა, რომელსაც ძალიან დიდი განხილვა მოჰყვა.
– შეიძლება, არასწორად გავაკეთე აზრის ფორმულირება, მაგრამ ცოტა გვინახავს – ქალიშვილი და არაპატიოსანი ადამიანი? ვიღაცის ლოგინის ქექვა და სხვის საძინებელში სანთლის ჭერა, რა მარაზმია? ყველა თავის გზას ირჩევს. მთავარია, საკუთარ თავთან იყო მართალი. დანარჩენი, არავინ არავის ეკითხება, ვინ რამდენ კაცთან დაწვება. ეს ადამიანის ინდივიდუალური გადაწყვეტილებაა, რაც არავის საქმე არაა.
скачать dle 11.3