კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ვინ ცდილობდა გიორგი ნადიბაიძის ცხოვრების გამწარებას და რა ნაკლი აქვს მას გოგონებთან მიმართებაში

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი


გიორგი ნადიბაიძის ცხოვრებაში გარკვეული სიახლეებია, ამიტომაც ცხელი ზაფხულის გატარება თბილისში მოუწია. რაც მთავარია, მუსიკალური მიმართულებით ის მუდმივად მუშაობს საკუთარ თავზე და სამომავლოდ სიახლეებსაც გეგმავს.

გიორგი ნადიბაიძე: მოკლედ, არ გამიმართლა, ყველამ დაისვენა, ჩემმა ოჯახმაც და მე დავრჩი, რაღაც საქმეების გამო. არ გავჩერებულვარ – ვმღერი, რაღაც საღამოებიც არის ხოლმე. ამ ყველაფრის გარეშე, რთულია იარსებოს მომღერალმა და გარდა ამისა, რთულია, შეინარჩუნო მომღერლის სტატუსი. რაღაცებს ვგეგმავ, ვერთობი და ჩემს სტიქიაში ვარ. ეს იმდენად სასიამოვნოა, რომ სიცხესაც ვუძლებ. პირადმა ამბებმა დამაყოვნა. კლიპის გადაღებაც მინდოდა, სიმღერის ჩაწერაც, მაგრამ სხვა გამოწვევების წინაშე დავდექი. სექტემბრიდან ვაპირებ, ჩავჯდე რეჟიმში.
– როგორ იღებ გამოწვევებს?
– დიდი სიამოვნებით, მასზე არასდროს ვამბობ უარს – ვგიჟდები, ადრენალინია. ზუსტად ერთი წელი გავიდა „ახალი ტალღიდან“, საიდანაც მესამე ადგილით დავბრუნდი. ამ ერთ წელიწადში ბევრი რამ მოხდა – ბევრი საინტერესო რამ. პირადულ საკითხებში – უფრო დიდი ბიჭი გავხდი, ბევრ რამეს სხვანაირად შევხედე. ჩემი საქმისთვის თავი არ დამინებებია. თუმცა, ისეთი ხმამაღალი არ არის, მაგრამ ამ პერიოდში საჭირო რაღაცები დავაგროვე. ეს პაუზები თითქოს მასაზრდოებს. იდეები მომდის, ძალას ვიკრებ, რომ მერე, ერთიანი ძალებით, ახალი რაღაც შევქმნა.
– დიდი ბიჭი გავხდიო და როგორია დიდი ბიჭი გიორგი?
– იგივე ტიპი ვარ და 20 წლის მერეც, იმავე სხეულში ისეთივე ხასიათი და ჭკუა მექნება. უბრალოდ, დროთა განმავლობაში, ურთიერთობებს, მოქცევას, კონტაქტს, ნიუანსებს სწავლობ. კონკრეტულ სიტუაციებში სწორად მოქცევა – ეს არის გაზრდა. რაც თავში გედო, ისევ ის გიდევს, უბრალოდ, მისი სწორად გამოყენება ისწავლე. პიროვნულად უფრო მყარად დავდექი ჩემს საძირკველზე, პრინციპები უფრო გამიმყარდა. რაღაცებში უფრო დამთმობი გავხდი, რაღაცებში – არა. თუმცა, ძალიან არ გამომდის დათმობა. ჩემს ბევრ მეგობარს უთქვამს: სიტყვას არ შეარჩენ ადამიანს, უცბად გაქვს ყველაფერზე პასუხიო. გონებაგამჭრიახი კი ვარ, დამთმობიც, რადგან რაღაცებში გაჩუმება, მოთმინება ვისწავლე. ეს თითქოს სტრატეგია გახდა ჩემთვის. ადამიანს შეუძლია, საკუთარი თავი მოთოკოს და მე ეს შემიძლია. ზოგჯერ ვცდილობ, იმაზე სერიოზული ვიყო, ვიდრე ვარ. არასერიოზულ ტიპებს ნაკლები ფასი აქვთ – ესეც მასწავლეს.
– კიდევ რა გასწავლა ცხოვრებამ?
