№33 ბრძნული აზრები
ფრანკლინი: თუ კარგი დასვენება გინდა, დროს უქმად ნუ დაკარგავ.
ვოლტერი: საუკეთესო კარგის მტერია.
მონტენი: იარაღის ჟღარუნი კანონის ხმამ უნდა გადაფაროს.
ერასმუს როტერდამელი: შეიძულე ცოდვა და შეგიყვარებს ადამიანი.
ჰელვეციუსი: ხშირად, ცხოვრების ყველაზე დიდ სიამეებს მხოლოდ იმიტომ თმობენ, რომ შემდეგ ამით იამაყონ.
დიდრო: ჩვენ ვცდილობთ, სხვას შევაყვაროთ თავი, რათა კიდევ ერთი მიზეზი გვქონდეს, რომ საკუთარი თავი უფრო მეტად გვიყვარდეს.
პოლ ვალერი: დეკარტი უფრო მართალი იქნებოდა, რომ დაეწერა: „ვიტანჯები, მაშასადამე, ვარსებობ“.
ადისონი: გაუნათლებელ, პრიმიტიულ ტვინს სასწაულები და სენსაციები სჭირდება, რათა წუთით გამოიღვიძოს.
შპენგლერი: აზრების დეფიციტი რომ არ არსებულიყო, ბრიყვთა ნააზრევის სიუხვე წაგვლეკავდა.
სენეკა: თუ ბუნებამ კარგი სმენით არ დაგაჯილდოვათ, სინდისის ხმასაც ვერ გაიგებთ.
ჰეგელი: სიბერის გარეშე დიდხანს ვერავინ ცოცხლობს.
ირვინგი: ზარმაცი ჭკვიანი და მუყაითი რეგვენი ხალხისთვის უბედურებაა.
ელისონი: როცა აღმოვაჩენ, ვინ ვარ მე, მაშინ ვიქნები თავისუფალი.
იბსენი: ამქვეყნად ყველაზე ძლიერი კაცი ისაა, ვინც მარტო დგას.
თორო: მირჩევნია, გოგრაზე ვიჯდე და ეს გოგრა სულ ჩემი იყოს, ვიდრე ხავერდის ბალიშზე, ხალხით გარშემორტყმული.
ჰელერი: თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის ტრადიციული უფლებების პრაქტიკაში გატარებას არ უფრთხოდა და სწორედ ამიტომ უქმნიდა ამ უფლებებს საფრთხეს.
ჩესტერფილდი: თუ ზრდილობიანად არ აგრძნობინე ადამიანს მისი სისულელე, ეგონება, მის აზრს იზიარებ.
ბაირონი: ვისაც სამშობლოს სიყვარული არ შეულია, ვერაფერს შეიყვარებს.
უაილდი: ყველაზე ფრთხილად მტრები უნდა აირჩიო.
ბერტონი: უფრთხილდი დამორჩილებულ მტერს.
სუნ ძი: ახლოს გყავდეს მეგობრები, მტრები კი – უფრო ახლოს.
ბრიუერი: ჩვენ ისე გვიყვარს კრიტიკა, რომ აღარ ძალგვიძს, შევიგრძნოთ ჭეშმარიტად დიდებული ქმნილებები.
მოლიერი. ქალი ის ტკბილი არსებაა, რომელმაც შეიძლება, სიცოცხლე გაგიმწაროს.
მოპასანი: ქალს ისე უნდა მოექცე, რომ მალე არ მოგწყინდეს.