კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 კაბუ: ხომ წარმოგიდგენია, რა სერიოზული პრობლემები მქონდა, რომ სამშობლოდან, საქართველოდან გავიქეცი

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მსახიობი კახა აბუაშვილი, იგივე კაბუ, უკვე რამდენიმე წელია, პარიზში ცხოვრობს. როგორც თავად ამბობს, ის საფრანგეთში ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო წავიდა. დღეს თავს კარგად გრძნობს და რაც მთავარია, საკუთარ თავზე გაიმარჯვა. კაბუ სტუდიაშიც მუშაობს, დუეტიც ჩაწერა და ამ მხრივ, გარკვეული გეგმებიც აქვს. ნიჭიერ მსახიობს საქართველო ძალიან ენატრება და ყველას, ვინც მას დიდი სიყვარული აჩუქა, პარიზიდან მადლობას და დიდ მოკითხვას უთვლის.
– რატომ წახვედი საფრანგეთში საცხოვრებლად, რა გახდა ამის მიზეზი?
ეს ცოტა რთული თემაა, მაგრამ არა უშავს, არ მინდა ამაზე ლაპარაკი.
– მახსოვს, მანამდე პრობლემები გქონდა, დაგჭრეს და ასე შემდეგ. ამ ყველაფერმა ხომ არ განაპირობა შენი ემიგრაციაში წასვლა?
– არა, მაგიტომ არ წამოვსულვარ, არავის გამოვქცევივარ. რაღაც სიტუაციებს გამოვექეცი, რაც არ იყო საჭირო და რაც არ მიხდებოდა. ახლა ვცხოვრობ ნორმალურად, ჯანმრთელად და ბედნიერად, ისე, როგორც ზღაპრებში ხდება ხოლმე. მეგობრები მყავს, ვწერ ლექსებს, ვმღერი, ვცეკვავ და აუცილებლად დავბრუნდები საქართველოში.
– უფრო კარგად ცხოვრობ საფრანგეთში, ვიდრე საქართველოდან წასვლამდე?
ვერ ვიტყვი, რომ უფრო კარგი ცხოვრება მაქვს აქ, ვიდრე საქართველოში მქონდა, მაგრამ – უფრო ჯანმრთელი.
– როგორც მივხვდი, შენი საფრანგეთში წასვლა ჯანმრთელობის პრობლემებთან იყო დაკავშირებული. რამდენად სერიოზული იყო ეს ყველაფერი?
– კი. უპირველესად, ჯანმრთელობასთან იყო დაკავშირებული და მერე სხვა დანარჩენთან. ხომ წარმოგიდგენია, რა სერიოზული პრობლემები მქონდა, რომ სამშობლოდან – საქართველოდან გავიქეცი. მხოლოდ და მხოლოდ ჯანმრთელობის პრობლემები მქონდა. სხვა არაფერი არ იყო რთული. რაღაც პერიოდი ყველას უჭირს, მაგრამ აქ სხვანაირი წრე დამხვდა: არაავადმყოფი ხალხი, ჯანმრთელები და მეც ხელი შემიწყვეს, ნარკოტიკებს ვგულისხმობ. შეიძლება, ვიღაცისთვის რთულია ამის დაჯერება, მაგრამ არ გვაქვს მიდრეკილება ამ ყველაფრისადმი. ჰოდა, ვისაც გვჯერა – გაგვატარეთ. ზოგი ამბობს, რომ მე აქ რაღაცებზე ვწევარ, მაგრამ ტყუილია – დედას, შვილებს, ყველაფერს გეფიცებით. აქ ისე დამხვდნენ, ისე მიმიღეს, ყველანაირად დამეხმარნენ. ისეთი ხალხია, ამათთან არაფრის მეშინია ცხოვრებაში. ისეთი ხალხი გამაცნეს, ვინც მაინტერესებდა. დუეტიც გავაკეთე ერთ კარგ ადამიანთან, ძალიან კარგი ტიპია. ახლა იწყებს, მაგრამ კარგი ბავშვია. ახლა კიდევ, ვაპირებ რაღაცების გაკეთებას. პარიზში პატარა კონცერტი იყო და იქაც ვიმღერე. ახლა მიუნხენში ჯიგარი ქართველები არიან, მათ დამიძახეს. შეიძლება, ლონდონში გადავიდე და ასე რა, კარგად მიდის ყველაფერი.
