კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№33 ცარიელი სეიფის ქურდობა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჟორჟ სიმენონი

​კერძო დეტექტივს, ჟოზეფ ლებრონს ჩვევად ჰქონდა, დილის ყავის სმასთან ერთად, გაზეთებისთვის გადაევლო თვალი. პარიზის თითქმის ყველა გაზეთი მხოლოდ ამ ამბავზე წერდა. გაიქურდა ერთი ახლად დაარსებული, მსხვილი კომპანიის სეიფი, თანაც ძალიან უცნაურად. სეიფი დაზიანებული არ იყო. არც ოფისს ეტყობოდა ძარცვის კვალი. დაცვას საეჭვო არაფერი დაუნახავს. ორი დეტექტივი და კრიმინალური სამსახური თავს არ ზოგავდნენ, რომ ამ საქმის თავი და ბოლო გაეგოთ. დაიკარგა კონვერტი – საიდუმლო დოკუმენტით და მილიონი ფრანკის ღირებულების ფასიანი ქაღალდები. საუბარი იყო სინთეტიკური შაქრის მწარმოებელ კომპანიაზე, რომელსაც სამი ოფიციალური მეპატრონე ჰყავდა. წარმოშობით რუსი მიროვსკი – ავანტიურისტი, საიდუმლოებით მოცული პიროვნება და სინთეტიკური შაქრის წარმოების იდეის ავტორი; ასევე, ჟერმენ მასარო და ანრი ლეპრენი. სწორედ ანრი ლეპრენის ამ სამეულში ყოფნა იყო ყველაზე საეჭვო. ვის შეეძლო, გაებედა და გაექურდა კაცი, რომელიც წლების განმავლობაში პარიზს აზანზარებდა. მართალია, ახლა ასაკში იყო, მაგრამ მისი დიდებული, კრიმინალური წარსული, ჯერ კიდევ ახსოვდა ყველას. სეიფი ცნობილმა ლერუას ფირმამ დაამზადა. ოფისი ოსმანის ბულვარზე, ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილზე მდებარეობდა. სეიფის გაღება მხოლოდ სამი გასაღებით, თანაც მათი ერთდროული გამოყენებით იყო შესაძლებელი. ეს სამი გასაღები სათითაოდ ჰქონდა კომპანიის სამივე დამფუძნებელს და იფიცებოდნენ, რომ მათ გასაღებს არავინ შეხებია.
როცა პოლიციის ინსპექტორი ჟოზეფ ლებრონთან მივიდა, მას ძარცვის დეტალების შესახებ სწორედ იმდენი ინფორმაცია ჰქონდა, რამდენის საშუალებასაც პრესაში გამოქვეყნებული სტატიები იძლეოდა.
პოლიციის ინსპექტორი ირწმუნებოდა, რომ ქურდის კვალს მიაგნეს. გაჟონა ინფორმაციამ, რომ ძარცვამდე ერთი კვირით ადრე, პარიზში საერთაშორისო მასშტაბის, ცნობილი სეიფების მძარცველი ჩამოვიდა. თუმცა, სეიფების კონსტრუქტორი ჟერარ ლერუა ირწმუნებოდა, რომ სეიფის გატეხა არანაირ, თუნდაც ყველაზე გამოცდილ მძარცველს არ შეეძლო.
– რას ფიქრობ ამ ყველაფერზე? საქმის გახსნას სადაზღვევო კომპანიაც გვთხოვს.  სეიფი მილიონ-ნახევარ ფრანკად იყო დაზღვეული. სამივე გასაღები ადგილზეა. კომპანიონები ირწმუნებიან, რომ მათ არავინ შეხებია.
– საინტერესო დეტალია, თუმცა თავად საქმე დიდ ღირებულებას არ წარმოადგენს. რაღაც კითხვები მაქვს, რომ სრული სურათი შევქმნა. კარგი ქენით, რომ მოხვედით. სეიფი ვინც დაამონტაჟა, იმ ოსტატის ნახვა მინდა.
– თქვენ ფიქრობთ, რომ... – დაიწყო ინსპექტორმა, მაგრამ ჟოზეფმა შეაწყვეტინა.
– ჯერ არაფერს ვფიქრობ და არც არაფერს ვიტყვი, სანამ ოსტატს არ დავკითხავ.
ოსტატი მასარი ყოყმანობდა. სახეზე ეტყობოდა, რომ შინაგან მესთან ჰქონდა კონფლიქტი. ჟოზეფმა ღიმილით შეხედა.
– აბა, მითხარით, ის, რაც გამოძიებისთვის არ გითქვამთ.