– ძალიან ბევრი რამ მასწავლა ცხოვრებამ. ყოველთვის ვცდილობ, არა მხოლოდ საკუთარი სიმართლით ვიცხოვრო, არამედ სხვისი სიმართლითაც. ვცდილობ, ვიღაცებთან მნიშვნელოვან საკითხებში არ ვიყო ხისტი. ცხოვრებამ მასწავლა, რომ, როცა რაღაც გინდა, შეიძლება, სულ მარტო იყო, მაგრამ ყველაფერი გააკეთო იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიო.
– მარტოობას განიცდი ხოლმე?
– ხშირად მქონია მარტოობის შეგრძნება. გარეგნულად არ მეტყობა, რადგან მხიარული, ენერგიული ვარ, თუმცა, რაღაც დონეზე, მელანქოლიურიც ვხდები, განსაკუთრებით შემოდგომაზე – როცა წვიმა, ავდარია, მზე არ ჩანს, ფოთლები ფერს იცვლის. რაღაც რომატიზმის ელემენტებიც არის ხოლმე ჩემში. შესაძლებელია, მარტო დავრჩე, ვიღაცაზე ვფიქრობდე და ის თუ არ გამოჩნდება, ძალიან ცუდად გავხდე. ძალიან მარტოც მიგრძნია ზოგჯერ თავი, მაგრამ თავის მოკვლასა და ვენების გადაჭრაზე არასდროს მიფიქრია. საკუთარი თავის მართვა კარგად გამომდის. შეიძლება, რაღაც არ გამოვიდეს, მაგრამ შინაგანად არ ვეცემი, ოპტიმისტი ვარ.
– რა არის შენი ყველაზე დიდი ნაკლი?
– ჩემი ნაკლი, რაზეც ოჯახშიც ხშირად მეუბნებიან, ის არის, რომ როხროხა ვარ, ბავშვობიდან ხმაურიანი, ენერგიული და სულ მეუბნებიან: კარგი. ბიჭო, ჩუმად იყავიო. თუ რამეს მეტყვი, როხროხით გიპასუხებ. თუ უნდათ, ჩამომახრჩონ, უნდა ვთქვა, ვინც მიყვარს, იმას უფრო ვუბედავ რაღაც ხმამაღლა ვუთხრა. დედაჩემს შეიძლება, რაღაც ხმამაღლა ვუთხრა – რა მოხდა მერე, ოჯახია და ეს ჩემი ხასიათია. გოგონებთან მიმართებაში კი, ჩემი ნაკლი უყურადღებობაა. არც ზედმეტი ყურადღების მიღება მიყვარს და არც გაცემა. ეს თუ ბალანსირებული არ არის, ერთი მხარე იჩრდილება. ნებისმიერ ურთიერთობაში უნდა იყოს მონატრების მომენტი. დედაჩემსაც სულ ვეუბნები: ქალო, ცოტა მომანატრე თავი. სულ მირეკავს: სად ხარ, ჭამე, დალიე. 15 წლის რომ ვიყავი, მეგონა, 25 წლის რომ გავხდებოდი, დედაჩემი აღარ დამირეკავდა: მიხვედი, ჭამე, დალიე, დაიძინე, მაგრამ – არა. ყველაფერში მენდობიან, მაგრამ მაინც ნერვიულობენ. მთლად უყურადღებობაც არ მომეწონება, რადგან ყურადღება  ჩემ მიმართ მეტი უნდა იყოს, მე კი ნაკლებად გამომდის ეს. ვინც უნდა გამოჩნდეს, ბოლოს ის მაინც უფრო მეტად ყურადღებიანი იქნება, ვიდრე – მე. არ მიყვარს ეს თავის მომაბეზრებელი: როგორ ხარ? და მოკითხვები. ჩემთვის ცოტა გაცვეთილი „პონტი“ ხარ, თუ ზედმეტ ყურადღებას იჩენ. ცოტა თავი უნდა დაიჭირო, რომ მეც მომინდეს მოგიკითხო, მოგწერო. თუმცა, მეტისმეტი თავდაჭერაც არ არის კარგი – უნდა უხდებოდეს. მშურს ხოლმე, კინოებში ქალები ისე ლამაზად იხდენენ „სწერვობას:“ ქართველი გოგონები კი, „იმენნა სწერვობენ“. ამ დროს სურვილი გეკარგება, უფრო მეტი გააკეთო. ქალსა და მამაკაცს შორის ჭიდილი კინოებში უფრო კარგად არის გადმოცემული. მომწონს ფილმში: გოგო ზედ რომ არ უყურებს ბიჭებს, მაგრამ ერთხელ მაინც თუ გაუღიმა, ეს ღიმილი ნიშნავს, რომ მეც მომწონხარო, მაგრამ ასე უნდა, რომ გაამწაროს. საქართველოში ეს გოგონები სულ გამწარებენ.