– რატომ არიჩიე საფრანგეთი საცხოვრებლად?
აქ ბევრი ჩემი მეგობარია. მეორე თემა, რატომაც ავირჩიე, ის არის, რომ ამერიკის მერე, საფრანგეთი რეპის მხრივ, ყველაზე პოპულარულია. მესამე – იმიტომ, რომ „ლა პაღი, მადმუაზელ, ლა პაღი“, ძალიან მაგარი ქალაქია.
– ცოტა პარიზელიც ხომ არ გახდი?
– არა, პარიზელი არა. მე თბილისელი ვიქნები მთელი ჩემი ცხოვრება.
– როგორი იყო პარიზში ცხოვრების პირველი ეტაპი. ნულიდან, თავიდან მოგიწევდა ცხოვრების დაწყება.
– თითქმის. თავიდან ნოსტალგია არ მიგრძნია, რადგან ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორებით ვიყავი დაკავებული. ძალიან მომეხმარნენ ბიჭები და კონკრეტულად ერთი ადამიანი, რომელიც ძალიან მიყვარს. ყველაფერში მომეხმარა: თავისი დაბინავებით, დაპურებით, სტუდიაც კი ამან „გამიჩითა“.
– ვინ არის?
– ჩემი ძმაკაცია, პაატა ახალაძე – ჩემი სისხლი და ხორცი. კიდევ გუჯა შუკაკიძე, რა ვიცი, ბევრნი – ვინც დამხვდა, მომეფერნენ და ფეხზე დამაყენეს. საქართველოშიც ბევრი ეცადა, დამხმარებოდა: ჭოლა, „ჩემი ცოლის დაქალები“, ნანუკა, ბევრი ეცადა, მაგრამ ვერ შეძლეს. ამიტომ გადავწყვიტე, ჩემით მექნა ყველაფერი და წამოვედი საფრანგეთში. ტეხავს, რომ არ თქვა და არ დაინახო ამ ადამიანების გვერდით დგომა. აბსოლუტურად, ყველა გვერდში მედგა, ეს ყველაფერში იგრძნობოდა, მაგრამ მე ვერ მოვაბი თავი. არ მიყვარს ამაზე ლაპარაკი, მაგრამ მიწევს, რადგან ჩემი ცხოვრების ნაწილია, რომელიც ვერაფრით წავშალე.
– ახლაც ვერ წაშალე?
– კი, ახლა წავშალე, მაგრამ გახსენება „მიტყდება“, მრცხვენია.
– შეიძლება, სხვებისთვის მაგალითი გახდე. ბევრი ამბობს, რომ ნაკოტიკებისთვის თავის დანებება წარმოუდგენელია. თუმცა, შენი მაგალითიდან არაფერია შეუძლებელი.
– ძალიან კარგი იქნება, თუ გავხდები სტიმული. ერთი რამ მინდა ვთქვა: თუ ვინმე რამის აშენებას აპირებს, თუ ვინმე ცხოვრებას აპირებს, იცხოვროს ამის, ნემსის გარეშე. დანარჩენი, კლუბებში თუ უნდათ, გაერთონ. ნემსი ძალიან რთული თემაა, ძალიან.
– თქვი, რომ ბევრი ცდილობდა შენს დახმარებას, მაგრამ, სანამ თავად არ გადაწყვიტე, არაფერი გამოვიდაო. რა იყო ის, რამაც ეს გადაწყვეტილება მიგაღებინა?
– მოხდა ის, რომ გამოილია... აღარ მინდა ამაზე ლაპარაკი. დავამთავრე, მოვრჩი, რაც მთავარია.
– კარგი. სხვა თემაზე გადავიდეთ. ალბათ, გაქვს შვილებთან ურთიერთობა.
