კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ გამოვიყენო ალოე სახის გასაწმენდად?
პასუხი:
ალოეს მცენარეს, ძირიდან მოაჭერით რამდენიმე ფოთოლი. შეახვიეთ ქაღალდის პარკში და შეინახეთ მაცივარში 1 კვირით. გამოიღეთ და გამოწურეთ წვენი. გაისუფთავეთ სახე და შეიზილეთ პრობლემურ ადგილებში. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველ დღე, დილა-საღამოს.
კითხვა: მითხრეს, რომ თაფლი ძალიან ეფექტურია მუწუკების სამკურნალოდ. როგორ მოვამზადო მისგან სახლის პირობებში ნიღაბი?
პასუხი:
კარგად აურიეთ ერთმანეთში 1 სადილის კოვზი თაფლი, 3 წვეთი იოდი, ამდენივე წყალბადის ზეჟანგი და 2 ჩაის კოვზი ალოეს წვენი. მიღებული სახის ნიღაბი დაიდეთ სახეზე. გაიჩერეთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანეთ ოთახის ტემპერატურის წყლით. არ იკვებოთ ტკბილეულით და საკვებით, რომელიც იწვევს ალერგიას.
კითხვა: მიყვარს ზაფხულში, ზღვის სანაპიროზე, ჩაციებული ალკოჰოლიანი სასმელებით გაგრილება. წყლის ნაცვლად თუ ალკოჰოლს მივიღებ და ასე გავიგრილებ ორგანიზმს, ეს რამეს მავნებს?
პასუხი
: ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედება, კანის გაუწყლოებას იწვევს, კარგავს ტენს. ამიტომ, აუცილებლად უნდა მიიღოთ დიდი რაოდენობით სითხე – წყალი, მწვანე ჩაი, ბროწეულის წვენი და სხვა. თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელს.
კითხვა: შესაძლებელია თუ არა მასაჟით, ან სხვადასხვა პროცედურით, სახლის პირობებში ღაბაბის მოშორება?
პასუხი:
ღაბაბის მოსაშორებლად ძალიან ეფექტურია, ვარჯიშებთან ერთად, სპეციალური მასაჟები და წყლის პროცედურები. დააყენეთ რომელიმე სასარგებლო მცენარის ნაყენი, მაგალითად: გვირილა ან ორკბილა. მოათავსეთ ცივი და ცხელი ნაყენი სხვადასხვა ჭურჭელში.
დაასველეთ პირსახოცი ცხელ ნაყენში და მიიდეთ ღაბაბზე 5 წუთის განმავლობაში. შემდეგ, იგივე ცივი ნაყენით გაიმეორეთ. გაშალეთ პირსახოცი სიგრძეზე, დაასველეთ ზემოთ აღნიშნულ ნაყენში, შეიძლება ჩვეულებრივ წყალშიც და მსუბუქად გაწურეთ, ბოლოებში მოჰკიდეთ ორივე ხელი, გადასწიეთ თავი და  ნიკაპს ქვემოთ იტყაპუნეთ. გაიმეორეთ, დაახლოებით 10-15-ჯერ. შემდეგ, ნიკაპი და კისერი გრილი წყლით ჩამოიბანეთ. ასევე, ღაბაბთან ბრძოლაში კარგ შედეგს იძლევა თანამედროვე კოსმეტიკური საშუალებები. მაგალითად, ძალიან ეფექტურია სპეციალური კოსმეტიკა, კერძოდ, სახის კრემები ლიფტინგ-სისტემით. კანის კვებისა და დატენიანების გარდა, ამ კრემებს გადამჭიმავი ეფექტიც აქვს.
скачать dle 11.3