– შენც გაგამწარეს გოგონებმა?
– კი და იმ დონეზე  იყო უყურადღებობა – თავის დაფასებები, ზედ არ შემოხედვები, შენ უნდა მიასკდე, შეეტენო, რომ... წადი, შვილო, გაიარე... ძალიან კარგად ვარ ახლა, იმან იდარდოს. ურთიერთობებს განვითარება სჭირდება, რომ ისაზრდოოს და წყვილს ადრე არ მობეზრდეს ერთმანეთი. მაგრამ, მაზოხიზმში რომ გადადის ურთიერთობა, ჩემთვის მიუღებელია. თავისუფლების მომენტები უნდა იყოს ურთიერთობაში.
– სოციალურ ქსელში დადე ფოტო, სადაც მამაკაცი მირბის და უკან საპატარძლო კაბაში გამოწყობილი ბევრი გოგონა მისდევს.
– ვიხუმრე, თუმცა ამ ხუმრობაშიც იყო სიმართლის რაღაც მარცვლები.  ამ ეტაპზე სერიოზული არაფერი ხდება. ახლა არ მინდა, ვინმე ძალიან შემიყვარდეს, მაგრამ ზოგჯერ არ გამომდის. მინდა, ცხოვრებაში რაღაცები ისე გავაკეთო, რომ მერე, დალაგებულად შევძლო ამ ყველაფრისგან სიამოვნების მიღება. მე არ მომწონს წყვილები, რომლებიც მერე ერთად არ არიან. მინდა, ისე გადავდგა ნაბიჯი, ის ჩემი ერთგული იყოს და მე – მისთვის. მერეც შეიძლება, რაღაცები მომინდეს, მაგრამ ახლა უფრო მომინდება, ცოლი რომ მყავდეს. ამიტომ, არ მინდა ჯერ ცოლი. სერიოზული ურთიერთობისგან ჯერჯერობით თავს ვიკავებ.
– ცოლი რომ გეყოლება, გაიხედავ აქეთ-იქით?
– აუცილებლად გავიხედავ აქეთ-იქით და შეიძლება, შევხედო სხვას, მაგრამ ერთგული ტიპი ვარ. დღეს ერთი მინდა, ხვალ – მეორე; ერთხელ ვიყავი და იმის მერე რაღად მინდა – ეს პროვინციული გაგებაა კაცებში. სტაბილურ ურთიერთობას, როცა იქ სიყვარული, შეთავსებაა, ერთჯერადი რაღაცები არ უნდა დაუპირისპირო, რადგან სტაბილურ ურთიერთობა მაქსიმალური სიამოვნების საშუალებაა. რაც უფრო ხშირი და ღრმაა ეს ურთიერთობა, უფრო გემრიელი და მაგარია. ჯიგრულად ვამბობ: მინდა, შემხვდეს ისეთი ადამიანი, რომ სხვებისკენ არ გავიხედო და ეს შემიძლია. გივი სიხარულიძესავით არ მინდა: სახლში რომ მოვდივარ ვხვდები, რომ ჩემი ცოლი რამდენად  უკეთესია იმაზეო. ყოველ ბოზებში წასვლაზე რომ ხვდები, შენი ცოლი როგორი კარგია. რად მინდა ბოზებში წასვლა, ცოლად რომ მომყავდა, არ ვიცოდი, როგორი კარგი იყო?! არიან ადამიანები, ვისაც ერთგულება არ შეუძლიათ. მაგრამ, მე ერთგული ვარ, თუმცა ქალებს ეს არ სჯერათ. ქალებს მაინც ჰქონიათ, რომ ყველა კაცი ერთნაირია.
скачать dle 11.3