– კარგი. ვიტყვი... სეიფი რომ დავამონტაჟეთ, რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემთან ჟერმენ მასარო მოვიდა და მითხრა, რომ აუცილებლად სჭირდებოდა სეიფის გახსნა. ჩემი ორივე კომპანიონი ქვეყნიდან გაემგზავრა, მე კი ბეჭედი უნდა ავიღო, რომ დავამოწმო აუცილებელი საბუთიო. უარი ვუთხარი, ვიცოდი, რომ შეიძლებოდა, პრობლემები შემქმნოდა. სეიფი მხოლოდ სამივე კომპანიონის თანდასწრებით უნდა გახსნილიყო. ამიტომაც დამზადდა სეიფი სამი გასაღების პრინციპით. საქმე ამით არ დასრულებულა, შემდეგ ჩემთან ანრი ლეპრენი მოვიდა. მას უფრო მომხიბვლელი ვერსია ჰქონდა – ორმოცდაათი ათასი ფრანკი შემომთავაზა. მითხრა, რომ სეიფში ისეთი დოკუმენტი აღმოჩნდა, რომელიც მისი პირადი საკუთრება იყო. უარი ვუთხარი. ძალიან შეწუხდა და შეშფოთდა. დაჟინებით მთხოვდა, ამეღო ფული და სეიფი გამეხსნა.
– ძალიან კარგი, ყურადღებით გისმენთ, – ჟოზეფ ლებრონმა თითები ერთმანეთს გადააჭდო და ორაზროვანი ღიმილით მიაჩერდა მასარის, რომელიც აშკარად ძალიან დაბნეული აცეცებდა თვალებს.
– კარგი, გეტყვით... მოკლედ, ათი ათასი ფრანკის ჩეკი გამომიწერა სიჩუმისთვის და დამტოვა. ცდუნებას ვერ გავუძელი, გავანაღდე.
– მესამე კომპანიონი არ გესტუმრათ?
ოსტატი შეყოყმანდა და თავი უხალისოდ დააქნია.
– დიახ. მაგრამ მასთან მოკლე საუბარი მქონდა. ულტიმატუმი წამომიყენა, რომ სეიფი უნდა გამეხსნა. უარი მიიღო და წავიდა.
ახლა მთავარი ამბავი მითხარით. როგორ გააღეთ სეიფი და წამოიღეთ დოკუმენტები, ასევე კონვერტიც, რომლებიც რეალურად არანაირ ფასეულობას არ წარმოადგენს.
სეიფების ოსტატი შეშლილივით წამოხტა და ჟოზეფს გაოგნებული მიაშტერდა.
– რა თქვით? დოკუმენტები ფასეულობას არ წარმოადგენს.
– დიახ და მე ამაში ეჭვი ოდნავაც არ მეპარება. თქვენ სერიოზულ შარში ხართ. სამი ავაზაკი შეიკრა და ბრწყინვალე სქემა მოიფიქრეს: სინთეტიკური შაქრის შექმნა და კომპანიის დაარსება, რომლის ფასიანი ქაღალდები თავადვე შეაფასეს, სინამდვილეში კი, ჩალის ფასი არ ჰქონდა. დარწმუნებული ვარ კონვერტში საერთოდ სუფთა ფურცელი დევს. მიროვსკის პიროვნება კარგად შევისწავლე – რამდენიმე თაღლითური გამოგონება ეკუთვნის, ანუ, სინთეტიკური შაქრის წარმოების აბსურდული სქემა მისთვის ახალი არ არის. ანრი ლეპრენი ვინც არის, ჩემზე კარგად იცით. არც ჟერმენ მასაროა ანგელოზი. მოკლედ, მათ სეიფის შიგთავსი დააზღვიეს და ამ საცოდავს მოუწყვეს ისეთი სპექტაკლი, რომ სეიფის გახსნის ცდუნებას ვერსად გაექცა.
– რაო? – ოსტატი მასარი გაფითრდა და ენის ბორძიკით თქვა, – დიახ, ის დოკუმენტები მე ავიღე, ვაღიარებ, ანუ, ჩემი ციხეში ჩასმა უნდოდათ?
– არა, დაზღვევიდან თანხის მოხსნა და ქვეყნიდან გაქრობა. ხალხი, რომელმაც ამ საქმეში ფული ჩადო, მალე მიხვდებოდა, რომ ფული „გაფუჭებულ ჰაერში“ გადაიხადეს. ამიტომ იჩქარეს და მათმა გეგმამ გაამართლა. გირჩევთ, დოკუმენტები გამოძიებას ისე გადასცეთ, რომ ანონიმად დარჩეთ. მგონი, ინსპექტორი ამაზე თანახმა იქნება, თუკი მე ვთხოვ. რა ვქნა, ჯერ კიდევ მეცოდებიან გულუბრყვილო სულელები. მით უფრო, თუკი ისინი თავისი საქმის პროფესიონალები არიან.
скачать dle 11.3