– კი. მაქვს,  „სკაიპით“, „ვაიბერით“. ისე ვერ მოეფერები, როგორც გინდა, მაგრამ ჯერჯერობით, ასე ჯობია.
– ახსენე, დუეტი ჩავწერე, კონცერტზეც ვიმღერეო და მომიყევი ამ ყველაფრის შესახებ.
– პირველი, ექსპერიმენტივით გავაკეთეთ. დუეტი ვისთანაც ჩავწერე, ალჟირელი ფრანგია. ჩემმა ნამუშევარმა დიდად ვერ აღმაფრთოვანა. ნაავადმყოფარი ვიყავი, თანაც დიდი ხანი არც სტუდიაში ვყოფილვარ და მიკროფონთან რომ დავდექი, ცოტა შემეშინდა. თუმცა, მერე გამეხსნა. ახლა ბევრ დუეტს ვგეგმავ. პარიზში არის ჯგუფი „ლაზი“. გოგონები და ბიჭები არიან და მაგათთან ერთად ვაპირებ დუეტების გაკეთებას. ჯაზ-ფოლკს „უბერავენ“, ძალიან კარგები არიან. მათი ხელმძღვანელია დაჩი, რომელიც ასევე, ძალიან დამიდგა გვერდში, სულ მეუბნება: ჩამოდი, ჩამოდი, რაღაც გავაკეთოთო. სექტემბრიდან, ალბათ, შევუბერავთ. დაჩის გაკეთებული კონცერტი იყო პარიზში – ლამაზი, პატარა და იქ ვიმღერე.
– ხალხი როგორ გხვდება?
– ძალიან მომეფერნენ და გამიხარდა, რომ არ დავავიწყდი ხალხს. გულში ვკოცნი ყველას, ვისაც არ დავავიწყდი.
– მუშაობ? როგორ ცხოვრობ პარიზში?
– არაფერსაც არ ვაკეთებ. ვუყურებ ფილმებს კუნფუზე – ჯეკი ჩანის ფილმებს. რა ვიცი, რა გითხრათ, მაინდამაინც ბომონდური ცხოვრება არ მაქვს – პანსიონატური უფრო.  ჯანმრთელობას ვაწვები, ვიდრე გართობას. მაგის დროც მოვა, სად წავა?! დრო მჭირდება, რომ ჯერ ფიზიკურად და ფინანსურადაც კარგად ვიყო. აქ რთულია თუ „მილიანერი” არ ხარ, შანსი არ არის და მე „მილიანერი” არ ვარ.
– დარწმუნებული ვარ, თეატრი ძალიან გენატრება.
– თეატრი ყველაზე მეტად მენატრება...
– მალე ჩამოვალ თბილისშიო და როდის გეგმავ დაბრუნებას?
– აუცილებლად ჩამოვალ, თუმცა ერთი 6 თვე, აქ უნდა ვიყო და მერე, ვნახოთ.
– ინტერნეტში ფოტო გავრცელდა, სადაც შენ და ერთი გოგონა ხართ გადაღებული. ამას ჭორიც მოჰყვა, კაბუს ცოლი მოჰყავსო და მართალია?
– არა, ღადაობაა ჩვეულებრივი. ჩემი მეგობარია, რომელიც ანსამბლ „ლაზში“ მღერის. პირადში საერთოდ არაფერი ხდება.
– ყველაზე მეტად რაზე გწყდება გული?
– 19 წლის რომ არ ვარ. ბევრ რამეს შევცვლიდი. ვისაც ვუყვარვარ და მიცნობს, იცის, რასაც შევცვლიდი. მხოლოდ ერთი რაღაცაა, რასაც შევცვლიდი და მერე ყველაფერი თვითონ შეიცვლებოდა – უფრო კარგად გავივლიდი ჩემს ცხოვრებას და უფრო კარგ რაღაცებს გავაკეთებდი – ეს ზუსტად ვიცი. მაგრამ არა უშავს, ასე უნდა ყოფილიყო, ალბათ. მთავარია, საკუთარ თავს და რაღაცებს აჯობო და ეს უკვე გამარჯვებაა.
скачать dle 11.3